„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 749
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 480040030.10.003.022471
749
10/12/2020
ვებგვერდი, 15/12/2020
480040030.10.003.022471
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №749

2020 წლის 10 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების   შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  06/12/2013, 480040030.10.003.017482)  შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იმ ქვეყნების ნუსხის, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები“ (დანართი №2) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში აკრედიტე­ბუ­ლია ალბანეთის რესპუბლიკაში, მავრიტანიის ისლამურ რესპუბლიკაში, სუდანის რესპუბლიკასა და ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია