„ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 14/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016416
65
14/12/2020
ვებგვერდი, 16/12/2020
300320000.16.009.016416
„ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №65

2020 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 168-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილებაში (ვებგვერდი, 05.08.2014, 300320000.16.009.016091) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემის, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №1):

ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სატარიფო რეგულირების პერიოდი (n) განისაზღვრება 5 (ხუთი) კალენდარული წლით.“;

ბ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატისთვის დანახარჯების ამსახველი ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის დადგენისას კომისია უზრუნველყოფს ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის მესაკუთრისთვის ასანაზღაურებელი მიზანშეწონილი და გონივრული დანახარჯის ოდენობის გაანგარიშებას ამ სატარიფო მეთოდოლოგიით ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატისთვის განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად.“;

გ) მე-14 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. განაწილების ლიცენზიატის მიერ სატარიფო წლისთვის ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების შესავსებად შესასყიდი ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი მოიცავს ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებულ დანახარჯებს.“;

დ) 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ კონკრეტული სატარიფო წლისთვის საწარმოს მიერ ფაქტობრივად გადაცემული, განაწილებული და გატარებული ელექტროენერგიის ფაქტობრივი რაოდენობა განსხვავდება დაგეგმილი რაოდენობისაგან, კომისია უზრუნველყოფს საწარმოს ფაქტობრივ ელექტროენერგიაზე დანაკარგების განსაზღვრას დადგენილი ნორმატიული მაჩვენებლით და ახდენს ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების ღირებულების კორექტირებას შემდეგი ფორმულით:

cCNL = (aEდანაკ. × aP საშ .– pEდანაკ. × pPსაშ.) (22),

სადაც:

cCNL

ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების კორექტირებული ღირებულება სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი);

aEდანაკ.

ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების კორექტირებული რაოდენობა სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის, რომელიც იანგარიშება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად (კვტსთ);

pEდანაკ. 

ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დაგეგმილი რაოდენობა სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (კვტსთ);

aPსაშ.

დანაკარგების შესავსებად შესყიდული ელექტროენერგიის ფაქტობრივი საშუალო შეწონილი ფასი სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის, მაგრამ არაუმეტეს შესაბამის საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული საბალანსო ელექტროენერგიის ფასის და ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებული დანახარჯების ჯამისა (თეთრი/კვტსთ);

 pPსაშ. 

დანაკარგების შესავსებად შესასყიდი ელექტროენერგიის დაგეგმილი საშუალო შეწონილი ფასი სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (თეთრი/კვტსთ).“;

 

ე) 32-ე მუხლის:

ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2018-2020 სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების განაკვეთი (WACC) შეადგენს 16.40%-ს, რომლის კომპონენტების სიდიდეები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ურისკო საპროცენტო განაკვეთი (rrf) – 12.22%;

ბ) სესხის ღირებულება (rd) – 12.93%;

გ) ბაზრის რისკის პრემია (mp) – 6.17%;

დ) ქვეყნის დეფოლტ რისკი (ds) – 4.16%;

ე) ქვეყნის რისკი (cr) – 5.12%;

ვ) სექტორული რისკის კოეფიციენტი (β) – 0.84.“;

ე.ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. 2021-2025 სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების განაკვეთი (WACC) შეადგენს 15.39%-ს, რომლის კომპონენტების და მოკლევადიანი სესხის საპროცენტო განაკვეთის (rsd) სიდიდეები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ურისკო საპროცენტო განაკვეთი (rrf) – 10.24%;

ბ) სესხის ღირებულება (rd) – 13.19%;

გ) ბაზრის რისკის პრემია (mp) – 5.55%;

დ) ქვეყნის დეფოლტ რისკი (ds) – 3.53%;

ე) ქვეყნის რისკი (cr) – 4.41%;

ვ) სექტორული რისკის კოეფიციენტი (β) – 0.86;

ზ) მოკლევადიანი სესხის საპროცენტო განაკვეთი (rsd) – 12.13%.“;

ე.გ) 31 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

„32. 2021-2025 სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის ზოგადი ეფექტიანობის ფაქტორი (Xზოგ) უდრის 1.5%-ს, ხოლო ინდივიდუალური ეფექტიანობის ფაქტორი (Xინდ.) – 0%-ს.“;

ე.დ) მე-9 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10–მე-13 პუნქტები:

„10. 2021-2025 სატარიფო რეგულირების პერიოდის 2021-2023 სატარიფო წლებისთვის, საწარმოს რეგულირებადი აქტივების ბაზაში აისახება საწარმოს მიერ დაგეგმილი ინვესტიციები კომისიის მიერ შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, ხოლო 2024-2025 სატარიფო წლებისთვის – საწარმოს მიერ დაგეგმილი ინვესტიციები, კომისიის მიერ შეთანხმებული გამანაწილებელი ქსელის განვითარების ხუთწლიანი გეგმის შესაბამისად.

11. 2021-2025 სატარიფო რეგულირების პერიოდის 2024-2025 სატარიფო წლებისთვის, ამ მეთოდოლოგიის მე-7 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად რეგულირებადი აქტივების ბაზის ღირებულების გაანგარიშებისას, pINVt+j  კომპონენტი განისაზღვრება, როგორც კომისიასთან შეთანხმებული გამანაწილებელი ქსელის განვითარების ხუთწლიანი გეგმით გათვალისწინებული (დაგეგმილი) აქტივების ღირებულება სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი).

12. 2021-2025 სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის ტარიფების დადგენისას, 2017-2020 სატარიფო წლების განმავლობაში დაგროვილი, კორექტირებას დაქვემდებარებული კომპონენტების ამ მეთოდოლოგიის IV თავით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად გაანგარიშებული კორექტირება სრულად აისახება 2021-2023 სატარიფო წლებისთვის დადგენილ ტარიფებში და, შესაბამისად, არ გაითვალისწინება 2024-2025 სატარიფო წლებისთვის დადგენილი ტარიფების გაანგარიშებისას.

13. 2021-2025 სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის ტარიფის გაანგარიშებისას, ამ მეთოდოლოგიის IV თავის მიზნებისთვის n=3.“.

2. მე-2 პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №2) 24-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2018-2020 სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების განაკვეთი (WACC) შეადგენს 16.40%-ს, რომლის კომპონენტების სიდიდეები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ურისკო საპროცენტო განაკვეთი (rrf) – 12.22%;

ბ) სესხის ღირებულება (rd) – 12.93%;

გ) ბაზრის რისკის პრემია (mp) – 6.17%;

დ) ქვეყნის დეფოლტ რისკი (ds) – 4.16%;

ე) ქვეყნის რისკი (cr) – 5.12%;

ვ) სექტორული რისკის კოეფიციენტი (β) – 0.84.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. 2021-2023 სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების განაკვეთი (WACC) შეადგენს 15.39%-ს, რომლის კომპონენტების და მოკლევადიანი სესხის საპროცენტო განაკვეთის (rsd) სიდიდეები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ურისკო საპროცენტო განაკვეთი (rrf) – 10.24%;

ბ) სესხის ღირებულება (rd) – 13.19%;

გ) ბაზრის რისკის პრემია (mp) – 5.55%;

დ) ქვეყნის დეფოლტ რისკი (ds) – 3.53%;

ე) ქვეყნის რისკი (cr) – 4.41%;

ვ) სექტორული რისკის კოეფიციენტი (β) – 0.86;

ზ) მოკლევადიანი სესხის საპროცენტო განაკვეთი (rsd) – 12.13%.“.

3. 21 პუნქტით დამტკიცებული „გარანტირებული სიმძლავრის საფასურის, გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მომსახურების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №3) 23-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  2021 წლის პირველ იანვრამდე კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების განაკვეთი (WACC) შეადგენს 16.40%-ს, რომლის კომპონენტების და მოკლევადიანი სესხის საპროცენტო განაკვეთის სიდიდეები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ურისკო საპროცენტო განაკვეთი (rrf) – 12.22%;

ბ) სესხის ღირებულება (rd) – 12.93%;

გ) ბაზრის რისკის პრემია (mp) – 6.17%;

დ) ქვეყნის დეფოლტ რისკი (ds) – 4.16%;

ე) ქვეყნის რისკი (cr) – 5.12%;

ვ) სექტორული რისკის კოეფიციენტი (β) – 0.84;

ზ) მოკლევადიანი სესხის საპროცენტო განაკვეთი ( ) – 11.01%.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. 2021 წლის პირველი იანვრიდან სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების განაკვეთი (WACC) შეადგენს 15.39%-ს, რომლის კომპონენტების და მოკლევადიანი სესხის საპროცენტო განაკვეთის (rsd) სიდიდეები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ურისკო საპროცენტო განაკვეთი (rrf) – 10.24%;

ბ) სესხის ღირებულება (rd) – 13.19%;

გ) ბაზრის რისკის პრემია (mp) – 5.55%;

დ) ქვეყნის დეფოლტ რისკი (ds) – 3.53%;

ე) ქვეყნის რისკი (cr) – 4.41%;

ვ) სექტორული რისკის კოეფიციენტი (β) – 0.86;

ზ) მოკლევადიანი სესხის საპროცენტო განაკვეთი (rsd) – 12.13%.“.

4. 22 პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგეტიკის სექტორში დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის“ (დანართი 31) მე-9 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რეგულირებადი საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო აქტივების იჯარის ხარჯის გონივრული ოდენობა შესაძლოა განსაზღვრულ იქნეს შედარებითი ანალიზის, საბაზრო პრინციპების ან ამავე აქტივზე სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად დათვლილი წლიური კაპიტალური დანახარჯის პრინციპით.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. იმ შემთხვევაში, როცა რეგულირებადი საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო აქტივის იჯარის ხარჯის გონივრული ოდენობა განისაზღვრება სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად დათვლილი წლიური კაპიტალური დანახარჯის პრინციპით, იგი მიეკუთვნება არაკონტროლირებად საოპერაციო დანახარჯს. ამასთან, აღნიშნული დანახარჯის გონივრული ოდენობა ასევე მოიცავს ამ აქტივთან დაკავშირებულ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქონების გადასახადს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე