დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში ხელმოწერათა ნამდვილობის შემოწმების წესის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18/2000 |
| დოკუმენტის მიმღები | ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 10/02/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის და პარლამენტთან არსებული საბჭოს კოლეგიისა და კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 10, 14/02/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.008.004.079 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.004.336
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №18/2000
2000 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში ხელმოწერათა ნამდვილობის შემოწმების წესის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
1. ბათილად იქნეს ცნობილი არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიებში ხელმოწერა, თუ:
ა) სახელი და გვარი არასრულადაა მოცემული;
ბ) მითითებული არა აქვს დაბადების წელი. 1982 წელს დაბადებულ პირს დამატებით მითითებული არ აქვს დაბადების თვე და რიცხვი;
გ) მითითებული არ არის ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ან პასპორტის, ან პირადი ნომერი, ანდა ყოფილი საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტის სერია და ნომერი;
დ) სრულად არ არის მითითებული მისამართი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომერი);
ე) ხელმოწერის თარიღი არ ემთხვევა მხარდამჭერთა სიების ფორმათა წარმოდგენის იმ ვადას, რომელიც განსაზღვრულია „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით;
ვ) აკლია მხარდამჭერის ხელმოწერა.
2. ბათილად იქნეს ცნობილი მთელი ფურცელი, თუ:
არ არის ხელმოწერის შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის სრული მონაცემი.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ჯ. ლომინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები