დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 26 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/12/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/12/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.119.016438 |
|
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 26 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 26 აგვისტოს №22 დადგენილებაში (www. macne gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.119.016433, 26/08/2020) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქარველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის და მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“ ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საბჭო შედგება 9 (ცხრა) წევრისაგან“ გ) დებულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „ე“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტები და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საბჭოს წევრს უფლებამოსილება შეუწყდება, თუ: ა). იგი ზედიზედ 3-ჯერ გააცდენს სხდომას არასაპატიო მიზეზით; ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა; გ). სასამართლომ აღიარა მხარდამჭერის მიმღებად ან უგზოუკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; დ) გარდაიცვალა; ე) ამ დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი გათავისუფლდება სამსახურიდან; ვ) მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების უფლებამოსილების შეწყვეტა; ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლების მიმართ უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია საბჭოს წევრის პირადი განცხადება.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები