დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს რკინიგზის 2000 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ტრანსპორტის სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 15/02/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 11, 17/02/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 180.012.004.074 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 180.012.004.074
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის
ბრძანება N 8
2000 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს რკინიგზის 2000 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილების შეტანის შესახებ
„სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და ”ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 2000 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებულ ”საქართველოს რკინიგზის სატარიფო პოლიტიკა 2000 საფრახტო წლისათვის“ შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. მუხლ 1.5.-ს დაემატოს ახალი აბზაცი შემდეგი რედაქციით: ”საქართველოს რკინიგზაზე: ფოთი, ბათუმი-სადახლოს და უკუმიმართულებით სატრანზიტო ტვირთის გადაზიდვის ღირებულების გაანგარიშებისას დაწესდეს ფასდათმობა: “ნავთობპროდუქტებისათვის – 24 პროცენტი, ხოლო სხვა დანარჩენი ტვირთებისათვის – 17 პროცენტი“.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს მისი ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების დღიდან და ძალაშია ა/წ 1 ივლისამდე.
მ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები