დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ელექტროენერგიის ზოგიერთ მწარმოებელზე საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 740 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/12/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/12/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280000.10.003.022462 |
|
ელექტროენერგიის ზოგიერთ მწარმოებელზე საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებისა და 162-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის“ (შემდგომში − კონცეფცია) მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, დაეკისროთ საჯარო მომსახურების ვალდებულება და განისაზღვრონ საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებლებად შესაბამისი ელექტროსადგურების მიხედვით:
1. სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“: ა) რიონი ჰესი (საპროექტო სიმძლავრე − 48 მგვტ, ფაქტობრივი დადგმული სიმძლავრე − 54 მგვტ) – 2022 წლის პირველ მაისამდე; ბ) გუმათი ჰესების კასკადი (საპროექტო სიმძლავრე − 66.8 მგვტ, ფაქტობრივი დადგმული სიმძლავრე − 71.2 მგვტ) – 2024 წლის პირველ მაისამდე; გ) ძევრულა ჰესი (საპროექტო სიმძლავრე − 80 მგვტ, ფაქტობრივი დადგმული სიმძლავრე − 80 მგვტ) – 2026 წლის პირველ მაისამდე; დ) ლაჯანური ჰესი (საპროექტო სიმძლავრე − 111.87 მგვტ, ფაქტობრივი დადგმული სიმძლავრე − 113.7 მგვტ) – 2027 წლის პირველ იანვრამდე. 2. სს „ხრამჰესი 1“ − ხრამი 1 ჰესი (საპროექტო სიმძლავრე − 112.8 მგვტ, ფაქტობრივი დადგმული სიმძლავრე − 112.8 მგვტ) – 2027 წლის პირველ იანვრამდე. 3. სს „ხრამჰესი 2“ − ხრამი 2 ჰესი (საპროექტო სიმძლავრე − 110 მგვტ, ფაქტობრივი დადგმული სიმძლავრე − 114.4 მგვტ) – 2027 წლის პირველ იანვრამდე. 4. შპს „ენგურჰესი“ – ენგურჰესი (საპროექტო სიმძლავრე − 1300 მგვტ, ფაქტობრივი დადგმული სიმძლავრე − 1300 მგვტ) – 2030 წლის 31 დეკემბრამდე. 5. შპს „ვარდნილჰესების კასკადი“ – ვარდნილჰესი (საპროექტო სიმძლავრე − 219.9 მგვტ, ფაქტობრივი დადგმული სიმძლავრე − 219.9 მგვტ) – 2030 წლის 31 დეკემბრამდე.
|
მუხლი 2.
|
1. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლები (შესატყვისი ელექტროსადგურების მეშვეობითა და ვადით) საჯარო მომსახურებას ახორციელებენ საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის მეშვეობით, ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელზე გადასვლის ეტაპებზე კონცეფციით გათვალისწინებული საბითუმო საჯარო მომსახურების მიზნებისთვის, ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების, უწყვეტობის, სათანადო ხარისხისა და ფასის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, უნივერსალური მომსახურების მიწოდების ფარგლებში.
2. დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო მომსახურების გამწევი მწარმოებლები ელექტროენერგიის დღით ადრე და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრების: ა) ამოქმედებამდე, თავიანთ მომსახურებას აგრძელებენ გარდამავალ პერიოდში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) ამოქმედების შემდეგ, კონცეფციის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვაჭრობენ ორგანიზებულ ბაზრებზე კონცეფციის, შესაბამისი ბაზრის წესების, კონცეფციით გათვალისწინებულ საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციასთან (სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“) გაფორმებული ფასთა სხვაობის ხელშეკრულებების, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა პირობების შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილებით განსაზღვრული საჯარო მომსახურების ვალდებულების შესრულებისათვის ტარიფის დადგენის საკითხი რეგულირდება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ.
|
| მუხლი 4 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან თანამშრომლობით, უზრუნველყოს ამ დადგენილების ამოქმედებიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებების რეგულარული გადახედვა მისი საჭიროებისა და ზემოქმედების შედეგების განსაზღვრის მიზნით და საქართველოს მთავრობისთვის სათანადო ინფორმაციისა და წინადადებების წარმოდგენა.
|
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები