„საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №193 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 739
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.022461
739
10/12/2020
ვებგვერდი, 11/12/2020
300280000.10.003.022461
„საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №193 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №739

2020 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №193 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული   კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №193 დადგენილებაში (სსმ, №86, 15/07/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველ მუხლში  მოცემული ცხრილის  პირველი − მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

გარანტირებული სიმძლავრის წყაროები  (წარმოების ლიცენზიანტები)

თბოელექტროსადგურის დასახელება

გარანტირებული სიმძლავრე

(მვტ-ში)

გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდი

1.  შპს „მტკვარი ენერჯი“

გარდაბნის  თბოელექტროსადგური №9 ენერგობლოკი

180

2010 წლის 1 სექტემბრიდან  2022 წლის 1 იანვრამდე

2. შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“

გარდაბნის თბოელექტროსადგური №3 ენერგობლოკი

100

2010 წლის 1 სექტემბრიდან  2022 წლის 1 იანვრამდე

გარდაბნის თბოელექტროსადგური №4 ენერგობლოკი

100

2010 წლის 1 სექტემბრიდან  2022 წლის 1 იანვრამდე

3. შპს  „ჯიფაუერი“

აირტურბინული ელექტროსადგური

80

2010 წლის 1 დეკემბრიდან  2011 წლის 1  მარტამდე, 2012 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 თებერვლამდე და 2016 წლის 1 აპრილიდან 2019 წლის 4 მარტამდე

65

2011 წლის 1 მარტიდან  2012 წლის 1 აპრილამდე და 2014 წლის 1 თებერვლიდან 2016 წლის 1 აპრილამდე

60

2019 წლის 4 მარტიდან  2022 წლის 1 იანვრამდე

“.                   

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია