დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აუტიზმის მქონე პირთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-129/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/12/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/12/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016820 |
|
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1. დამტკიცდეს თანდართული აუტიზმის მქონე პირთა მომსახურების მინიმალური სტანდარტები (დანართი №1).
2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული მინიმალური სტანდარტები სავალდებულოა სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში რეგისტრირებული ყველა იმ მიმწოდებლისთვის (მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა), რომლებიც ახორციელებენ აუტიზმის მქონე პირების სამედიცინო და ფსიქო-სოციალურ მომსახურებას, მათ შორის, დიაგნოსტიკასა და აბილიტაცია-რეაბილიტაციას. 3. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული მინიმალური სტანდარტებით განსაზღვრული მომსახურების მონიტორინგს განახორციელებს იმ უწყების/ორგანიზაციის შესაბამისი სამსახური, რომელშიც რეგისტრირებულია აღნიშნული მომსახურების მიმწოდებელი. 4. ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები