„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მაისის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 172
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 26/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017098
172
11/12/2020
ვებგვერდი, 14/12/2020
140130000.22.034.017098
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მაისის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №172

2020 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მაისის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მაისის №74 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 140130000.22.034.017005) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების“:

ა) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5

1. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ დროებით შეჩერდეს:

ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის:

ა.ა) მე-6 მუხლის „ბ3“ – „ბ5“, „ლ“-,,მ3“, ,,ნ“– „ო“, „ტ“, „ტ1“,„ჩ1“ ქვეპუნქტებით, მე-9 მუხლითა და მე-10 მუხლის მე-3-61 პუნქტებით განსაზღვრული მომსახურების გაწევა;

ა.ბ) მე-6 მუხლის „ფ-ფ1“ და „ქ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების გაწევა;

ა.გ) მე-6 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტითა და მე-10 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევა;

ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის მიღება;

გ) „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის პირველი აგვისტოს №598 ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების 211 მუხლით გათვალისწინებული მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის რიგში (შემდგომ – მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის რიგი) ადგილის დაჯავშნა.

2. მონაცემთა სუბიექტის მიერ სააგენტოში განცხადების წარდგენის საფუძველზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ჯ1“, „ჰ“ და „ჰ9“ ქვეპუნქტებით, მე-6 მუხლის „ო1“, „ო2“, „ო3“, „რ“, „ფ4“, „ც1“, „ც2“, „ყ“ ქვეპუნქტებითა და მე-11 მუხლით განსაზღვრული მომსახურების გაწევა ხორციელდება მხოლოდ „სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით დამტკიცებული წესის III3 თავით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება სააგენტოს მიერ მეწარმე სუბიექტისთვის (ხელშემკვრელი მხარე), 2020 წლის 30 ნოემბრამდე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მომსახურების მრავალჯერადი გაწევის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მომსახურების გაწევაზე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება სააგენტოს მიერ საბაჟო კონტროლის ზონაში და სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი (ავტოდილერი/ავტოცენტრი) კომპანიებისთვის მომსახურების გაწევაზე.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება:

ა) იმ მძღოლობის კანდიდატზე, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის რიგში ადგილი დაჯავშნა 2020 წლის 30 ნოემბრამდე;

ბ) „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობების“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის პირველი აგვისტოს №598 ბრძანების 46-ე მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებზე. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევა ხორციელდება დაინტერესებული პირის მიერ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის რიგში ადგილის დაჯავშნის გარეშე.“;

გ) მე-6 და მე-7 მუხლები ამოღებულ იქნეს;

დ) მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

მუხლი 91

სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის მიზნებისთვის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებული ვადების ათვლისას არ ჩაითვლება ამ ბრძანების მე -14 მუხლის საფუძველზე, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით დადგენილი სააგენტოს არასამუშაო დღეები/არასამუშაო დრო.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 30 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ გომელაური