„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 737
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.022459
737
09/12/2020
ვებგვერდი, 10/12/2020
300160070.10.003.022459
„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №737

2020 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  08/02/2016, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019106) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის  – „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“;
  1. 101.2 ქვეპუნქტის პირველი გამონაკლისი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთ-ან ორერთეულიანი (ბინიანი) ცალკე მდგომი, II კლასს დაქვემდებარებული, საცხოვრებლები, ასევე, მათი დამხმარე ნაგებობები, რომლებიც უზრუნველყოფილია დამოუკიდებელი გასასვლელი საშუალებებით და სიმაღლეში არ აღემატება მიწის დონიდან სამ სართულს.“

  1. 202 ქვეთავის ტერმინები:

ა)  „ერთეული, ა ტიპის“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ერთეული, ა ტიპის. საცხოვრებელი ან საძინებელი ერთეული, რომლიც დაგეგმარებულია და აგებულია წესებისა და „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ ტიპის ერთეულებისთვის განსაზღვრული დებულებების შესაბამისად მისაწვდომობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.“;

ბ) „ერთეული ბ ტიპის“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ერთეული, ბ ტიპის. საცხოვრებელი ან საძინებელი ერთეული, რომლიც დაგეგმარებულია და აგებულია წესებისა და „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ ტიპის ერთეულებისთვის განსაზღვრული დებულებების შესაბამისად მისაწვდომობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.“;

გ) „შეგრძნობადი (ტაქტილური) ზედაპირ შეიცვალოს ტერმინით „ამოცნობადი გამაფრთხილებელი“ და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამოცნობადი გამაფრთხილებელი. ამოცნობადი გამაფრთხილებლის სტანდარტიზებული დეტალი, რომელიც ჩაშენებული ან მიმაგრებულია სავალ ზედაპირებზე ან სხვა ელემენტებზე იმ მიზნით, რომ უსინათლო ადამიანები გააფრთხილოს სავალ ბილიკზე არსებული საფრთხის შესახებ.“;

დ) „მოსახვევი საფეხური“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მოსახვევი საფეხური. საფეხური, რომლის საბიჯელების კიდეები არ არის პარალელური;“;

ე) „საცხოვრებლის თვითმფრინავის ანგარი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საცხოვრებლის თვითმფრინავის ანაგარი“ ერთი-ან ორერთეულიან (ბინიან) საცხოვრებელში აგებული, 186 მ2-ზე პატარა ფართობისა და 6,0 მ-ზე დაბალი სიმაღლის დამხმარე შენობა, სადაც საჰაერო ხომალდები ინახება. ასეთი გამოყენება მიიჩნევა საცხოვრებლისთვის დამხმარე გამოყენებად;“

ვ) „ტექნიკური პერსონალის სამოძრაო ფართობები“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტექნიკური პერსონალის სამოძრაო ფართობები“ ღია, ამაღლებული ფართობები ან სივრცეები გასართობი წარმოდგენების მომსახურე ტექნიკური პერსონალის სამოძრაოდ, რათა მან შეძლოს გასართობი ტექნოლოგიური სისტემებისა და მოწყობილობების გამოყენება და მართვა. ქანდარები, მათ შორის, დეკორაციების სამართავი ქანდარები, ცხაურები სცენის თავზე, სამუშაო ბაქნები და მსგავსი ფართობები სწორედ ამ მიზნით იგება.“.

  1. 312.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„312.1 ზოგადი. დამხმარე დანიშნულების შენობები, ნაგებობები და სხვადასხვა ნაგებობა, რომლებიც არ მიეკუთვნება რომელიმე სპეციფიკურ კლასს, უნდა აიგოს, აღიჭურვოს და შენარჩუნდეს წესების მოთხოვნათა შესაბამისად, მათი დაკავების დროს ხანძრისა და სიცოცხლისათვის შესაძლო საფრხის გათვალისწინებით. დს ჯგუფი მოიცავს შემდეგს, მაგრამ არა მხოლოდ:

  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობებს;
  • ერთი-ან ორერთეულიანი (ბინიანი) საცხოვრებლები დამხმარე საჰაერო ხომალდების ანგარებს (იხ. ქვეთავი 412.5);
  • ბეღლებს;
  • გადახურულ ავტოსადგომებს;
  • 1,8 მ-ზე მეტი სიმაღლის ღობეებს;
  • საცხოვრებლების დამხმარე მარცვლეულის ბუნკერებს;
  • სათბურებს;
  • საქონლის სადგომს;
  • კერძო გარაჟებს;
  • საყრდენ კედელებს;
  • ფარდულებს;
  • საჯინიბოებს;
  • ავზებს;
  • კოშკებს.“.
  1. 403.5.1  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„403.5.1 შიგა გასასვლელის გზა-კიბეების დაშორებულობა. აუცილებელი შიგა გასასვლელის გზა-კიბეები ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, არანაკლებ, 9,0 მეტრით ან შენობის ან ფართობის საერთო დიაგონალის მაქსიმალური სიგრძის, არანაკლებ, მეოთხედით, რომელიც ნაკლები იქნება. მანძილი უნდა გაიზომოს სწორხაზოვნად შიგა გასასვლელის გზა-კიბეებთან ყველაზე ახლოს მდებარე წერტილებს შორის. შენობებში სამი ან მეტი შიგა გზა-კიბის შემთხვევაში, სულ მცირე, ორი უნდა შეესაბამებოდეს ამ ქვეთავს. ურთიერთგადამკვეთი ან მაკრატელა კიბეები ერთ გასასვლელ გზა-კიბედ უნდა ჩაითვალოს.“.

  1. 405.1  ქვეპუნქტის გამონაკლისის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთი-ან ორერთეულიანი (ბინიანი) საცხოვრებელი, სადაც საშხეფები დაყენებულია 903.3.1.3 ქვეთავის შესაბამისად;“.

  1. 406.9.2.4  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„406.9.2.4 მისაწვდომი სივრცეები. ავტოსადგომის მისაწვდომი სივრცეები და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასასვლელ-ჩამოსასვლელი ზონები უნდა მოეწყოს წესების შესაბამისად. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასასვლელ-ჩამოსასვლელი ზონები უნდა დაგეგმარდეს და აიგოს „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ მიხედვით.“.

  1. 410.3.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

410.3.2 ტექნიკური პერსონალის სამყოფი ფართობები: ქანდარები, ცხაურები და სამუშაო ბაქნები, კოჭები, რომლებიც პროექტდება მხოლოდ მოძრავი ან უძრავი თეატრალური მოწყობილობის, ცხაურების, ქანდარებისა და სამუშაო ბაქნების დასამაგრებლად, უნდა აიგოს შენობის კონსტრუქციის ტიპისადმი არსებული მოთხოვნების შესაბამისი მასალებით. მას არ სჭირდება ცეცხლმედეგობის ხარისხი. წესების გამოყენებისას, ასეთ ფართობებში იატაკები, იარუსები ან ანტრესოლები არ იგულისხმება.

გამონაკლისი: დეკორაციების სამართავი ქანდარების ან ბაქნების იატაკები ნებისმიერი ნებადართული მასალით უნდა დააგონ.“.

  1. 410.6.3.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

410.6.3.4 გასასვლელისკენ სავალი ბილიკი. ქვემოთ ჩამოთვლილი გასასვლელთან მისადგომი კომპონენტები დაშვებულია ემსახურებოდეს ტექნიკური პერსონალის სამოძრაო ფართობებს:

  1. გზა-კიბეები.
  2. პანდუსები.
  3. ხვეული გზა-კიბეები.
  4. სამუშაო ბაქნები.
  5. მონაცვლე საფეხურებიანი კიბეები.
  6. მიმაგრებული პწკალა კიბეები.“.
  1. 410.7 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

410.7 ავტოსაშხეფი სისტემა. სცენებზე უნდა დააყენონ ავტომატური ცეცხლსაქრობი სისტემა 903.3.1.1 ქვეთავის შესაბამისად. საშხეფები უნდა დააყენონ სახურავის, ცხაურის, ასევე, სცენის ზემოთ მდებარე ყველა სამუშაო ბაქნისა და ქანდარის ქვეშ. საშხეფები საგრიმიორო ოთახებში, მსახიობებების მოსასვენებელ ოთახებში, სტუდიებსა და საწყობებში უნდა დააყენონ.

გამონაკლისი:

  1. სცენის ქვეშ არსებულ ფართობს საშხეფები არ სჭირდება, როცა თავისუფალი სიმაღლე 1,2 მ-ზე ნაკლებია და თუ ისინი მხოლოდ მაგიდებისა და სკამების შესანახადაა განკუთვნილი. ამასთან, დამალული სივრცე მომიჯნავე სივრცეებისაგან, არანაკლებ, 1,6 სმ სისქის, X ტიპის თაბაშირის ფილითაა გამოყოფილია.
  2. საშხეფები არ სჭირდება 100 მ2 ან ამაზე ნაკლები ფართობის ან 15 მეტრი ან ამაზე ნაკლები სიმაღლის მქონე სცენებს, სადაც ფარდები, დეკორაციები ან სხვა წვადი ჩამოსაკიდებელი საგნები შვეულად არ მოძრაობს. წვადი ჩამოსაკიდებელი საგნებიდან შეიძლება გამოიყენებოდეს მხოლოდ ძირითადი ფარდა, არშიები, საყრდენები და ერთი უკანა დეკორაცია (ფონი).
  3. სცენებზე ორკესტრისათვის გამოყოფილი შემოზღუდული ფართობის საზღვრებში საშხეფები საჭირო არ არის.“.
  1. 901.6.1 ქვეპუნქტის პირველი გამონაკლისი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ავტოსაშხეფ სისტემებს არ სჭირდება ზედამხედველობა, თუ ისინი მოწყობილია ერთ და ორ ერთეულიანი (ბინიანი) საცხოვრებლების დასაცავად.“.

  1. 901.6.2 ქვეპუნქტის მე-3 გამონაკლისი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საზედამხედველო მომსახურება არ სჭირდება ავტოსაშხეფ სისტემებს, რომლებიც ერთ და ორ ერთეულიან (ბინიან) საცხოვრებლებშია მოწყობილი.“.

  1. 903.3.1.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

903.3.1.2 NFPA 13R-ის საშხეფი სისტემები. ოთხ სართულამდე ან ოთხსართულიანი სიმაღლის სც ჯგუფის ერთ და ორ ერთეულიან (ბინიან) საცხოვრებელ შენობებში ნებადართული ავტომატური საშხეფი სისტემები NFPA 13R-ის შესაბამისად უნდა დაყენდეს.“.

  1. 903.3.1.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

903.3.1.3 NFPA 13D-ის საშხეფი სისტემები. ავტოსაშხეფი სისტემები ერთ და ორ ერთეულიან (ბინიან) საცხოვრებლებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და მარტოხელა მოხუცებისთვის განკუთვნილ სც-3 და სც-4 ჯგუფის საცხოვრებლებსა და ქალაქურ სახლებში დასაშვებია დააყენონ მთელ შენობაში NFPA 13D-ის შესაბამისად.“.

  1. 903.4 ქვეპუნქტის პირველი გამონაკლისი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთ და ორ ერთეულიანი (ბინიანი) საცხოვრებლების ავტოსაშხეფი სისტემები; “.

  1. 907.2.6.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

907.2.6.2 ჯგუფი დწ-2. კვამლის ავტომატური აღმომჩენი სისტემა უნდა დააყენონ სამედიცინო მომსახურების სახლების, ხანგრძლივი მოვლა-მზრუნველობის დაწესებულებებისა და დეტოკსიკაციის დაწესებულებების დერეფნებსა და ისეთ სივრცეებში, რომლებიც დასაშვებია გადიოდეს დერეფნებში 407.2 ქვეთავის შესაბამისად. სისტემა უნდა აქტიურდებოდეს 907.5 ქვეთავის შესაბამისად. საავადმყოფოები უნდა აღიჭურვოს 407-ე ქვეთავის მოთხოვნების შესაბამისი კვამლაღმომჩენებით.

გამონაკლისი:

  1. დერეფნის კვამლაღმომჩენი საჭირო არ არის კვამლისგან დაცულ განყოფილებებში, რომლებიც მოიცავს საძინებელ ერთეულებს, თუ ამგვარ ერთეულებში დაყენებულია UL 268-ის შესაბამისი კვამლაღმომჩენები. ყოველ საძინებელ ერთეულთან ასეთ აღმომჩენებს დერეფნის მხრიდან უნდა ჰქონდეს ეკრანი, ასევე, ხმოვანი და ვიზუალური განგაში თითოეულ ერთეულთან მომქმედ მომვლელთათვის განკუთვნილ პუნქტში. 350
  2. დერეფნის კვამლაღმომჩენი საჭირო არ არის კვამლისგან დაცულ განყოფილებებში, რომლებიც მოიცავს საძინებელ ერთეულებს, თუ ამგვარი ერთეულების კარებს ერთეულის მხრიდან აქვს ავტომატური დაკეტვის მექანიზმები, რომლებშიც ჩადგმულია კვამლაღმომჩენები, თუ ჩადგმული აღმომჩენები განგაშის ფუნქციას ასრულებს.“.
  1. 907.6.5 ქვეპუნქტის მე-3 გამონაკლისი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ავტოსაშხეფ სისტემებს ერთ და ორ ერთეულიან (ბინიან) საცხოვრებლებში.“.

  1. 907.5.2.3.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„907.5.2.3.4 ჯგუფი სც-2. სც-2 ჯგუფის დაკავებულობებში, რომლებშიც 907-ე ქვეთავის თანახმად უნდა იყოს სახანძრო განგაშის სისტემა, ყველა საცხოვრებელ და საძინებელ ერთეულში შესაძლებელი უნდა იყოს ვიზუალური განგაშის შეტყობინების მოწყობილობის მუშაობა, „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“  შესაბამისად. განგაშის სისტემის სიმძლავრე ისე უნდა განისაზღვროს, რომ მომავალში შესაძლებელი იყოს, მასში ჩაირთოს შენობის სახანძრო განგაშის სისტემები კვამლზე მორეგირე მაუწყებელის წერტილოვანი მოწყობილობებით, ასევე, ხმოვანი დანადგარები შეიცვალოს ხმოვან-მხედველობითი (კომბინირებული) დანადგარებით ან გაფართოვდეს არსებული ელექტროგაყვანილობის ქსელი კვამლზე გააქტიურებადი განგაშის წერტილოვანი მოწყობილობებიდან მხედველობითი დანადგარებისთვის საჭირო ადგილებამდე.“.

  1. 1003.5 ქვეპუნქტის მე-2 და მე-3 გამონაკლისი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ერთ ან ორსაფეხურიანი კიბე დასაშვებია ისეთ ადგილებში, რომლებიც მე-11 თავის თანახმად არ საჭიროებს შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის მისაწვდომობას, თუ საფეხურების ამაღლება და საბიჯელები შეესაბამება 1009.7 ქვეთავს, ხოლო საფეხურის საბიჯელის მინიმალური სიღრმე არის 33 სმ და კიბეზე გასასვლელისაკენ სავალი ბილიკის შუახაზიდან 75 სმ-ის საზღვრებში განთავსებულია 1012-ე ქვეთავის შესაბამისი, სულ მცირე, ერთი მოაჯირი.

3. გასავლელებში დასაჯდომებს შორის საფეხური დასაშვებია, როცა სიმაღლეების შეცვლის ადგილებში განსხვავება 30 სმ-ზე ნაკლებია, ხოლო მე-11 თავის თანახმად, საჭირო არ არის შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის მისაწვდომობა, თუ შვეული და საბიჯელები შეესაბამება 1028.11 ქვეთავს, ხოლო გასავლელს 1028.13 ქვეთავის შესაბამისი მოაჯირი აქვს.

დწ-2 ჯგუფის დაკავებულობაში, მთელ სართულზე, იატაკის დონის ნებისმიერი ცვლილება გასასვლელთან მისადგომის ნებისმიერ ნაწილში, რომელიც ემსახურება არაამბულატორიულ პირებს, პანდუსით ან დახრილი ფეხით სავალი გზით უნდა უზრუნველყონ.“.

  1. 1007.2 ქვეთავის გამონაკლისს დაემატოს მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  1007.2.1  ქვეთავის მოთხოვნა არ ეხება სც-2 ჯგუფის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს.“.

  1. 1007.3 ქვეპუნქტის გამონაკლისიდან ამოღებულ იქნეს მე-6 პუნქტი.
  1. 1007.4 ქვეპუნქტის გამონაკლისის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„4.  ლიფტებს არ მოეთხოვება მისაწვდომობა თაშესაფრის ფართობიდან ან თარაზული გასასვლელიდან კვამლისგან დაცული დასაჯდომებიანი თავშეყრის ადგილებში, რომლებიც 1028.6.2 ქვეთავის შესაბამისადაა მოწყობილი.“.

  1. 1007.5  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1007.5 ბაქან-ლიფტები. ბაქან-ლიფტები (ეტლით მოსარგებლისთვის) არ უნდა გამოიყენებოდეს მისაწვდომ გასასვლელ საშუალებად, გარდა 1109.8 ქვეთავის 1-10 პუნქტებში განსაზღვრული შემთხვევისა, როცა ისინი აუცილებელი მისაწვდომი სვლაგეზის ნაწილია.  ისეთ ბაქან-ლიფტებს, რომლებიც შეიძლება მუშაობდეს, როგორც გასასვლელი საშუალების ნაწილი, უნდა მიეწოდებოდეს სათადარიგო ელექტრომომარაგება.“.

  1. 1007.5.1  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1007.5.1 შეზღუდვა ბაქან-ლიფტის მოწყობაზე. ბაქან-ლიფტები არ უნდა დააყენონ მისაწვდომ გასასვლელ საშუალებებში, რომლებიც მთლიანად შემოზღუდულ შახტაშია განთავსებული.“

  1. 1007.6 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1007.6 თავშესაფრის ფართობები. ყველა აუცილებელ თავშესაფრის ფართობს უნდა ჰქონდეს მისაწვდომი გასასვლელი საშუალებები იმ სივრციდან, რომელსაც ის ემსახურება. მაქსიმალური სავალი მანძილი ნებისმიერი მისაწვდომი სივრციდან თავშესაფრის ფართობამდე არ უნდა აღემატებოდეს 1016.1 ქვეთავში დაკავებულობისთვის განსაზღვრულ სავალ მანძილს. ყველა აუცილებელი თავშესაფრის ფართობი უშუალოდ უნდა უკავშირდებოდეს 1007.3 ქვეთავის შესაბამისად მოწყობილ გზა-კიბეს ან 1007.4 ქვეთავის შესაბამისად დაყენებულ ლიფტს. თუ თავშესაფრის ფართობად გამოყენებულია ლიფტის ფოიე, შახტი და ფოიე უნდა აკმაყოფილებდეს 1022.10 ქვეთავში კვამლგაუმტარი შემომზღუდავებისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლიფტები მდებარეობს თარაზული გასასვლელით ან კვამლგაუმტარი ზღუდით შექმნილ თავშესაფრის ფართობზე.“.

  1. 1007.6.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1007.6.1 ზომა. თითოეული თავშესაფრის ფართობი უნდა მოიცავდეს ერთი ეტლისათვის საჭირო სივრცეს, რომლის ზომებია 76 სმ × 1,3 მ, ყოველი 200 დამკავებლისათვის ან მათი ნაწილისათვის, თავშესაფრის ფართობისა და იმ ფართობების დაკავებულობის დატვირთვის გათვალისწინებით, რომელთაც ემსახურება თავშესაფრის ფართობი. ეტლისათვის საჭირო ასეთი სივრცეები არ უნდა ამცირებდეს გასასვლელის აუცილებელ სიგანეს. თავშესაფრის ფართობზე ეტლისთვის საჭირო ნებისმიერ სივრცესთან მისაწვდომი არ უნდა ჩაიხერგოს ერთზე მეტი მომიჯნავე ეტლისთვის საჭირო სივრცით.“.

  1. 1007.6.2  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1007.6.2 გამიჯვნა. თითოეული თავშესაფრის ფართობი სართულის დანარჩენი ნაწილებისგან უნდა გაიმიჯნოს 709-ე ქვეთავის შესაბამისად აგებული კვამლგაუმტარი ზღუდით ან 1025-ე ქვეთავის შესაბამისად აგებული თარაზული გასასვლელით. ყველა თავშესაფრის ფართობი უნდა დაგეგმარდეს ისე, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი კვამლის შეღწევადობა.

გამონაკლისი: გასასვლელთან მისადგომის გზა-კიბეების ან შიგა გასასვლელის გზა-კიბეების შემომზღუდავებში მდებარე თავშესაფრის ფართობები.“.

  1. 1007.7.2  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1007.7.2 გარე მისაწვდომი საშუალებები. იქ, სადაც იმ ფართობის გასასვლელთან მისადგომი, რომელიც ემსახურება გარე მისაწვდომ საშუალებებს, არსებითად ღიაა გარეთკენ, სხვისი დახმარებით თავდაღწევისათვის განკუთვნილი გარე ფართობი დასაშვებია, გამოიყენებოდეს, როგორც თავშესაფრის ფართობის ალტერნატივა. სხვისი დახმარებით თავდაღწევისათვის განკუთვნილი ნებისმიერი აუცილებელი გარე ფართობი პირდაპირ უნდა უკავშირდებოდეს შიგა გასასვლელის გზა-კიბეს, გარე გზა-კიბეს ან ლიფტს, რომელიც მისაწვდომი გასასვლელი საშუალებების კომპონენტია. სხვისი დახმარებით თავდაღწევისათვის განკუთვნილი გარე ფართობები უნდა აკმაყოფილებდეს 1007.7.3 – 1007.7.6 ქვეთავების მოთხოვნებს და 1007.8.1 და 1007.8.2 ქვეთავების შესაბამისად მოწყობილი ორმხრივი კავშირის სისტემით უნდა აღიჭურვოს.“.

  1. 1007.7.4  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1007.7.4 გამიჯვნა. სხვისი დახმარებით თავდაღწევისათვის განკუთვნილ გარე ფართობის შენობის შიგა სივრცისგან გამმიჯნავ გარე კედლებს უნდა ჰქონდეს, სულ მცირე, 1-საათიანი  ცეცხლმედეგობის ხარისხი შიგა მხრიდან მოქმედ ცეცხლზე მედეგობისათვის. განსაზღვრული ცეცხლმედეგობის ხარისხიანი გარე კედლის კონსტრუქცია უნდა გრძელდებოდეს ბაქნის ორივე მხარეს თარაზულად 3,0 მ-ზე ან ეკვივალენტური ცეცხლმედეგობის ხარისხიანი კონსტრუქცია დასაშვებია, გარე კედლიდან პერპენდიკულარულად სულ მცირე, 1,2 მ-ზე ბაქნის მხარეს გრძელდებოდეს. განსაზღვრული ცეცხლმედეგობის ხარისხიანი კონსტრუქცია უნდა გრძელდებოდეს მიწიდან შვეულად 3,0 მ სიმაღლემდე, სხვისი დახმარებით თავდაღწევისათვის განკუთვნილ გარე ფართობის იატაკის დონის ზემოთ ან სახურავის ხაზამდე, რომელიც ნაკლები იქნება. განსაზღვრული ცეცხლმედეგობის ხარისხიანი გარე კედლების ღიობები 716-ე ქვეთავის შესაბამისად უნდა იყოს დაცული.“.

  1. 1007.7.5 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1007.7.5 გახსნილობა. სხვისი დახმარებით თავდაღწევისათვის განკუთვნილი გარე ფართობი ღია უნდა იყოს ატმოსფეროსკენ. ასევე, ღია უნდა იყოს გვერდების, სულ მცირე, 50%. ეს არ ეხება გამმიჯნავ კედლებს. ღია ფართობი ისე უნდა გადანაწილდეს, რომ მაქსიმალურად შემცირდეს კვამლის ან მომწამვლელი აირების დაგროვების შესაძლებლობა.“.

  1. 1007.7.6  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1007.7.6 გზა-კიბე. გზა-კიბეებზე, რომლებიც სხვისი დახმარებით თავდაღწევისათვის განკუთვნილი გარე ფართობის მომსახურე გასასვლელი საშუალებების ნაწილია, სახელურებს შორის თავისუფალი სიგანე უნდა უდრიდეს 1,2 მ-ს.

გამონაკლისი: სახელურებს შორის 1,2 მ თავისუფალი სიგანე არ სჭირდება გზა-კიბეებს, რომლებიც 903.3.1.1 ან 903.3.1.2 ქვეთავების შესაბამისად დაყენებული ავტოსაშხეფი სისტემით მთლიანად აღჭურვილ შენობებს ემსახურება.“.

  1. 1007.8  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1007.8 ორმხრივი კავშირი. 1007.8.1 და 1007.8.2 ქვეთავების შესაბამისად, ორმხრივი კავშირის სისტემა უნდა დააყენონ ლიფტის ბაქნებთან ყველა მისადგომ იატაკზე, რომელიც ერთი ან ერთზე მეტი სართულით მაღლა ან დაბლაა იმ სართულიდან, რომელზეც შენობიდან გამოსასვლელი მდებარეობს.

გამონაკლისი:

  1. ორმხრივი კავშირის სისტემები არ არის საჭირო ლიფტის ბაქნებთან, სადაც ორმხრივი კავშირის სისტემა თავშესაფრის ფართობებზე 1007.6.3 ქვეთავის შესაბამისადაა დაყენებული.
  2. ორმხრივი კავშირის სისტემები არ არის საჭირო იატაკებზე, სადაც 1010-ე ქვეთავის შესაბამისად მოწყობილი პანდუსები მდებარეობს.“.
  1. 1007.8.1ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1007.8.1 სისტემისადმი მოთხოვნები. ორმხრივი კავშირის სისტემები უნდა უზრუნველყოფდეს კავშირს ყველა საჭირო ადგილსა და ხანძრის მართვის ცენტრს ან ცენტრალურ საკონტროლო პუნქტს შორის. იქ, სადაც ცენტრალურ საკონტროლო პუნქტში მუდმივად არ მორიგეობენ, ორმხრივი კავშირის სისტემას უნდა ჰქონდეს სინქრონული, ავტომატური ტელეფონის ციფრების დისკო, რომლითაც შესაძლებელია სამეთვალყურეო ადგილთან დაკავშირება ან 112-ზე დარეკვა. ორმხრივი კავშირის სისტემა უნდა გამოსცემდეს როგორც ხმოვან, ისე ვიზუალურ სიგნალებს.“.

  1. 1007.8.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1007.8.2 მითითებები. ორმხრივი კავშირის სისტემის გამოყენების მითითებები, ორმხრივი კავშირის სისტემის საშუალებით დახმარების მიღების მითითებები და ადგილის ამოსაცნობი წარწერა უნდა გამოიკრას ორმხრივი კავშირის სისტემის მომიჯნავედ.“.

  1. 1007.9  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1007.9 ნიშნები. მისაწვდომობის მიმთითებელი სპეციალური ნიშნები შემდეგნაირად უნდა მოეწყოს:

  1. თითოეული კარი, რომელიც უზრუნველყოფს მისაწვდომს თავშესაფრის ფართობთან მომიჯნავე იატაკის ფართობიდან, უნდა ამოიცნობოდეს ნიშნით, რომელზეც წერია: თავშესაფრის ფართობი;
  2. თითოეული კარი, რომელიც უზრუნველყოფს მისაწვდომს სხვისი დახმარებით თავდასაღწევად განკუთვნილ გარე ფართობთან, უნდა ამოიცნობოდეს ნიშნით, რომელზეც წერია: გარე ფართობი სხვისი დახმარებით თავდასაღწევად.

ნიშნები უნდა აკმაყოფილებდეს „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ მოთხოვნებს, რომლებიც ეხება მხედველობით (ვიზუალურ) სიმბოლოებს და უნდა მოიცავდეს მისაწვდომობის საერთაშორისო სიმბოლოებს. სადაც, 1011.3 ქვეთავის თანახმად, აუცილებელია გასასვლელის ნიშნის განათება, ნიშნები განათებული უნდა იყოს. ამასთან, „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ შესაბამისი ამობურცული ნიშნები და ბრაილი უნდა განთავსდეს ყველა კართან, რომელიც უკავშირდება თავშესაფრის და სხვისი დახმარებით თავდაღწევისათვის განკუთვნილ გარე ფართობებს, 1011.4 ქვეთავის შესაბამისად.“.

  1. 1007.10  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1007.10 მიმთითებელი ნიშნები. მიმთითებელი ნიშნები, რომლებიც გვიჩვენებს სხვა გასასვლელი საშუალებების მდებარეობას და რომლებიც მისაწვდომი გასასვლელი საშუალებებია, უნდა განთავსდეს შემდეგ ადგილებში:

  1. გასასვლელებში, რომლებიც ემსახურება მისაწვდომ სივრცეს, მაგრამ არა – აღიარებულ მისაწვდომ გასასვლელ საშუალებებს.
  2. ლიფტის ბაქნებთან.
  3. თავშესაფრის ფართობების საზღვრებში.“.
  1. 1007.11  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1007.11 მითითებები. თავშესაფრის ფართობებსა და სხვისი დახმარებით თავდასაღწევად განკუთვნილ გარე ფართობებზე უნდა განთავსდეს მითითებები საგანგებო ვითარებაში ფართობის გამოყენების შესახებ. მითითებები უნდა მოიცავდეს შემდეგს:

  1. პირებმა, შეძლებისდაგვარად სწრაფად, გამოიყენონ გასასვლელის გზა-კიბე, თუ სხვებს არ ეხმარებიან;
  2. ინფორმაციას დაგეგმილი დახმარების განხორციელების შესახებ კიბეების ან ლიფტების გამოყენებისას და როგორ უნდა მოითხოვო ასეთი დახმარება;
  3. მითითებებს ორმხრივი კავშირის სისტემის გამოყენების შესახებ, სადაც ასეთი სისტემაა დაყენებული.“.
  1. 1009.3 ქვეპუნქტის გამონაკლისის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. გზა-კიბეები დასაშვებია, ღია იყოს აივანს, გალერეას ან პრესის წარმომადგენელთათვის განკუთვნილ ადგილსა და მთავარ თავშეყრის იატაკს შორის ისეთ დაკავებულობებში, როგორებიცაა: თეატრები, რელიგიური მსახურებისთვის განკუთვნილი ადგილები, აუდიტორიები და სასპორტო საშუალებები;“.

  1. 1009.3.1.4  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1009.3.1.4 ღიობები. გასასვლელთან მისადგომის გზა-კიბეების შემომზღუდავში მდებარე ღიობები დაცული უნდა იყოს 716-ე ქვეთავის შესაბამისად, როგორც მოთხოვნილია ცეცხლმედეგი ზღუდეებისათვის. 716.5.9.3 ქვეთავის შესაბამისად, კარები თავისით ან ავტომატურად უნდა იხურებოდეს კვამლის აღმოჩენისთანავე.“.

  1. 1009.3.1.4.1  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1009.3.1.4.1 აკრძალული ღიობები. გასასვლელთან მისადგომის გზა-კიბეების შემომზღუდავებში აკრძალულია ისეთი ღიობების გამოჭრა, რომლებიც არ წარმოადგენს გასასვლელთან მისადგომის გზა-კიბეების აუცილებელ გასასვლელ საშუალებებს.“.

  1. 1009.3.1.5.1  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1009.3.1.5.1 აკრძალული გაყვანილობები. გასასვლელთან მისადგომის შემოზღუდულ გზა-კიბეებში აკრძალულია ისეთი გაყვანილობები, რომლებიც არ არის აუცილებელი გასასვლელთან მისადგომის შემოზღუდული გზა-კიბეებისთვის.“.

  1. 1009.3.1.6  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1009.3.1.6 ნაკერები. გასასვლელთან მისადგომის შემოზღუდულ გზა-კიბეებში არსებული ნაკერები უნდა შეესაბამებოდეს 715-ე ქვეთავის მოთხოვნებს.“.

  1. 1009.3.1.7  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1009.3.1.7 არხები და საჰაერო ღიობები. გასასვლელთან მისადგომის შემოზღუდულ გზა-კიბეებში გამავალი არხები და საჰაერო ღიობები უნდა აკმაყოფილებდეს 717-ე ქვეთავის მოთხოვნებს.“.

  1. 1009.4  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1009.4 სიგანე. გზა-კიბეების თავისუფალი სიგანე უნდა განისაზღვროს 1005.1 ქვეთავის მიხედვით, მაგრამ ასე განსაზღვრული თავისუფალი სიგანე არ უნდა იყოს 1.1 მ-ზე ნაკლები. მისაწვდომი გასასვლელი საშუალებების გზა-კიბეების შესახებ იხილეთ ქვეთავი 1007.3.

  1. 50-ზე ნაკლები დაკავებულობის დატვირთვის მქონე გზა-კიბეების სიგანე არ უნდა იყოს 90 სმ-ზე ნაკლები, გარდა სც-2 დაკავებულობებისა სადაც, სულ მცირე, ერთი გზა-კიბის სიგანე არ უნდა იყოს 1.1 მ-ზე ნაკლები.
  2. 1009.12 ქვეთავში განსაზღვრული ხვეული გზა-კიბეები.
  3. 1028-ე ქვეთავის შესაბამისად მოწყობილი გასავლელების კიბეები.
  4. თუ დაყენებულია დახრილად მოძრავი ბაქანი-ლიფტი ან გზა-კიბეების სკამი-ლიფტი, რომელიც ემსახურება -3 ჯგუფის დაკავებულობებს, ან საცხოვრებელ ერთეულებს, რომლებიც მდებარეობს -2 ჯგუფის დაკავებულობებში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, არანაკლებ, 50 სმ თავისუფალი სავალი მონაკვეთი. თუ სკამი ან ბაქანი შეიძლება აიკეცოს, როცა არ იყენებენ, მანძილი უნდა გაიზომოს აკეცილ პოზიციაში.“.
  1. 1009.5 ქვეპუნქტის გამონაკლისის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ს-3 ჯგუფის დაკავებულობებში; -2 ჯგუფის დაკავებულობების საცხოვრებელ ერთეულებში და -3 ჯგუფის დაკავებულობების ან -2 ჯგუფის დაკავებულობების ცალკეული საცხოვრებელი ერთეულების დამხმარე დს ჯგუფის დაკავებულობებში, სადაც საფეხურების ნაშვერები მარშის კიდეებზე გრძელდება იმ იატაკის ღიობის კიდის ქვეშ, რომელშიც კიბე გადის, დასაშვებია იატაკის ღიობი თარაზულად შეიჭრას აუცილებელ გასავლელ სიმაღლეში არაუმეტეს 12 სმ-ზე.“.

  1. 1009.6 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1009.6 სავალი ხაზი. მოხვევის საფეხურებზე სავალის ხაზი უნდა მიემართებოდეს სავალი მიმართულებით მოსახვევის გავლით და მდებარეობდეს მოხვევის საფეხურის ვიწრო კიდიდან 30 სმ-ის დაშორებით. 30 სმ-იანი მანძილი უნდა გაიზომოს მოხვევის საფეხურის საბიჯელიდან კიბის თავისუფალი სიგანის უკიდურესი წერტილიდან. თუ კიბის მარშის საზღვრებში მოხვევის საფეხურები ერთმანეთს ემიჯნება, სავალი ხაზის განსაზღვრისას უნდა გამოვიყენოთ კიბის თავისუფალი სიგანის ყველაზე განიერი მომიჯნავე საფეხურის წერტილი.“.

  1. 1009.7  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1009.7 კიბის საფეხურების ამაღლებები და საბიჯელები. კიბის საფეხურების ამაღლებები და საბიჯელები უნდა შეესაბამებოდეს 1009.7.1 – 1009.7.5.3 ქვეთავებს.“.

  1. 1009.7.2  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1009.7.2 საფეხურის ამაღლება და საბიჯელის სიღრმე. კიბის საფეხურის ამაღლება უნდა იყოს, არაუმეტეს, 18 სმ და, სულ მცირე, 10 სმ. საფეხურის ამაღლება უნდა გაიზომოს შვეულად მომიჯნავე საფეხურების ნაშვერებს შორის. მართკუთხა საფეხურის საბიჯელის სიღრმე უნდა იყოს, სულ მცირე, 28 სმ, როდესაც იზომება თარაზულად, მომიჯნავე საფერურების ნაშვერიდან ნაშვერამდე შვეულ სიბრტყეებს შორის, მართი კუთხით. მოხვევის საფეხურების საბიჯელის მინიმალური სიღრმე კიბის თავისუფალი სიგანის საზღვრებში უნდა იყოს მოხვევის საფეხურების სავალის ხაზთან გადაკვეთის ადგილებში 25 სმ და საფეხურების ნაშვერების შვეულ სიბრტყეებს შორის უმეტესი ნაწილისთვის 28 სმ.

გამონაკლისი:

  1. 1009.13 ქვეთავის შესაბამისი მონაცვლე საფეხურებიანი კიბეები.
  2. 1009.14-ის ქვეთავის შესაბამისი პწკალა კიბეები.
  3. 1009.12 ქვეთავის შესაბამისი ხვეული გზა-კიბეები.
  4. გასავლელების კიბეები დასაჯდომებით უზრუნველყოფილ თავშეყრის ფართობზე, სადაც ხედვის ხაზი იქმნება მომიჯნავე დასაჯდომებიანი ფართობის დახრით ან მასზე დონეების მოწყობით 1028.11.2 ქვეთავის შესაბამისად.
  5. -3 ჯგუფის დაკავებულობებში; საცხოვრებელი ერთეულების საზღვრებში -2 ჯგუფის დაკავებულობებში; და დს ჯგუფის დაკავებულობებში, რომლებიც -3 დაკავებულობების დამხმარე ფართობები ან -2 ჯგუფის დაკავებულობებში განთავსებული ცალკეული საცხოვრებელი ერთეულების დამხმარე ფართობებია; საფეხურის ამაღლება უნდა იყოს არაუმეტეს 20 სმ, საფეხურის საბიჯელის სიღრმე არაუმეტეს - 25 სმ, მოხვევის საფეხურის მინიმალური სიღრმე სავალის ხაზთან - 25 სმ, ხოლო მოხვევის საფეხურის მინიმალური სიღრმე - 15 სმ. გზა-კიბეების საფეხურებს, რომელთაც მასიური საბიჯელი აქვს, უნდა ჰქონდეს, არანაკლებ, 1,9 სმ  და, არაუმეტეს, 3,2 სმ ნაშვერი, თუ საფეხურის საბიჯელის სიღრმე 28 სმ-ზე ნაკლებია.
  6. არსებული გზა-კიბეების შეცვლასთან დაკავშირებით იხილეთ ქვეთავი 2104.1;
  7. -3 ჯგუფის დაწესებულებებში გზა-კიბეებს, რომლებიც უზრუნველყოფს არაუმეტეს 23 მ2 ფართობის მქონე საგუშაგო კოშკებთან, სამეთვალყურეო სადგურებთან და საკონტროლო ოთახებთან მისადგომს, დასაშვებია საფეხურის ამაღლება იყოს არაუმეტეს 20 სმ და საფეხურის საბიჯელის სიღრმე, სულ მცირე, 23 სმ.“.
  1. 1009.7.3 ქვეპუნქტის გამონაკლისის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 1009.12 ქვეთავის შესაბამისი ხვეული გზა-კიბეები.“.

  1. 1009.7.4  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1009.7.4 ზომების ერთგვარობა. კიბის საფეხურების საბიჯელები და ამაღლებები უნდა იყოს ერთნაირი ზომისა და ფორმის. სხვაობა საფეხურების ამაღლების მაქსიმალურ და მინიმალურ სიმაღლეებს შორის ან საფეხურების საბიჯელების მაქსიმალურ და მინიმალურ სიღრმეებს შორის არ უნდა აღემატებოდეს 1 სმ-ს, როგორი კიბის მარშიც არ უნდა იყოს. ნებისმიერი კიბის მარშის საზღვრებში სავალის ხაზთან ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა მოხვევის საფეხურების სიღრმეებს შორის განსხვავება არ უნდა აღემატებოდეს 1 სმ-ს.

გამონაკლისი:

  1. არაერთგვაროვანი ზომების მქონე საფეხუროვანი გასავლელები, რომლებიც მოწყობილია 1028.11.2 ქვეთავის შესაბამისად.
  2. 1009.7 ქვეთავის შესაბამისი, მსგავსი ფორმის მოხვევის საფეხურები, რომლებიც განსხვავდება იმავე გზა-კიბის მარშში მდებარე მართკუთხა საფეხურებისაგან.

სადაც ქვედა ან ზედა საფეხურების ამაღლებები ემიჯნება დახრილ საზოგადოებრივ გზას, სასეირნო ბილიკს ან საავტომობილო გზას, რომელსაც აქვს განსაზღვრული დახრილობა და რომელიც ასრულებს ბაქნის ფუნქციას, დასაშვებია ქვედა ან ზედა საფეხურების ამაღლებების სიმაღლე ქანობის გასწვრივ შემცირდეს ისე, რომ 10 სმ-ზე ნაკლები იყოს, მაგრამ გზა-კიბის სიგანის საზღვრებში, ქვედა ან ზედა საფეხურების ამაღლებებს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 1 შვეულ ერთეულს 12 თარაზულ ერთეულთან. საფეხურების ნაშვერებს ან წინა პირებს ასეთი არაერთგვაროვანი სიმაღლის საფეხურის ამაღლებასთან უნდა ჰქონდეს განმასხვავებელი ზოლი, რომელიც განსხვავდება კიბის მარშზე საფეხურის ნაშვერებზე გამოყენებული ყველა სხვა ნიშნისგან. განმასხვავებელი ზოლი უნდა ჩანდეს კიბის მარშზე და უნდა ჰქონდეს არასრიალა ზედაპირი. განმასხვავებელი ზოლების სიგანე უნდა იყოს, სულ მცირე, 2,5 სმ, და არაუმეტეს 5 სმ.“.

  1. 1009.7.5  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1009.7.5 ნაშვერისა და ამაღლების პროფილი. საფეხურების წინა პირის მომრგვალების რადიუსი არ უნდა აღემატებოდეს 1,5 სმ-ს. საფეხურის ნაშვერის დაცერება/დახრა არ უნდა აღემატებოდეს 1,5 სმ-ს. საფეხურების ამაღლებები უნდა იყოს მასიური და შვეული ან ზედა საფეხურის თარაზული ზედაპირის ნაშვერის ქვედაპირიდან უნდა იხრებოდეს ისე, რომ შვეული სიბრტყის მიმართ იქმნებოდეს, არაუმეტეს, 30°-იანი კუთხე.“.

  1. 1009.7.5.1  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1009.7.5.1 ნაშვერების ზომა. საფეხურების წინა პირი/ნაშვერი ქვედა საფეხურზე უნდა გადმოეშვეროს, არაუმეტეს, 3,2 სმ-ით.“.

  1. 1009.7.5.2  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1009.7.5.2  ნაშვერების ერთგვარობა. საფეხურის წინა პირის ყველა ნაშვერი, მათ შორის, მარშის თავში იატაკის წინა პირის ნაშვერები, ერთნაირი ზომის უნდა იყოს.“.

  1. 1009.7.5.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1009.7.5.3 მასიური ამაღლებები. ამაღლებები უნდა იყოს მასიური.

გამონაკლისი:

  1. საფეხურების მასიური ამაღლებები არ სჭირდება გზა-კიბეებს, რომლებიც არ არის აუცილებელი, აკმაყოფილებდეს 1007.3 ქვეთავის მოთხოვნებს, იმის გათვალისწინებით, რომ  საბიჯელებს შორის არსებულ ღიობებში არ უნდა ეტეოდეს 10 სმ დიამეტრის სფერო.
  2. მასიური ამაღლებები საჭირო არ არის -3 ჯგუფის დაკავებულობებში ან , დსშ და ჯგუფის დაკავებულობებში საზოგადოებისთვის მიუდგომელ ფართობებზე. საფეხურის ამაღლებებში დატოვებული ღიობის ზომა არ იზღუდება.
  3. მასიური ამაღლებები აუცილებელი არ არის ხვეულ გზა-კიბეებზე, რომლებიც აგებულია 1009.12 ქვეთავის შესაბამისად.
  4. მასიური ამაღლებები აუცილებელი არ არის მონაცვლესაფეხურებიანი კიბეებისთვის, რომლებიც აგებულია 1009.13 ქვეთავის შესაბამისად.“.
  1. 1009.8  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1009.8 გზა-კიბის ბაქნები. თითოეული გზა-კიბის თავსა და ბოლოში უნდა იყოს იატაკი ან ბაქანი. ბაქნის სიგანე არ უნდა იყოს იმ გზა-კიბის სიგანეზე ნაკლები, რომელსაც ის ემსახურება. თითოეული ბაქნის მინიმალური სიგანე არ უნდა იყოს გზა-კიბის სიგანეზე ნაკლები და უნდა გაიზომის სავალი მიმართულების პერპენდიკულარულად. სადაც გზა-კიბე სწორხაზოვნად მიემართება, სიღრმე არ უნდა აღემატებოდეს 1,2 მ-ს. ბაქნისკენ კარების გაღებისას ბაქნის სიგანე არ უნდა შემცირდეს აუცილებელი სიგანის ნახევარზე მეტად. მთლიანად გაღებულ პოზიციაში კარი ბაქანზე არ უნდა იჭრებოდეს 18 სმ-ზე მეტად. სადაც გზა-კიბის ბაქანზე აუცილებლად უნდა იყოს ეტლებისათვის საჭირო სივრცეები, 1007.6.1 ქვეთავის შესაბამისად, ეტლისათვის საჭირო სივრცე არ უნდა შედიოდეს ბაქნის აუცილებელი სიგანის საზღვრებში და კარები არ უნდა იღებოდეს ეტლისათვის საჭირო სივრცეში.

გამონაკლისი: საფეხურებიანი გასავლელები, რომლებიც მოწყობილია 1028-ე ქვეთავის შესაბამისად.“.

  1. 1009.9.1  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1009.9.1 გზა-კიბის სავალი ზედაპირი. გზა-კიბის საფეხურების საბიჯელებისა და ბაქნების სავალი ზედაპირის ქანობი არ უნდა აღემატებოდეს 1 შვეულ ერთუელ 48 თარაზულ ერთეულთან (2%-იანი ქანობი) არცერთი მიმართულებით. გზა-კიბის საფეხურების საბიჯელებისა და ბაქნების სავალი ზედაპირები მასიური უნდა იყოს. იატაკის მოსაპირკეთებელი მასალები საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული.

გამონაკლისი:

  1. ღიობები კიბის სავალ ზედაპირებზე ისეთი ზომის უნდა იყოს, რომ შიგ არ გაეტიოს 13 მმ სფერო. წაგრძელებული ღიობები ისე უნდა განთავდეს, რომ გრძელი ზომა სავალი მიმართულების პერპენდიკულარულად მოექცეს.
  2. , დსშ და ჯგუფის დაკავებულობებში, გარდა საზოგადოებისათვის მისადგომი ავტომობილის გასაჩერებელი ნაგებობებისა, ღიობები საფეხურების საბიჯელებში და ბაქნებში არ უნდა აიკრძალოს, თუ მათში არ ეტევა 30 მმ დიამეტრის სფერო.“.
  1. 1009.9.3  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1009.9.3 შემომზღუდავები შიგა გზა-კიბეების ქვეშ. კედლები და სოფიტები შემოზღუდულ დაკავებულ სივრცეებში შემოზღუდული და შემოუზღუდავი გზა-კიბეების ქვეშ დაცული უნდა იყოს 1-საათიანი ცეცხლმედეგობის ხარისხიანი კონსტრუქციით ან ცეცხლმედეგობის ხარისხიანი გზა-კიბის შემომზღუდავით, რომლის ცეცხლმედეგობის ხარისხიც მეტი იქნება. შემოზღუდულ სივრცეს არ უნდა ჰქონდეს პირდაპირი მისადგომი კიბის შემომზღუდავიდან.

გამონაკლისი: გზა-კიბის ქვეშ არსებული სივრცეები, რომლებიც მოქცეულია ცალკეული -2 ან -3 ჯგუფის საცხოვრებელი ერთეულის საზღვრებში და ემსახურება მას, დასაშვებია დაცული იყოს შემოზღუდული მხრიდან 12,5 მმ თაბაშირის ფილით.“.

  1. დაემატოს შემდეგი შინაარსის 1009.9.4 ქვეპუნქტი:

1009.9.4 შემომზღუდავები გარე გზა-კიბეების ქვეშ. გარე გასასვლელის გზა-კიბის ქვეშ არ უნდა იყოს შემოზღუდული გამოსაყენებელი სივრცე, თუ სივრცე მთლიანად შემოზღუდული არ არის 1-საათიანი ცეცხლმედეგობის მქონე კონსტრუქციით. გარე გასასვლელის გზა-კიბეების ქვეშ ღია სივრცე არ უნდა გამოიყენებოდეს რაიმე დანიშნულებით.“.

  1. 1009.10 ქვეპუნქტის გამონაკლისის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ტექნიკური მომსახურების ფართობებიდან გასასვლელ საშუალებებად გამოყენებული  ხვეული გზა-კიბეები.“.

  1. 1009.11  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1009.11 მრუდხაზოვანი გზა-კიბეები. მრუდხაზოვანი გზა-კიბეების მოხვევის საფეხურების საბიჯელები და ამაღლებები უნდა აკმაყოფილებდეს 1009.7 ქვეთავის მოთხოვნებს და ყველაზე პატარა რადიუსი არ უნდა იყოს გზა-კიბის აუცილებელ სიგანეზე ორჯერ ნაკლები.

გამონაკლისი: რადიუსთან დაკავშირებული შეზღუდვა არ ვრცელდება მრუდხაზოვან გზა-კიბეებზე, რომლებიც მდებარეობს -3 ჯგუფის დაკავებულობებში და ცალკეული საცხოვრებელი ერთეულების საზღვრებში მდებარე -2 ჯგუფის დაკავებულობებში.“.

  1. 1009.12  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1009.12 ხვეული გზა-კიბეები. გასასვლელი საშუალებების შემადგენელ ნაწილად ხვეული გზა-კიბეების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ საცხოვრებელ ერთეულებში ან 23 მ2 ფართობის სივრციდან გამოსასვლელად, რომელიც არ ემსახურება ხუთზე მეტ დამკავებელს, ან  ტექნიკური მომსახურების ფართობებიდან გამოსასვლელად, რომლებიც მოწყობილია 410.6 ქვეთავის შესაბამისად.

ხვეული გზა-კიბის საფეხურის საბიჯელი ვიწრო კუთხიდან 30 სმ წერტილში უნდა იყოს, სულ მცირე, 20 სმ სიღრმის. საფეხურების ამაღლება არ უნდა აღემატებოდეს 24 სმ-ს. საფეხურების ამაღლების ზემოთ გასავლელი თავისუფალი სიმაღლე უნდა იყოს, სულ მცირე, 1,98 მ. გზა-კიბის  თავისუფალი სიგანე სახელურთან და მის ქვემოთ უნდა იყოს, სულ მცირე 66  სმ.“.

  1. 1009.13  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1009.13 მონაცვლესაფეხურებიანი კიბე. მონაცვლესაფეხურებიანი კიბე წარმოადგენს მხოლოდ 23 მ2 ფართობის მქონე ანტრესოლებიდან გასასვლელი საშუალების ელემენტს , დსშ და ჯგუფის შენობებში და ემსახურება, არაუმეტეს, ხუთ დამკავებელს; 23 მ2 ფართობის მქონე საგუშაგო კოშკის, საზედამხედველო სადგურის ან საკონტროლო ოთახის გასასვლელების ელემენტს -3 ჯგუფის შენობებში და დაუკავებელ სახურავებთან მისადგომს.“.

  1. 1009.13.1  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1009.13.1 მონაცვლესაფეხურებიანი კიბის სახელურები. მონაცვლესაფეხურებიან კიბეს ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს სახელურები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს 1012-ე ქვეთავს.“.

  1. 1009.13.2  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1009.13.2 მონაცვლესაფეხურებიანი კიბის საფეხურების საბიჯელები. მონაცვლესაფეხურებიანი კიბის საფეხურების საბიჯელების სიღრმე უნდა იყოს, სულ მცირე 130 მმ, მომიჯნავე საფეხურების წინა პირებს შორის სიღრმე, სულ მცირე 180 მმ, ხოლო საფეხურების ამაღლება, არაუმეტეს 24 სმ. საფეხურის საბიჯელის სიღრმე უნდა გაიზომოს თარაზულად მომიჯნავე საფეხურების საბიჯელების წინა პირებს შორის. საფეხურის ამაღლება და საბიჯელის სიღრმე უნდა ქმნიდეს თარაზულ სიბრტყესთან მიმართებაში 50°-იდან 70°-მდე კუთხეს. კიბის საწყის საფეხურს წარმოადგენს ბაქანი, შუალედური ბაქანი ან იატაკის ზედაპირი.

გამონაკლისი: მონაცვლესაფეხურებიანი კიბეების საბიჯელების სიღრმე, რომლებიც წარმოადგენს 23 მ2 ფართობის მქონე ანტრესოლების გასასვლელი საშუალებების ელემენტს შენობებში და ემსახურება, არაუმეტეს, ხუთ დამკავებელს, უნდა იყოს, სულ მცირე 76 მმ, ხოლო მომიჯნავე საფეხურების წინა პირებს შორის სიღრმე, სულ მცირე 270 მმ. საფეხურის ამაღლება მომდევნო მონაცვლე საფეხურის ზედაპირამდე არ უნდა აღემატებოდეს 200 მმ-ს.“

  1. 1009.14 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1009.14 დახრილი პწკალა კიბეები. დახრილი პწკალა კიბეების გამოყენება დასაშვებია -3 ჯგუფში, არაუმეტეს 3 დამკავებლისა და 23 მ2 ფართობის მქონე საკონტროლო ოთახების ან ამაღლებული  სამეთვალყურეო მოწყობილობებიდან გასასვლელის საშუალებების კომპონენტად და გამოუყენებელ სახურავებთან მისადგომად.

დახრილი პწკალა კიბეების საფეხურის საბიჯელის სიღრმე უნდა იყოს, არა უმცირეს 130 მმ. საფეხურის საბიჯელები ისე უნდა მოეწყოს, რომ ზედა საფეხურის უკანა პირსა და ქვედა საფეხურის წინა პირს შორის თარაზული სიღრმე, იყოს სულ მცირე 220 მმ. საფეხურის ამაღლება უნდა იყოს, არაუმეტეს 240 მმ.

დახრილი პწკალა კიბეების ორივე მხარეს უნდა იყოს სახელურები. სახელურებთან და მათ ქვემოთ თავისუფალი სიგანე უნდა იყოს, არაუმცირეს 50 სმ.“.

  1. 1009.15  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1009.15 სახელურები. გზა-კიბეებს ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს 1012-ე ქვეთავის შესაბამისი სახელურები.

გამონაკლისი:

  1. 1028.13 ქვეთავის შესაბამისად მოწყობილი საფეხურებიანი გასავლელების სახელურები.
  2. საცხოვრებელი ერთეულების საზღვრებში მოქცეულ გზა-კიბეებსა და ხვეულ გზა-კიბეებს დასაშვებია ჰქონდეს სახელური მხოლოდ ერთი მხრიდან.
  3. ტერასებს (ეზო-ბანებს), პატიოებსა (შიგა ეზოებს) და სასეირნო ბილიკებს, რომელთა დონე ერთხელ იცვლება და ცვლილების ადგილას ბაქანი ორივე მხარეს საჭიროზე ღრმაა, სახელურები არ სჭირდება.
  4. თუ -3 ჯგუფის დაკავებულობებში დონე იცვლება შესასვლელ ან გასასვლელ კართან მხოლოდ ერთი საფეხურით, სახელური საჭირო არ არის.
  5. თუ -2 და -3 ჯგუფის საცხოვრებელი და საძინებელი ერთეულების საზღვრებში მდებარე ოთახებში დონე იცვლება სამი ან ნაკლები ამაღლებით, სახელურები საჭირო არ არის“.
  1. 1009.16.2  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1009.16.2 სახურავის უკის ღიობის დამცავები. თუ სახურავის ლიუკის ღიობი სახურავის კიდიდან 3,0 მ-ის საზღვრებშია, ასეთი სახურავის მისადგომი ან სახურავის კიდე დაცული უნდა იყოს მოაჯირებით, რომლებსაც აყენებენ 1013-ე ქვეთავის დებულებების შესაბამისად.“.

  1. 1010.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1010.1 რეგულირების საგანი. ამ ქვეთავის დებულებები ეხება პანდუსებს, რომლებიც გამოყენებულია, როგორც გასასვლელი საშუალებების კომპონენტი.

გამონაკლისი:

  1. პანდუსიანი გასავლელები თავშეყრის ოთახებში ან სივრცეებში, უნდა შეესაბამებოდეს 1028.11 ქვეთავის დებულებებს. ეს მოთხოვნა არ ეხება პანდუსებს, რომლებიც მისაწვდომი სვლაგეზების ნაწილებია და მისაწვდომობას უზრუნველყოფს 1108.2 – 1108.2.4 და 1108.2.6 ქვეთავების შესაბამისად;
  2. ბორდიურის პანდუსები უნდა მოეწყოს „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტებიის“ შესაბამისად;
  3. ავტოსადგომ გარაჟებში ფეხით მოსიარულეთა გასასვლელთან მისადგომი პანდუსები შეიძლება არ შეესაბამებოდეს 1010.4 – 1010.10 ქვეთავებს, თუ ისინი მისაწვდომი ავტოსადგომი სივრცეების მომსახურე მისაწვდომი სვლაგეზი, სხვა აუცილებელი მისაწვდომი ელემენტი ან მისაწვდომი გასასვლელი საშუალებების ნაწილი არ არის.“.
  1. 1010.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1010.3 დახრა. გასასვლელი საშუალებების ნაწილად გამოყენებული პანდუსები თავიდან ბოლომდე დახრილი უნდა იყოს და დახრა არ უნდა აღემატებოდეს 1 შვეულ ერთეულს 12 თარაზულ ერთეულთან. ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი სხვა პანდუსების დახრა არ უნდა აღემატებოდეს 1 შვეულ ერთეულს 8 თარაზულ ერთეულთან (12,5%-იანი დახრა).

გამონაკლისი: გასავლელი პანდუსის დახრით თავშეყრის მიზნით გამოყენებულ ოთახში ან სივრცეში უნდა მოეწყოს 1028.11 ქვეთავის შესაბამისად.“.

  1. 1010.4  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1010.4 განივი დახრა. დახრა, რომელიც იზომება პანდუსის სავალი მიმართულების პერპენდიკულარულად, არ უნდა აღემატებოდეს 1 შვეულ ერთეულს 48 თარაზულ ერთეულთან (2%-იანი დახრა).“.

  1. 1010.6.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1010.6.1 სიგანე. გასასვლელი საშუალებების პანდუსების მინიმალური სიგანე არ უნდა იყოს 1018.2 ქვეთავის შესაბამისად მოწყობილი დერეფნების სიგანეზე ვიწრო. პანდუსის სუფთა/თავისუფალი სიგანე სახელურებს შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უნდა იყოს სულ მცირე 90 სმ.“.

  1. 1010.6.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1010.6.2 სავალის სიმაღლე. გასასვლელი საშუალებების პანდუსის არცერთი ნაწილის სავალის სიმაღლე არ უნდა იყოს 2,05 მ-ზე ნაკლები.“.

  1. 1010.7. 1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1010.7.1 დახრა. ბაქნები უნდა იყოს დახრილი, მაგრამ, არაუმეტეს, 1 შვეული ერთეული 48 თარაზულ ერთეულთან (2%-იანი დახრა) ნებისმიერი მიმართულებით. დონეებს შორის ცვლილება დაუშვებელია.“.

  1. 1010.7.3  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1010.7.3 სიგრძე. ბაქანი უნდა იყოს, სულ მცირე, 1,5 მ სიგრძის.

გამონაკლისი:

  1. -2 და -3 ჯგუფის ინდივიდუალურ საცხოვრებელ და საძინებელ ერთეულებში, რომლებიც არ არის აუცილებელი იყოს 1107-ე ქვეთავის შესაბამისი მისაწვდომი ერთეულები, ტიპის ერთეულები ან ტიპის ერთეულები, ბაქნები დასაშვებია იყოს, სულ მცირე, 90 სმ.
  2. თუ პანდუსი არ წარმოადგენს მისაწვდომი სვლაგეზის ნაწილს, არ არის აუცილებელი ბაქანი იყოს 1,2 მ-ზე გრძელი სავალი მიმართულებით.“.
  1. 1010.10 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1010.10 კიდეების დაცვა. პანდუსის სავალი ზედაპირებისა და პანდუსის ბაქნების ყველა მხარეს უნდა იყოს 1010.10.1 ან 1010.10.2 ქვეთავის შესაბამისი კიდის დამცავები.

გამონაკლისი:

  1. კიდის დამცავი არ სჭირდება პანდუსებს, რომელთაც არ მოეთხოვება სახელურები, თუ პანდუსის გვერდები კონუსურად ფართოვდება და შეესაბამება ბორდიურის პანდუსების შესახებ დებულებებს „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“-ის მიხედვით;
  2. კიდის დამცავი არ სჭირდება პანდუსის ბაქნის იმ ნაწილებს, რომლებიც ემსახურება მომიჯნავე პანდუსის სვლას ან კიბეს;
  3. კიდის დამცავი არ სჭირდება პანდუსის ბაქნების იმ მხარეებს, რომელთა შვეული ვარდნა არ აღემატება 1.3 სმ-ს. ბაქნის აუცილებელი ფართობის თარაზულად 25 სმ-ის საზღვრებში.
  4. თავშეყრის სივრცეებში, სადაც მდებარეობს ფიქსირებული დასაჯდომები, აუცილებელი არ არის კიდეების დაცვა პანდუსების ყველა მხარეს, თუ პანდუსები უზრუნველყოფს მომიჯნავე დასაჯდომებთან და გასავლელთან მისადგომს.“.
  1. 1010.10.2  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1010.10.2 იატაკის ან მიწის ზედაპირის გადიდება. პანდუსის სვლის ან ბაქნის იატაკი ან მიწის ზედაპირი შეიძლება გაფართოვდეს, სულ მცირე, 30 სმ-ით 1012-ე ქვეთავის შესაბამისად დაყენებული სახელურის შიგა პირიდან.“.

  1. 1011.3  ქვეპუნქტის გამონაკლისი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გამონაკლისი: 1011.4 ქვეთავის შესაბამისად მოწყობილ ამოცნობად გამაფრთხილებელ ნიშნებს განათება არ სჭირდება.“.

  1. 1011.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1011.4 ამობურცული ნიშნები და ბრაილი. ამობურცული ნიშნებით და ბრაილით „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ შესაბამისად შექმნილი, ნიშანი, წარწერით - „გასასვლელი“ თავშესაფრის ფართობის, სხვისი დახმარებით თავდასაღწევი გარე ფართობის, გასასვლელის გზა-კიბის, გასასვლელის პანდუსის, გასასვლელის გზა-დერეფნისა და შენობიდან გამოსასვლელის ყველა კართან უნდა განთავსდეს.“.

  1. 1013.4  ქვეპუნქტის მე-2 გამონაკლისი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კიბის ღია მხარეს, საფეხურის ამაღლების, საბიჯელისა და ძირში მდებარე რონისაგან (რელსისგან) შექმნილ სამკუთხა ღიობებში არ უნდა ეტეოდეს 15 სმ დიამეტრის სფერო; “.

  1. 1021.2 (2)  ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ცხრილი 1021.2(2)

სართულები ერთი გასასვლელით ან ერთ გასასვლელთან მისადგომით სხვა დაკავებულობებისთვის

სართული

 

დაკავებულობა

 

მაქსიმალური დაკავებულობის დატვირთვა ერთ სართულზე

გასასვლელთან მისადგომი მაქსიმალური სავალი მანძილი

პირველი სართული ან სართული მიწის დონის ქვემოთ

თვ, სქ, სგ, სმ, სვ, დს, სწ

49

23 მ

დსშ-2, დსშ-3

3

7.6 მ

დსშ-4, დსშ-5, დწ, სც-1,   სც-2ა,გ, სც-4

10

23 მ

სწ

29

30 მ

მეორე სართული

სც-1, სც-2 ა,გ

10

23 მ

სქ, სმ, სვ, სწ

29

23 მ

მესამე სართული ან სართულები მის ზემოთ

დაუშვებელია

არ ეხება

არ ეხება

ა)  შენობები, რომლებიც კლასიფიცირებულია, როგორც -2 ჯგუფის  და სადაც მოწყობილია საავარიო გასაქცევი და თავდასაღწევი ღიობები 1029-ე ქვეთავის შესაბამისად.

ბ)  სქ, და ჯგუფების დაკავებულობებს, რომლებიც განთავსებულია 903.3.1.1 ან 903.3.1.2 ქვეთავის შესაბამისად დაყენებული ავტოსაშხეფი სისტემით მთლიანად აღჭურვილ შენობებში, უნდა ემსახურებოდეს მაქსიმუმ 30 მ სიგრძის სავალი მანძილი.

გ) ეს ცხრილი გამოიყენება -2 დაკავებულობებისთვის, რომლებიც მოიცავს საძინებელ ერთეულებს. -2 დაკავებულობებისთვის, რომლებიც მოიცავს საცხოვრებელ ერთეულებს, გამოიყენეთ ცხრილი 1021.2(1).

  1. 1022.9 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1022.9 გზა-კიბის ამოსაცნობი ნიშნები. სამზე მეტი სართულის დამაკავშირებელი შიგა გასასვლელის გზა-კიბისა და პანდუსის თითოეულ ბაქანზე, რომელიც იატაკის დონეზეა, უნდა განთავსდეს იატაკის დონის, შიგა გასასვლელის გზა-კიბისა და პანდუსის ზედა და ქვედა საზღვრების აღმნიშვნელი ნიშანი და კიბის ან პანდუსის ამოსაცნობი. ნიშანზე მითითებული უნდა იყოს ასევე სართული, მიმართულება შენობიდან გამოსასვლელისკენ და შიგა გასასვლელის კიბეგზიდან და პანდუსიდან სახურავზე ასასვლელი სახანძრო-სამაშველო დანაყოფისათვის. ნიშანი უნდა მოთავსდეს იატაკის ბაქნიდან 1,5 მ სიმაღლეზე ისე, რომ ადვილად დასანახი იყოს როგორც ღია, ისე დახურული კარის შემთხვევაში. გზა-კიბის ამოსაცნობ ნიშანთან ერთად უნდა განთავსდეს იატაკის დონის ამოსაცნობი ნიშანი ამობურცული ნიშნებით და ბრაილით, როგორც მოითხოვს „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“, იატაკის დონეზე მდებარე თითოეულ ბაქანთან, რომელიც შიგა გასასვლელის კიბეგზიდან და პანდუსიდან დერეფანში გამავალ კარს ესაზღვრება.“.

  1. 1024.2.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1024.2.1 საფეხურები. თითოეული საფეხურის საბიჯელის წინა კიდის მთელ სიგრძეზე უნდა განთავსდეს მთლიანი და უწყვეტი ზოლი. კონტურული ზოლების მინიმალური თარაზული სიგანე უნდა იყოს 2,5 სმ, ხოლო მაქსიმალური – 5 სმ. ზოლის წინა კიდე უნდა განთავსდეს მაქსიმუმ 1,3 სმ-ზე საფეხურის წინა კიდიდან/ნაშვერიდან და არ უნდა გაგრძელდეს საფეხურის გვერდითა კიდისკენ 1,3 სმ-ზე მეტად.

გამონაკლისი: სულ მცირე, 2,5 სმ სიგანის მოთხოვნა არ ეხება UL 1994-ში ჩამოთვლილ კონტურებს.“

  1. 1028.6 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1028.6 თავშეყრის ადგილის გასასვლელი საშუალებების სიგანე. თუ კვამლისგან დაცული დასაჯდომებიანი ფართობი უზრუნველყოფილი არ არის, გასავლელებისა და სხვა გასასვლელი საშუალებების სუფთა სიგანე უნდა შეესაბამებოდეს 1028.6.1 ქვეთავის მოთხოვნებს, ხოლო თუ კვამლისგან დაცული დასაჯდომებიანი ფართობი უზრუნველყოფილია - 1028.6.2 ან 1028.6.3 ქვეთავის მოთხოვნებს. სუფთა სიგანე უნდა გაიზომოს კედლებამდე, დასაჯდომებიანი ფართობის კიდეებამდე და საბიჯელის კიდეებამდე, ნებადართული ნაშვერების გამოკლებით.“.

  1. 1028.6.1 ქვეპუნქტის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თითოეული დამკავებლისთვის უნდა განისაზღვროს, სულ მცირე, 7,6 მმ სიგანე კიბეებზე, რომელთა ამაღლება ნაკლებია ან ტოლია 18 სმ-ისა, ხოლო საფეხურის საბიჯელის სიღრმე ტოლია ან მეტია 28 სმ-ისა, რაც იზომება თარაზულად საფეხურის ნაშვერებს შორის.

2. როდესაც ამაღლება 18 სმ-ზე მაღალია, ყოველ 2,5 მმ-ზე კიბის სიგანეს უნდა დაემატოს, სულ მცირე, 0,127 თითოეული დამკავებლისთვის;“.

  1. 1028.11.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1028.11.1 საფეხურების საბიჯელები. საფეხურის საბიჯელი უნდა იყოს, სულ მცირე, 28 სმ სიღრმის და ერთნაირი ზომებისა.

გამონაკლისი: მომიჯნავე საფეხურების საბიჯელების სიღრმის ზრდა-შემცირების დაშვება არ უნდა აღემატებოდეს 5 მმ-ს.“.

  1. 1028.11.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1028.11.3 საფეხურის საბიჯელის განსხვავების აღმნიშვნელი ზოლი. განსხვავების აღმნიშვნელი ზოლი უნდა იყოს ყოველი საფეხურის ნაშვერთან ან წინა კიდესთან ისე, რომ საფეხურების თითოეული საბიჯელის მდებარეობა ადვილად შესამჩნევი იყოს ზემოდან ქვემოთ ყურებისას. ასეთი ზოლის მინიმალური სიგანე უნდა იყოს 2,5 სმ, ხოლო მაქსიმალური – 5 სმ.

გამონაკლისი: განსხვავების აღმნიშვნელი ზოლის გამოტოვება დასაშვებია, თუ საფეხურების საბიჯელები ისეთია, რომ თითოეულის მდებარეობა ადვილად დასანახია ზემოდან ქვემოთ ყურებისას.“.

  1. 1101.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1101.2 აგეგმარება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მისაწვდომი შენობებისა და საშუალებების დაგეგმარება და მშენებლობა უნდა შეესაბამებოდეს წესებსა და „მისაწვდომობის ეროვნულ სტანდარტებს.“.

  1. 1103.2.1  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1103.2.1 სპეციფიკური მოთხოვნები. შენობებსა და ნაგებობებს ან მათ ნაწილებს არ მოეთხოვება 1104 – 1110 ქვეთავებში მითითებული მისაწვდომობა.“.

  1. 1103.2.3  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1103.2.3 თანამშრომლების (დაქირავებული პირების) სამუშაო ფართობები. თანამშრომლების სამუშაო ფართობებზე სივრცეები და ელემენტები უნდა აკმაყოფილებდეს მხოლოდ 907.5.2.3.2 1007-ე და 1104.3.1 ქვეთავების მოთხოვნებს და ისე უნდა დაგეგმარდეს და აიგოს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეეძლოთ სამუშაო ფართობთან მისვლა, შესვლა და გამოსვლა. ყველა მოთხოვნისგან თავისუფალია სამუშაო ფართობები ან მათი ნაწილები, რომელთა ფართობი ნაკლებია 30 მ2-ზე და რომლებიც, სივრცის სპეციფიკური ფუნქციური მნიშვნელობიდან გამომდინარე, 18 სმ-ით ან მეტადაა ამაღლებული ან ჩაღრმავებული მიწის ან მოპირკეთებული იატაკის დონიდან.“.

  1. 1103.2.4  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1103.2.4 ცალკე მდგომი ერთი-ან ორერთეულიანი (ბინიანი) საცხოვრებლები. ცალკე მდგომი ერთი-ან ორერთეულიანი (ბინიანი) საცხოვრებლები და მათი დამხმარე ნაგებობები, ასევე, მათთან დაკავშირებული ადგილები და საშუალებები, არ საჭიროებს მისაწვდომობას.

  1. 1103.2.5  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1103.2.5 დამხმარე შენობები. დს ჯგუფის დაკავებულობებს არ ეხება ამ თავის მოთხოვნები, ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების გარდა:

  1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობებში მისაწვდომობა აუცილებელია მოკირწყლულ სამუშაო ფართობებზე და ფართო საზოგადოებისთვის ღია ადგილებზე.“.
  2. კერძო გარაჟებს ან გადახურულ ავტოსადგომებს, რომლებიც მისაწვდომ ავტოსადგომს მოიცავს.“.
  1. 1103.2.7 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1103.2.7 ამაღლებული ფართობები. ამაღლებული ფართობები, რომლებიც უმთავრესად გამოიყენება უსაფრთხოების, სიცოცხლის უსაფრთხოების ან სახანძრო უსაფრთხოებისთვის, მაგრამ არა მხოლოდ ამ დანიშნულებით, ასევე, სამთვალყურეო გალერეები, პენიტენციური დაწესებულების საგუშაგო კოშკურები, სახანძრო კოშკები ან სამაშველო ამაღლებული ადგილები, არ საჭიროებს მისაწვდომობას ან მისაწვდომ სვლაგეზს.“.

  1. 1103.2.8 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1103.2.8 ძნელად მისადგომი სივრცეები. დაუკავებელი სივრცეები, რომლებთან მიდგომა შესაძლებელია მხოლოდ პწკალა კიბეებით, სამუშაო ბაქნებით, დაბალჭერიანი სივრცეებით, სატვირთო ლიფტებით ან ძალიან ვიწრო დერეფნებით, არ საჭიროებს მისაწვდომობას.“.

  1. 1103.2.9  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1103.2.9 მოწყობილობა-დანადგარებისთვის განკუთვნილი სივრცეები. სივრცეები, სადაც შედის მხოლოდ პერსონალი მოწყობილობების მოსავლელად, შესაკეთებლად ან თვალყურის მისადევნებლად, არ საჭიროებს მისაწვდომობას. ასეთი სივრცეებია, მაგრამ არა მხოლოდ: ლიფტების ორმოები, ლიფტების პენტჰაუზები, მექანიკური, ელექტრო ან საკომუნიკაციო მოწყობილობებისთვის განკუთვნილი ოთახები, მილსადენებთან ან მოწყობილობებთან მისადგომი სამუშაო ბაქნები, წყლის ან სარინელის წყლების გამწმენდი ტუმბოებისთვის განკუთვნილი ოთახები და სადგურები, ელექტროქვესადგურები და ტრანსფორმატორის ჯიხურები და გზატკეცილისა და გვირაბის მომსახურე საშუალებები.“.

  1. 1103.2.10  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1103.2.10 ერთი დამკავებლისთვის განკუთვნილი ნაგებობები. ერთი დამკავებლისთვის განკუთვნილი ნაგებობები, რომლებთან მიდგომა შესაძლებელია მხოლოდ მიწის დონის ქვემოთ მდებარე ან მიწის დონიდან ამაღლებული დერეფნებით, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ: საკონტროლო პუნქტები, რომლებთან მისვლა მხოლოდ მიწისქვეშა გვირაბებითაა შესაძლებელი, არ საჭიროებს მისაწვდომობას.“.

  1. 1103.2.12 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1103.2.12 დღიური ზრუნვის ადგილები. თუ დღიური ზრუნვის ადგილები საცხოვრებელი ერთეულის ნაწილია, მისაწვდომი უნდა იყოს საცხოვრებლის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც დღიური ზრუნვისთვისაა განკუთვნილი.“

  1. 1103.2.13 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1103.2.13 საცხოვრებელ-სამუშაო ერთეულები. 419-ე ქვეთავის შესაბამისად აგებულ საცხოვრებელ-სამუშაო ერთეულებში, არასაცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენებული ნაწილი მისაწვდომი უნდა იყოს. საცხოვრებელი-სამუშაო ერთეულის საცხოვრებელი ნაწილი უნდა შეფასდეს ცალკე, 1107.6.2 და 1107.7 ქვეთავების შესაბამისად.“.

  1. 1104.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1104.1 მიწის ნაკვეთზე შესასვლელი ადგილები. მიწის ნაკვეთზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისაწვდომი სვლაგეზები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებიდან; მისაწვდომი ავტოსადგომიდან, სატრანსპორტო საშუალებებიდან მგზავრების ჩამოსვლის ან ასვლისათვის განკუთვნილი ზონებიდან; საზოგადოებრივი ქუჩებიდან ან ტროტუარებიდან შენობის მისაწვდომ შესასვლელამდე.

გამონაკლისი: ტიპის ერთეულების შემცველი შენობების ან მისი მომსახურე საშუალებების გარდა, სხვა შენობებთან და მათ მომსახურე საშუალებებთან მისაწვდომი სვლაგეზი საჭირო არ არის მიწის ნაკვეთზე შესასვლელიდან და შენობების ან მისი მომსახურე საშუალებების შესასვლელებს შორის, თუ მათ შორის ერთადერთი დამაკავშირებელია საავტომობილო გზა, ფეხით მოსიარულეთა ბილიკის გარეშე.“.

  1. 1104.2  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1104.2 მიწის ნაკვეთის საზღვრებში. ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთზე მდებარე მისაწვდომ შენობებს, შენობების მომსახურე საშუალებებს, ელემენტებსა და სივრცეებს უნდა აკავშირებდეს სულ მცირე, ერთი მისაწვდომი სვლაგეზი.“.

გამონაკლისი: მისაწვდომი სვლაგეზი საჭირო არ არის მისაწვდომ შენობებს, მისაწვდომ საშუალებებს, ელემენტებსა და სივრცეებს შორის, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება მხოლოდ საავტომობილო გზით ფეხით მოსიარულეთა ბილიკის გარეშე.“.

  1. წესების 1104.3 ქვეპუნქტის გამონაკლისის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. -2 ჯგუფის დაწესებულებებში, საძინებელი ერთეულების მხრიდან, მათში შესასვლელ კარებთან, საჭირო არ არის მანევრირებისთვის თავისუფალი სივრცეების მოწყობა, თუ კარის სიგანე სულ მცირე, 1,2 მ-ია.“.

  1. 1104.4  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1104.4 მრავალდონიანი შენობები და ნაგებობები. მრავალდონიან შენობებსა და ნაგებობებში, ყველა მისაწვდომ დონეს, ანტრესოლების ჩათვლით, უნდა აკავშირებდეს, სულ მცირე, ერთი მისაწვდომი სვლაგეზი.

გამონაკლისი:

  1.  მისაწვდომი სვლაგეზი არ სჭირდება სართულებსა და ანტრესოლებს, რომელთა ჯამური ფართობი არ აღემატება 280 მ2-ს და რომლებიც მდებარეობს მისაწვდომი დონეების ზემოთ და ქვემოთ. ეს გამონაკლისი არ ეხება:
  1. 1  ს ჯგუფის დაკავებულობებში რამდენიმე მფლობელისთვის განკუთვნილ ნაგებობებს, სადაც მფლობელობაში არსებული ხუთი ან მეტი სივრცეა.
  2. 2 დონეებს, რომლებიც მოიცავს სამედიცინო მომსახურების დაწესებულებებს (ჯგუფი სქ ან ); ან
  3. 3 მგზავრთა ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ნაგებობებს და აეროპორტებს (ჯგუფი -3 ან სქ).
  1. დონეებს, რომლებიც არ მოიცავს მისაწვდომ ელემენტებს ან 1107-ე ან 1108-ე ქვეთავით განსაზღვრულ სხვა სივრცეებს, შეიძლება არ ჰქონდეს მისაწვდომი სვლაგეზი მისაწვდომი დონიდან.
  2. საჰაერო ტრანსპორტის საკონტროლო კოშკებში მისაწვდომი სვლაგეზი აუცილებელი არ არის ემსახურებოდეს კაბინას და უშუალოდ კაბინის ქვეშ არსებულ იატაკს.
  3. თუ ორსართულიან შენობაში ან ნაგებობაში ორიდან ერთი სართულის დაკავებულობის დატვირთვა ხუთი ან ნაკლებია და არ შეიცავს საზოგადოებრივი გამოყენების სივრცეს, საჭირო არ არის, ეს სართული ზედა ან ქვედა სართულს უკავშირდებოდეს მისაწვდომი სვლაგეზით.
  4. სასამართლო დარბაზში თანამშრომლების სამუშაო ამაღლებულ ფართობებთან შვეული მისაწვდომი აუცილებელი არ არის თავდაპირველ კონსტრუქციაში, თუ შესაძლებელია მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების A117.1-ის შესაბამისი პანდუსის ან ლიფტის დაყენება სასამართლოს დარბაზის ხელახალი კონფიგურიაციის ან გაფართოების, ან ელექტრობის სისტემის გაფართოების გარეშე;“.
  1. 1104.5 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1104.5 მდებარეობა. მისაწვდომი სვლაგეზები უნდა ემთხვეოდეს საერთო გამოყენების მიმოსვლის ბილიკს ან მდებარეობდეს იმავე ფართობზე, რომელზეც საერთო გამოყენების მიმოსვლის ბილიკი. თუ მიმოსვლის ბილიკი შიგა სივრცეშია, მისაწვდომი სვლაგეზიც შიგა სივრცეში უნდა იყოს. თუ მისაწვდომი სვლაგეზი მხოლოდ ერთია, ის არ უნდა კვეთდეს სამზარეულოებს, სათავს ოთახებს, დასასვენებელ ოთახებს, ტანსაცმლის ოთახებსა და მსგავს სივრცეებს.“.

გამონაკლისი:

1. ბ ტიპის ერთეულებში მდებარე ავტოსადგომი გარაჟებიდან გამომავალი მისაწვდომი სვლაგეზები შეიძლება არ მდებარეობდეს შიგა სივრცეში.

2. ერთი მისაწვდომი სვლაგეზი დასაშვებია კვეთდეს სამზარეულოს ან სათავს ოთახს მისაწვდომ ერთეულში, ა ტიპის ან ბ ტიპის ერთეულში.

  1. 1104.6 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1104.6 უსაფრთხოების ზღუდეები. უსაფრთხოების ზღუდეები, რომლებიც მოიცავს, და არა მხოლოდ, უსაფრთხოების ბოძმკეტებს და უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტებს, არ უნდა ეღობებოდეს აუცილებელ მისაწვდომ სვლაგეზს ან მისაწვდომ გასასვლელს.

გამონაკლისი: თუ უსაფრთხოების ზღუდეები მოიცავს ელემენტებს, რომლებიც არ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, მაგ., ლითონის დეტექტორებს, ფლუოროსკოპებს ან სხვა მსგავს მოწყობილობებს, მისაწვდომი სვლაგეზი შეიძლება გადიოდეს უსაფრთხოების მოწყობილობების მომიჯნავედ. მისაწვდომი სვლაგეზი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საშუალებას უნდა აძლევდეს, შემოუარონ უსაფრთხოების ზღუდეებს, ისე, რომ შეეძლოთ პერსონალურ ნივთებზე თვალყურის დევნება.“.

  1. 1105.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1105.1 მთავარი შესასვლელები. 1105.1.1 – 1105.1.6 ქვეთავებში განსაზღვრული მისაწვდომი შესასვლელების გარდა, ყველა მთავარი შესასვლელის, სულ მცირე, 60% მისაწვდომი უნდა იყოს.

გამონაკლისი:

  1. მისაწვდომი შესასვლელი საჭირო არ არის ფართობებზე, რომელზეც მისაწვდომობის უზრუნველყოფა საჭირო არ არის;
  2. ტვირთის შესაზიდი და მომსახურებისთვის განკუთვნილი შესასვლელები, რომლებიც არ არის საზოგადოებრივი სივრცის ერთადერთი შესასვლელი.“.
  1. 1105.1.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1105.1.1 ავტოსადგომი გარაჟის შესასვლელები. ავტოსადგომი ნაგებობებიდან შენობებში ან შენობების მომსახურე საშუალებებში ფეხით მოსიარულეთათვის მოწყობილი პირდაპირი შესასვლელები მისაწვდომი უნდა იყოს.“.

  1. 1105.1.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1105.1.2 გვირაბების ან ამაღლებული ბილიკების შესასვლელები. თუ გვირაბებიდან ან ამაღლებული სავალი გზებიდან უზრუნველყოფილია მისადგომი შენობასთან ან შენობების მომსახურე საშუალებებთან ფეხით მოსიარულეთათვის, სულ მცირე, ერთი შესასვლელი თითოეული გვირაბიდან ან ამაღლებული სავალი გზიდან მისაწვდომი უნდა იყოს.“.

  1. 1106 ქვეთავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქციით:

„ავტოსადგომი და ტრანსპორტის მგზავრებით დატვირთვის მისაწვდომი საშუალებები“

  1. 1106.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1106.1 აუცილებელი. ავტოსადგომი უზრუნველყოფილი უნდა იყოს 1106.1 ცხრილის შესაბამისი მისაწვდომი სივრცეებით, გარდა 1106.2 – 1106.4 ქვეთავებში განსაზღვრული შემთხვევისა. თუ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს ერთზე მეტი ავტოსადგომი, ავტოსადგომთან მისაწვდომი სივრცეების რაოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ავტოსადგომისთვის ცალ-ცალკე.

გამონაკლისი: ეს ქვეთავი არ ეხება ავტობუსების, სატვირთო მანქანებისა და სხვა სატვირთო ავტომობილების, პოლიციის მანქანების ან პირუტყვის გადასაყვანი ავტომობილების სადგომ და ავტოპარკებისთვის გამოყენებულ სივრცეებს, თუ საზოგადოებისთვის მისადგომ მიწის ნაკვეთებზე მოწყობილია ტრანსპორტის მგზავრებით დატვირთვის მისაწვდომი ზონები.“.

  1. 1106.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1106.2 ჯგუფები -2 და -3. -2 და -3 ჯგუფების დაკავებულობებისთვის, სადაც სავალდებულოა მისაწვდომი „ა“ ან „ბ“ ტიპის საცხოვრებელი ან საძინებელი ერთეულები, თითოეული ტიპის ავტოსადგომი სივრცის, სულ მცირე, 2 %, მაგრამ თითოეული ტიპის, არანაკლებ, ერთი ავტოსადგომი სივრცე მისაწვდომი უნდა იყოს. თუ ავტოსადგომი მდებარეობს შენობაში ან მის ქვევით, ავტოსადგომის მისაწვდომი სივრცეებიც ასევე უნდა განლაგდეს შენობაში ან მის ქვევით.“.

  1. 1106.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1106.3 საავადმყოფოს ამბულატორული დაწესებულებები. საავადმყოფოს ამბულატორიული დაწესებულებებისთვის მოწყობილი, პაციენტებისა და მომსვლელების ავტომობილების სადგომი სივრცეების, სულ მცირე, 10 %, მაგრამ არანაკლებ, ერთი ავტოსადგომი სივრცე მისაწვდომი უნდა იყოს.“.

  1. 1106.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1106.4 სარებილიტაციო და ამბულატორული ფიზიოთერაპიის დაწესებულებები. სარეაბილიტაციო დაწესებულებებისა და ამბულატორიული ფიზიოთერაპიის დაწესებულებებისათვის მოწყობილი, პაციენტებისა და მომსვლელების ავტომობილების სადგომად განკუთვნილი სივრცეების სულ მცირე, 20 %, მაგრამ არანაკლებ ერთი ავტოსადგომი სივრცე მისაწვდომი უნდა იყოს.“.

  1. 1106.5 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1106.5 მიკროავტობუსებისთვის განკუთვნილი სივრცეები. მისაწვდომი ავტოსადომი სივრციდან და ყოველი ექვსი მისაწვდომი ავტოსადგომი სივრციდან, არანაკლებ ერთი, მიკროავტობუსებისთვის მისაწვდომი ავტოსადგომი სივრცე უნდა იყოს.

გამონაკლისი: -2 და -3 ჯგუფის დაკავებულობებში, კერძო გარაჟების საზღვრებში მდებარე მიკროავტობუსების მისადგომ სივრცეებს დასაშვებია, ჰქონდეს საავტომობილო გზები, შესასვლელები, სადგომი სივრცეები და მისაწვდომი გასავლელები, სულ მცირე, 2,15 მ შვეული თავისუფალი მანძილით.“.

  1. 1106.6 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1106.6 მდებარეობა. მისაწვდომი ავტოსადგომი სივრცეები უნდა მდებარეობდეს მისაწვდომ სვლაგეზზე, შენობის მისაწვდომი შესასვლელის მომიჯნავე ავტოსადგომიდან უმოკლეს მანძილზე. ავტოსადგომ საშუალებებში, რომლებიც არ ემსახურება რომელიმე კონკრეტულ შენობას, ავტოსადგომის მისაწვდომი სივრცეები უნდა მდებარეობდეს უმოკლეს გზაზე ავტოსადგომი საშუალებების შესასვლელთან, რომელიც ფეხით მოსიარულეებისთვისაა განკუთვნილი. თუ შენობას რამდენიმე მისაწვდომი შესასვლელი აქვს მომიჯნავე ავტოსადგომზე,  მისაწვდომი ავტოსადგომი სივრცეები უნდა განაწილდეს და განლაგდეს მისაწვდომ შესასვლელებთან ახლოს.

გამონაკლისი:

  1. მრავალდონიან ავტოსადგომ ნაგებობებში მიკროავტობუსის მისაწვდომი ავტოსადგომი სივრცეების არსებობა დასაშვებია მხოლოდ ერთ დონეზე;
  2. მისაწვდომი ავტოსადგომი სივრცეები დასაშვებია, მდებარეობდეს სხვადასხვა ავტოსადგომ საშუალებებში, თუ უზრუნველყოფილია არსებითად ისეთივე ან უფრო მეტი მისაწვდომობა მისაწვდომი შესასვლელიდან ან შესასვლელებიდან დაშორების მანძილის, ავტოსადგომის გამოყენებისთვის დაწესებული გადასახადისა და მომხმარებლის კომფორტულობის გათვალისწინებით.“.
  1. 1106.7 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1106.7 ტრანსპორტის  მგზავრებით დატვირთვის ზონები. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასასვლელ-ჩამოსასვლელი ზონები უნდა დაგეგმარდეს და აიგოს მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.“.

  1. 1106.7.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1106.7.1 ტრანსპორტის  მგზავრებით დატვირთვის უწყვეტი ზონები. თუ მოწყობილია ტრანსპორტის მგზავრებით დატვირთვის ზონები, ყოველ უწყვეტ 30 ხაზოვან მეტრში საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასასვლელ-ჩამოსასვლელი ზონა მისაწვდომი უნდა იყოს.“.

  1. 1106.7.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1106.7.3 ავტოსადგომზე ავტომობილის დაყენების მომსახურება.  სატრანსპორტო საშუალებების მგზავრებით დატვირთვის ზონები უნდა მოეწყოს იმ ადგილებში, სადაც უზრუნველყოფილია ავტოსადგომზე ავტომობილის დაყენების მომსახურება.“.

  1. 1107.2  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1107.2 დაგეგმარება. საცხოვრებელი და საძინებელი ერთეულები, რომლებიც აუცილებლად მისაწვდომი ერთეული, ტიპის ერთეული ან   ტიპის ერთეული უნდა იყოს, უნდა შეესაბამებოდეს მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების მე-11 თავის შესაბამის ქვეთავებს. ერთეულები, რომლებიც ტიპის უნდა იყოს, დასაშვებია დაგეგმარდეს და აიგოს, როგორც მისაწვდომი ერთეულები. ერთეულები, რომლებიც ტიპის უნდა იყოს, დასაშვებია დაგეგმარდეს და აიგოს, როგორც მისაწვდომი ერთეულები ან როგორც ტიპის ერთეულები.

გამონაკლისი: მრავალბინიან შენობებში საცხოვრებელი ერთეულები (მუდმივი საცხოვრებელი ერთეულები (ბინები)) დასაშვებია დაგეგმარდეს და აიგოს ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს საცხოვრებელი ერთეულის (ბინის) მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების შესაბამის მისაწვდომ ერთეულად, ა ტიპის ერთეულად ან ბ ტიპის ერთეულად მოწყობა.

  1. 1107.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1107.3 მისადგომი სივრცეები. ოთახები და სივრცეები, რომლებიც ღიაა ფართო საზოგადოებისთვის ან რომელთა გამოყენება შეუძლიათ მცხოვრებებს და რომლებიც ემსახურება მისაწვდომ ერთეულებს, ტიპის ან ტიპის  ერთეულებს, უნდა იყოს მისაწვდომი. მისაწვდომი სივრცეები უნდა მოიცავდეს ტუალეტის ოთახებსა და სააბაზანო ოთახებს, სამზარეულოს, საცხოვრებელ და სასადილო ოთახებსა და ნებისმიერ გარე სივრცეს, კერძოდ, შიგა ეზოებს, ბანებსა და აივნებს.

გამონაკლისი:

1.  1109.15 ქვეთავის შესაბამისად აგებული რეკრეაციული საშუალებები.

2.  დწ-2 ჯგუფის დაწესებულებებში, საძინებელი ერთეულების მხრიდან, მათში შესასვლელ კარებთან, საჭირო არ არის მანევრირებისთვის თავისუფალი სივრცეების მოწყობა, თუ კარის სიგანე სულ მცირე, 1,2 მ-ია.

 

  1. 1107.4  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1107.4 მისაწვდომი სვლაგეზი. სულ მცირე, ერთი მისაწვდომი სვლაგეზი უნდა აკავშირებდეს შენობის ან  მისაწვდომი საშუალებების შესასვლელებს მისაწვდომი ერთეულის მთავარ შესასვლელთან, ასევე, იმ გარე და შიგა სივრცეებთან, რომლებიც ამ ერთეულებს ემსახურება.

გამონაკლისი:

  1. თუ გარემოებათა გამო, რომელთაც ვერ აკონტროლებს მესაკუთრე, მიწის ქანობი მისაწვდომ ნაგებობებსა და შენობებს შორის აღემატება 1 შვეულ ერთეულს 12 თარაზულ ერთეულთან (1:12), ან თუ ფიზიკური ზღუდეები ან სამართლებრივი შეზღუდვები ხელს უშლის მისაწვდომი სვლაგეზის მოწყობას, მისაწვდომი სვლაგეზის ნაცვლად დასაშვებია, ყველა საზოგადოებრივ თუ საერთო სარგებლობის მისაწვდომ საშუალებეთან ან შენობასთან მოეწყოს 1106-ე ქვეთავის შესაბამისი საავტომობილო გზა ავტოსადგომით;
  2. ბანები, პატიოები ან აივნები, რომლებიც „ბ“ ტიპის ერთეულების ნაწილებია, წყალგაუმტარი ზედაპირები აქვს და ერთეულის მომიჯნავე შიგა სივრცის დასრულებული იატაკის დონიდან 10 სმ-ზე ქვემოთ არ მდებარეობს.“.
  1. 1107.5.1.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1107.5.1.1 მისაწვდომი ერთეულები. საცხოვრებელი და საძინებელი ერთეულების, სულ მცირე, 4%, მაგრამ, არანაკლებ, თითო საცხოვრებელი და საძინებელი ერთეული მისაწვდომი ერთეული უნდა იყოს.“.

  1. 1107.5.1.2  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1107.5.1.2 ტიპის ერთეულები. თუ ნაგებობებში მოწყობილია ოთხი ან მეტი საცხოვრებელი ან საძინებელი ერთეული, რომლებიც ხანგრძლივად საცხოვრებლადაა განკუთვნილი, ყველა საცხოვრებელი ან საძინებელი ერთეული უნდა იყოს ტიპის.

გამონაკლისი: ტიპის ერთეულების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს 1107.7 ქვეთავის შესაბამისად.“.

 

  1. 1107.5.2  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1107.5.2 -2 ჯგუფის მოვლა-მზრუნველობის სახლები. -2 ჯგუფის დაკავებულობებში განთავსებულ მოვლა-მზრუნველობის სახლებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისაწვდომი ერთეულები და ტიპის ერთეულები, 1107.5.2.1 და 1107.5.2.2 ქვეთავების შესაბამისად.“.

  1. 1107.5.2.1  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1107.5.2.1 მისაწვდომი ერთეულები. თითოეული ტიპის საცხოვრებელი და საძინებელი ერთეულების 50%, მაგრამ თითოეული ტიპის, არანაკლებ, ერთი საცხოვრებელი და ერთი საძინებელი ერთეული, მისაწვდომი ერთეული უნდა იყოს.“.

  1. 1107.5.2.2  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1107.5.2.2 ტიპის ერთეულები. თუ ნაგებობებში განლაგებულია ხანგრძლივად საცხოვრებლად განკუთვნილი ოთხი ან მეტი საცხოვრებელი ან საძინებელი ერთეული, ყველა მათგანი ტიპის ერთეული უნდა იყოს.

გამონაკლისი: ტიპის ერთეულების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს 1107.7 ქვეთავის შესაბამისად.“.

  1. 1107.5.3  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1107.5.3 -2 ჯგუფის საავადმყოფოები. -2 ჯგუფის დაკავებულობებში განთავსებული უნივერსალური საავადმყოფოები, ფსიქიატრიული კლინიკები და დეტოქსიკაციის დაწესებულებები უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისაწვდომი ერთეულებით და ტიპის ერთეულებით 1107.5.3.1 და 1107.5.3.2 ქვეთავების შესაბამისად.“.

  1. 1107.5.3.2  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1107.5.3.2 ტიპის ერთეულები. თუ ნაგებობებში ხანგრძლივად საცხოვრებლად განკუთვნილი ოთხი ან მეტი საცხოვრებელი ან საძინებელი ერთეულია განლაგებული, ყველა მათგანი ტიპისა უნდა იყოს.

გამონაკლისი: ტიპის ერთეულების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს 1107.7 ქვეთავის შესაბამისად.“.

  1. 1107.5.4  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1107.5.4 -2 ჯგუფის სარეაბილიტაციო დაწესებულებები. -2 ჯგუფის დაკავებულობებში განთავსებულ საავადმყოფოებსა და სარეაბილიტაციო დაწესებულებებში, სადაც მკურნალობის მეთოდი იწვევს მობილურობის შეზღუდვას, საცხოვრებელი და საძინებელი ერთეულების 100% მისაწვდომი ერთეული უნდა იყოს.“.

  1. 1107.5.5.1   ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1107.5.5.1 -3 ჯგუფის საძინებელი ერთეულები. -3 ჯგუფის დაკავებულობებში საცხოვრებელი და საძინებელი ერთეულების 2 %, მაგრამ, არანაკლებ, თითო საცხოვრებელი და საძინებელი ერთეული მისაწვდომი ერთეული უნდა იყოს.“.

  1. 1107.5.5.2  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1107.5.5.2 სპეციალური დაკავების საკნები და საცხოვრებელი საკნები ან ოთახები. 1107.5.5.1 ქვეთავის მიხედვით აუცილებელ მისაწვდომ ერთეულებთან ერთად სპეციალური დაკავების საკნებისა და საცხოვრებელი საკნების ან ოთახების არსებობის შემთხვევაში, თითოეული ტიპიდან სულ მცირე, ერთი მათგანი უნდა იყოს მისაწვდომი ერთეული. ეს მოთხოვნა ეხება შემდეგ საკნებსა და ოთახებს, მაგრამ არა მხოლოდ მათ: საორიენტაციო დანიშნულებით, პირთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაპატიმრებისას, ადმინისტრაციული ან დისციპლინური დაკავების ან სეგრეგაციისთვის და დეტოქსიკაციის და სამედიცინო იზოლირების დანიშნულებით გამოყენებული.“.

გამონაკლისი: საკნებს ან ოთახებს, რომლებიც საგანგებოდაა დაგეგმარებული ისე, რომ არ არსებობდეს გამონაშვერები და რომლებიც გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ თვითმკვლელობის აღკვეთის მიზნით, შეიძლება არ ჰქონდეს ხელმოსაჭიდი ძელები.

  1. 1107.6.1.1.1  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1107.6.1.1.1 მისაწვდომი ერთეულის მომსახურე სივრცეები. შიგა და გარე ყველა სივრცე, რომლებიც მისაწვდომი საცხოვრებელი ან საძინებელი ერთეულის ნაწილია ან მას ემსახურება, მისაწვდომი უნდა იყოს და მისაწვდომ სვლაგეზზე უნდა მდებარეობდეს.

გამონაკლისი:

  1. სადაც მისაწვდომ ერთეულში მოწყობილია რამდენიმე სააბაზანო ოთახი, სულ მცირე, ერთი მისაწვდომი ერთეულის შესაბამისი  უნდა იყოს.
  2. სადაც მისაწვდომ ერთეულს საოჯახო ან სხვისი დახმარებით გამოსაყენებელი რამდენიმე სააბაზანო ოთახი ემსახურება, სულ მცირე, 50 %, მაგრამ თითოეული გამოყენებისთვის, არანაკლებ, ერთი მათგანი მისაწვდომი ერთეულის შესაბამისი უნდა იყოს.
  3. საწოლების 5 %, მაგრამ, არანაკლებ, ერთი მათგანი მისაწვდომი ერთეულის შესაბამისი უნდა იყოს.
  1. 1107.6.1.2  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1107.6.1.2 ტიპის ერთეულები. თუ ნაგებობებში განლაგებულია ხანგრძლივად საცხოვრებლად განკუთვნილი ოთხი ან მეტი საცხოვრებელი ან საძინებელი ერთეული, ყველა მათგანი ტიპის უნდა იყოს.

გამონაკლისი: ტიპის ერთეულების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს 1107.7 ქვეთავის შესაბამისად.“

  1. 1107.6.2.1.3 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
  1. 1107.6.2.2  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1107.6.2.2 -2 ჯგუფის შენობები, რომლებიც არ არის მრავალბინიან სახლები, მამათა და დედათა მონასტრები. -2 ჯგუფის დაკავებულობებში, სადაც არაა განთავსებული მრავალბინიანი სახლები, მისაწვდომი ერთეულები და ტიპის ერთეულები 1107.6.2.2.1 და 1107.6.2.2.2 ქვეთავების შესაბამისად უნდა მოეწყოს.“.

  1. 1107.6.2.2.1  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1107.6.2.2.1 მისაწვდომი ერთეულები. საცხოვრებელი და საძინებელი მისაწვდომი ერთეულები 1107.6.1.1 ცხრილის შესაბამისად უნდა მოეწყოს.“.

  1. 1107.6.2.2.2  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1107.6.2.2.2 ტიპის ერთეულები. თუ ნაგებობებში ხანგრძლივად საცხოვრებლად განკუთვნილი ოთხი ან ოთხზე მეტი საცხოვრებელი ან საძინებელი ერთეულია, ყველა მათგანი ტიპის უნდა იყოს.“.

გამონაკლისი: ბ ტიპის ერთეულების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს 1107.7 ქვეთავის შესაბამისად.

  1. 1107.6.4.1  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1107.6.4.1 მისაწვდომი ერთეულები. სულ მცირე, ერთი საცხოვრებელი ან საძინებელი ერთეული უნდა იყოს მისაწვდომი ერთეული.“.

  1. 1107.6.4.2  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1107.6.4.2 ტიპის ერთეულები. თუ ნაგებობებში ხანგრძლივად საცხოვრებლად განკუთვნილი ოთხი ან მეტი საცხოვრებელი ან საძინებელი ერთეულია, ყველა მათგანი ტიპის უნდა იყოს.

გამონაკლისი: ტიპის ერთეულების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს 1107.7 ქვეთავის შესაბამისად.“.

  1. 1107.7.1.1  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1107.7.1.1 ერთი სართული აუცილებელი ტიპის ერთეულებით. სულ მცირე, ერთ სართულს, რომელიც მოიცავს ხანგრძლივად საცხოვრებელ ან საძინებელ ერთეულებს, უნდა ჰქონდეს მისაწვდომი შესასვლელი ნაგებობის გარედან და ამ სართულზე მდებარე ყველა ხანგრძლივად საცხოვრებელი ერთეული, რომელიც საცხოვრებლად არის განკუთვნილი, ტიპის უნდა იყოს.“.

  1. 1107.7.1.2  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1107.7.1.2 დამატებითი სართულები ტიპის ერთეულებით. ყველა სხვა სართულზე, რომლებზეც შენობაში შესასვლელი ამ სართულზე მდებარე ერთეულებს ემსახურება, პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ხანგრძლივად საცხოვრებელი და საძინებელი ერთეული ტიპის უნდა იყოს.

  1. სადაც დაგეგმილ შესასვლელსა და ყველა სამანქანო ან ფეხით მოსიარულეთა შესასვლელს შორის მიწის ნაკვეთის არსებული დაქანება დაგეგმილი შესასვლელიდან 15 მ საზღვრებში 10% ან ნაკლებია.
  2. სადაც დაგეგმილის შესაბამისად დასრულებული მოპირკეთებული მიწის ზედაპირის დაქანება, გაზომილი შესასვლელსა და ყველა სამანქანო ან ფეხით მოსიარულეთა შესასვლელს შორის დაგეგმილი შესასვლელიდან 15 მ საზღვრებში, 10% ან ნაკლებია.

თუ შესასვლელიდან 15 მ საზღვრებში ასეთი შესასვლელები არ არის, გამოიყენება უახლოესი შესასვლელები, თუ ისინი 1107.7.1.1 ქვეთავში განსაზღვრულ სართულს არ ემსახურება.“.

  1. 1107.7. 2  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1107.7.2 მრავალსართულიანი ერთეულები. მრავალსართულიანი საცხოვრებელი ან საძინებელი ერთეული, რომელსაც არ ემსახურება ლიფტი, შეიძლება არ იყოს ტიპის. თუ მრავალსართულიან ერთეულს გარედან ემსახურება ლიფტი მხოლოდ ერთი იატაკისთვის, იატაკი უნდა იყოს ერთეულის მთავარი შესასვლელი და უნდა აკმაყოფილებდეს ტიპის ერთეულთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. ტუალეტი უნდა მდებარეობდეს ამავე სართულზე.“.

  1. 1107.7.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1107.7.3 ლიფტის მომსახურება ერთეულების შემცველ შენობაში, ყველაზე დაბალ სართულზე. თუ ლიფტი უზრუნველყოფს მისაწვდომ სვლაგეზს ერთეულების შემცველ შენობაში, მის ყველაზე დაბალ სართულთან, სადაც მდებარეობს ხანგრძლივად საცხოვრებლად განკუთვნილი საცხოვრებელი ან საძინებელი ერთეულები, ამ სართულზე ყველა ერთეული უნდა იყოს „ბ“ ტიპის.“.

  1. 1107.7.4  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1107.7.4 მიწის ნაკვეთის მიუდგომლობა. მიწის ნაკვეთზე, რომელზეც ბევრი ულიფტო შენობაა, 1107.7.1 ქვეთავის მოთხოვნით აუცილებელი ტიპის ერთეულების რაოდენობა დასაშვებია შემცირდეს ისეთ პროცენტამდე, რომელიც ტოლია განაშენიანებამდე მთლიანი მიწის ნაკვეთის დახრის პროცენტისა და 10%-ზე ნაკლებია, თუ დაცულია ქვემოთ მოცემული ყველა პირობა:“

1. 1107.7.1 ქვეთავის მიხედვით აუცილებელი ერთეულების, არანაკლებ, 20% ბ ტიპისაა,

2. 1107.7.1 ქვეთავის მიხედვით აუცილებელი ერთეულები ბ ტიპისაა, როდესაც დახრილობა შენობის შესასვლელსა (რომელიც ემსახურება იმ სართულზე მდებარე ნაწილებს) და ფეხით მოსიარულეთა ან ავტომობილების შესასვლელებს შორის არ აღემატება 8,33%-ს,

3. 1107.7.1 ქვეთავის მიხედვით აუცილებელი ერთეულები ბ ტიპისაა, თუ ამაღლებული ბილიკი დაგეგმარებულია შენობის შესასვლელსა (რომელიც ემსახურება იმ სართულზე მდებარე ნაწილებს) და ფეხით მოსიარულეთა ან მანქანის შესასვლელებს შორის და მათ შორის დახრილობა არის 10% ან ნაკლები,

4. ერთეულები, რომელთაც ემსახურება ლიფტი 1107.7.3 ქვეთავის შესაბამისად, ბ ტიპისაა.

  1. 1108.2.1  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1108.2.1 მომსახურებები. თუ მომსახურება ან მისაწვდომი საშუალება უზრუნველყოფილია ფართობზე, რომელიც არ არის მისაწვდომი, ასეთივე მისაწვდომი საშუალება ან მოწყობილობა ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისაწვდომ დონეზე.“.

  1. 1108.2.2.1  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1108.2.2.1 საერთო დასაჯდომი სივრცე. სივრცეები ეტლისთვის უნდა შეესაბამებოდეს 1108.2.2.1 ცხრილს.

„ცხრილი 1108.2.2.1

ეტლისთვის განკუთვნილი მისაწვდომი სივრცეები

თავშეყრის ფართობზე დასაჯდომების რაოდენობა

ეტლისთვის განკუთვნილი სივრცეების მინიმალური აუცილებელი რაოდენობა

4 - 25

1

26 - 50

2

51 - 100

4

101 - 300

5

301 - 500

6

501 - 5000

6, დამატებული 1 ყოველ 150-ზე ან მის ნაწილზე, 501-სა და 5000-ს შორის

5001 და მეტი

36, დამატებული 1 ყოველ 200-ზე ან მის ნაწილზე 5000-ის ზემოთ

“.

  1. 1108.2.3  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1108.2.3 თანმხლების დასაჯდომები. თანმხლების, სულ მცირე, ერთი დასაჯდომი უნდა მოეწყოს ეტლისთვის განკუთვნილ თითოეულ სივრცესთან, რომელიც მოთხოვნილია 1108.2.2.1 – 1108.2.2.3 ქვეთავებში.“

  1. 1108.2.4  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1108.2.4 ეტლისთვის განკუთვნილი სივრცეების განაწილება თავშეყრის მრავალდონიან ფართობზე, რომლებზეც დასაჯდომებია განთავსებული. ეტლისთვის განკუთვნილი სივრცეები თავშეყრის მრავალდონიან ფართობზე, რომელზეც დასაჯდომებია განთავსებული, უნდა მდებარეობდეს მთავარი იატაკის დონეზე და ასევე, ყოველი ორი დამატებითი იატაკის ან ანტრესოლის რომელიმე ერთ დონეზე. ეტლისთვის განკუთვნილი სივრცეები უნდა განთავსდეს ყველა ლუქს ლოჟაში, კლუბის ლოჟასა და ლოჟაში, რომელიც მდებარეობს თავშეყრისთვის განკუთვნილ მისაწვდომ საშუალებებში.

გამონაკლისი:

  1. თავშეყრის მრავალდონიან დასაჯდომებით უზრუნველყოფილ ფართობებზე, რომლებიც გამოიყენება რელიგიური მსახურებისათვის, სადაც მეორე იატაკის ან ანტრესოლის დონე არის დასაჯდომების მთელი რაოდენობის 25% ან ნაკლები, ეტლისთვის განკუთვნილი სივრცეები დასაშვებია, განთავსდეს მთავარ დონეზე.
  2. თავშეყრის მრავალდონიან, დასაჯდომებით უზრუნველყოფილ ფართობებზე, თუ  მეორე იატაკის ან ანტრესოლის დონე არის დასაჯდომების მთელი რაოდენობის 25% ან ნაკლები და დასაჯდომების რაოდენობა 300 ან ნაკლებია, ეტლისთვის განკუთვნილი ყველა სივრცე დასაშვებია, განთავსდეს მთავარ დონეზე.
  3. ეტლისთვის განკუთვნილი სივრცეები საჭირო არ არის გუნდის ან მოთამაშეებისთვის განკუთვნილ დასაჯდომებიან ფართობზე, რომელიც ემსახურება სპორტული თამაშებისთვის განკუთვნილ ფართობებს.“.
  1. 1108.2.5  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1108.2.5 დასაჯდომები გადაადგილების შეზღუდვის მქონე პირებისთვის. გასავლელის გასწვრივ განთავსებული დასაჯდომების საერთო რაოდენობის 5%, მაგრამ, არანაკლებ, 1 დასაჯდომი გათვალისწინებული უნდა იყოს გადაადგილების შეზღუდვის მქონე პირებისთვის და ასეთი დასაჯდომი მისაწვდომ სვლაგეზებთან ძალიან ახლოს უნდა მდებარეობდეს.

გამონაკლისი: გასასვლელის გასწვრივ გადაადგილების შეზღუდვის მქონე პირებისთვის დასაჯდომების უზრუნველყოფა საჭირო არ არის გუნდის ან მოთამაშეებისთვის განკუთვნილ დასაჯდომებიან ფართობზე, რომელიც ემსახურება სპორტული თამაშებისთვის განკუთვნილ ფართობებს.“.

  1. 1108.2.6  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1108.2.6 მინდორში უზრუნველყოფილი დასაჯდომები. მინდორში დასაჯდომებისთვის უზრუნველყოფილი ფართობები და მაყურებლით გადატვირთული გარეთ უზრუნველყოფილი დასაჯდომები, სადაც განთავსებული არ არის დამაგრებული დასაჯდომები, უნდა უკავშირდებოდეს მისაწვდომ სვლაგეზს.“.

  1. 1108.2.7.1  ქვეპუნქტის გამონაკლისის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ თავშეყრის მიზნით გამოყენებული შენობის, ოთახის ან სივრცის ყველა დასაჯდომს ემსახურება ინდუქციური მოწყობილობის მქონე მოსმენის დამხმარე სისტემა, საჭირო აღარაა მოსმენის დამხმარე მოწყობილობის შესაბამისი მიმღებების მინიმალური რაოდენობა, რომელიც 1108.2.7.1 ცხრილშია მოთხოვნილი.“.

  1. 1108.2.7.2  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1108.2.7.2 სალაროები. სტადიონებთან და არენებთან მოწყობილი სალაროებიდან, სალაროების ჯგუფის თითოეულ ადგილას, სულ მცირე, ერთი სალარო უზრუნველყოფილი უნდა იყოს მოსმენის დამხმარე სისტემით.“.

  1. 1108.2.7.3  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1108.2.7.3 ადგილობრივი შეტყობინების სისტემა. სტადიონებზე, არენებსა და გადახურულ ტრიბუნებზე, სადაც 15 000 ან მეტი დამაგრებული დასაჯდომია განთავსებული და სადაც აცხადებენ ხმოვან საჯარო განცხადებებს, შესაძლებელი უნდა იყოს წინასწარ ჩაწერილი ან ხმოვანი საჯარო განცხადებების ტექსტური ვერსიების მიწოდებაც.“.

  1. 1108.2.8  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1108.2.8 წარმოდგენის შესასრულებლად განკუთვნილი ფართობები. თუ მიმოსვლის ბილიკი პირდაპირ აკავშირებს წარმოდგენის შესასრულებლად განკუთვნილ ფართობს თავშეყრის დასაჯდომებიან ფართობთან, მისაწვდომი სვლაგეზიც წარმოდგენის შესასრულებლად განკუთვნილ ფართობს პირდაპირ უნდა აკავშირებდეს თავშეყრის დასაჯდომებიან ფართობთან. წარმოდგენის შესასრულებლად განკუთვნილ ფართობსა და დამხმარე ფართობებს ან მისაწვდომ საშუალებებს, რომელთაც მონაწილეები იყენებენ წარმოდგენის შესრულების დროს, უნდა აკავშირებდეს მისაწვდომი სვლაგეზი.“.

  1. 1108.2.9  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1108.2.9 სასადილო ფართობები. სასადილო ფართობებზე შიგა და გარე ყველა იატაკის ფართობი მისაწვდომი უნდა იყოს.

გამონაკლისი:

  1. თუ დაშვებულია 1104.4 ქვეთავის პირველი გამონაკლისით, მისაწვდომი სვლაგეზი მისაწვდომ დონეებსა და სართულებს შორის ზემოთ ან ქვემოთ აუცილებელი არ არის.
  2. შენობებში ან საშუალებებში, სადაც საჭირო არ არის მისაწვდომი სვლაგეზის მოწყობა სართულებს შორის, მისაწვდომი სვლაგეზი არ სჭირდება ანტრესოლს, თუ იგი საერთო ფართობის 25%-ია და მისაწვდომ ფართობზე უზრუნველყოფილია ისეთივე მომსახურებები, გაფორმება და პირობები, როგორიც მთავარ ფართობზე.
  3. სპორტულ შენობებში, ნაგებობებში და სხვა საშუალებებში ტერასულ დონეებად მოწყობილ მისაწვდომ სასადილო ფართობებს უნდა ჰქონდეს მისაწვდომი სვლაგეზები, რომლებიც მოემსახურება სასადილო ფართობის, სულ მცირე, 25%-ს, თუ მისაწვდომი სვლაგეზები ემსახურება მისაწვდომ დასაჯდომებს და ყველა ტერასულ დონეზე ერთნაირი მომსახურებაა უზრუნველყოფილი.
  4. მხოლოდ თანამშრომლების სამუშაოდ განკუთვნილი ფართობები უნდა მოეწყოს 1103.2.3 და 1104.3.1 ქვეთავების შესაბამისად.“.
  1. 1108.2.9.1  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1108.2.9.1 სასადილო ზედაპირები. თუ უზრუნველყოფილია სასადილო ზედაპირები საკვების მისაღებად, დასაჯდომ და დასადგომ სივრცეებში, სასადილო ზედაპირების 5%, მაგრამ, არანაკლებ, ერთი სასადილო ზედაპირი უნდა იყოს მისაწვდომი და განაწილებული მთელ შენობაში, ნაგებობაში ან მისაწვდომ საშუალებებში და უნდა მდებარეობდეს მისაწვდომი სვლაგეზით უზრუნველყოფილ დონეზე.“.

  1. 1108.3  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1108.3 თვითმომსახურების სასაწყობო საშუალებები. თვითმომსახურების სასაწყობო საშუალებებში 1108.3 ცხრილის შესაბამისად უნდა გამოიყოს ინდივიდუალური მისაწვდომი სასაწყობო სივრცეები.

  1. 1108.3 ცხრილი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ცხრილი 1108.3

მისაწვდომი თვითმომსახურების სასაწყობო ნაგებობები

სივრცეების საერთო რაოდენობა სასაწყობო საშუალებებში

მისაწვდომი სივრცეების მინიმალური აუცილებელი რაოდენობა

1 - 200

5%, მაგრამ, არანაკლებ, 1

200-ის ზემოთ

10, დამატებული ერთეულების საერთო რაოდენობის 2% 200-ის ზემოთ

“.

  1. 1108.3.1  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1108.3.1 განაწილება. ინდივიდუალური თვითმომსახურების მისაწვდომი სასაწყობო სივრცეები უნდა განაწილდეს სხვადასხვა კლასის სივრცეებში. თუ სივრცეების კლასები მეტია აუცილებელი მისაწვდომი სივრცეების რაოდენობაზე, არ არის აუცილებელი, მისაწვდომი სივრცეების რაოდენობა აღემატებოდეს 1108.3 ცხრილში განსაზღვრულ რაოდენობას. სასაწყობო ნაგებობების მისაწვდომი სივრცეები დასაშვებია, განთავსდეს მრავალშენობიანი კომპლექსის  ერთ შენობაში.“,

  1. 1108.4.1.1  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1108.4.1.1 ნაფიც მსაჯულთა დასაჯდომები. ნაფიც მსაჯულთა დასაჯდომებთან ეტლისთვის განკუთვნილი სივრცე მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების შესაბამისად უნდა მოეწყოს.

გამონაკლისი: აუცილებელი არ არის დასაჯდომის მოწყობა თანმხლები პირისთვის.“,

  1. 1108.4.1.2  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1108.4.1.2 დასაჯდომები გალერეაში. ეტლისთვის მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი სივრცეები უნდა აკმაყოფილებდეს 1108.2.2.1 ცხრილის მოთხოვნებს. გადაადგილების შეზღუდვის მქონე პირებისთვის განკუთვნილი დასაჯდომები უნდა მოეწყოს 1108.2.5 ქვეთავის შესაბამისად.“,

  1. 1108.4.1.5  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1108.4.1.5 სხვა სამუშაო ფართობები. მოდავე მხარისა და დაცვის მხარისთვის განკუთვნილი ადგილები, ასევე,  ტრიბუნა მისაწვდომი უნდა იყოს.“,

  1. 1108.4.2.1  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1108.4.2.1 დროებით გასაჩერებელი ცენტრალური საკნები. თუ ზრდასრული ან  არასრულწლოვანი მამაკაცებისთვის და ქალებისთვის ცალკეა მოწყობილი დროებით გასაჩერებელი ცენტრალური საკნები, თითოეული ტიპის საკნიდან ერთ-ერთი მისაწვდომი უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. თუ დროებით გასაჩერებელი ცენტრალური საკნები არ არის დაყოფილი ასაკის ან სქესის მიხედვით, მისაწვდომი უნდა იყოს, სულ მცირე, ერთი საკანი.“,

  1. 1108.4.2.2  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1108.4.2.2 სასამართლო დარბაზთან ახლოს მდებარე დროებით გასაჩერებელი საკნები. თუ ზრდასრული ან არასრულწლოვანი მამაკაცებისთვის და  ქალებისთვის სასამართლო დარბაზთან ახლოს მოწყობილია დროებით გასაჩერებელი საკნები, სასამართლო დარბაზის მომსახურე თითოეული ტიპის საკნიდან ერთ-ერთი მისაწვდომი უნდა იყოს. თუ სასამართლო დარბაზთან ახლოს მდებარე დროებით გასაჩერებელი საკნები არ არის დაყოფილი ასაკის ან სქესის მიხედვით, მისაწვდომობის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, სულ მცირე, ერთი საკანი. მისაწვდომი საკნები შეიძლება ემსახურებოდეს ერთზე მეტ სასამართლო დარბაზს.“,

 

  1. 1109.1 ქვეპუნქტის გამონაკლისი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გამონაკლისი: მისაწვდომი ერთეულები, ტიპის ერთეულები და ტიპის ერთეულები უნდა შეესაბამებოდეს მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების მე-11 თავს.“,

 

  1. 1109.2  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1109.2 ტუალეტისა და სააბაზანოს მოწყობილობები. თითოეული ტუალეტის ოთახი და სააბაზანო ოთახი მისაწვდომი უნდა იყოს. მისაწვდომი შენობების, ნაგებობების და სხვა საშუალებების საზღვრებში, სადაც იატაკი არ არის მისაწვდომი, მხოლოდ ტუალეტის ოთახები ან მხოლოდ  სააბაზანო ოთახები დასაშვებია არ მდებარეობდეს არამისაწვდომ იატაკზე. ყოველ მისაწვდომ ტუალეტის ოთახსა და სააბაზანო ოთახში უნდა იყოს თითოეული ტიპის, სულ მცირე, ერთი მისაწვდომი მოწყობილობა, ელემენტი, მაკონტროლებელი ან გამანაწილებელი (დისპენსერი).

გამონაკლისი:

  1. ტუალეტის ოთახებსა და სააბაზანო ოთახებში, სადაც მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ კერძო ოფისიდან, არ არის განკუთვნილი საზოგადოებრივი ან საერთო მოხმარებისათვის და ემსახურება მხოლოდ ერთ დამკავებელს, დასაშვებია, ქვემოთ წარმოდგენილი ალტერნატივებიდან რომელიმე:

1.1.   კარები შეიძლება იღებოდეს თავისუფალ სივრცეში, თუ კარებს შეუძლია საწყის პოზიციაში დაბრუნება მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად;

1.2.   არ გამოიყენება მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების მოთხოვნები, რომლებიც უნიტაზის სიმაღლეს ეხება;

1.3.   ტუალეტის ოთახებში საჭირო არ არის ხელჩასაჭიდი ძელების განთავსება, თუ კედლებში ჩაყენებული ჩასამაგრებელი ბუდეები, რომლებიც ასეთი ძელების განთავსების საშუალებას იძლევა;

1.4.   ხელსაბან ნიჟარებს არ ეხება სიმაღლის, მუხლის სიმაღლემდე და ფეხის ფალანგისთვის საჭირო სივრცის  მოთხოვნები;

  1. ეს ქვეთავი არ ეხება ტუალეტისა და სააბაზანო ოთახებს, რომლებიც ემსახურება ისეთ საცხოვრებელ ან საძინებელ ერთეულებს, რომლებიც 1107-ე ქვეთავის თანახმად არ საჭიროებს მისაწვდომობას;
  2. თუ რამდენიმე ერთადგილიანი ტუალეტის ოთახი ან სააბაზანო ოთახი თავმოყრილია ერთ ჯგუფად, თითოეულ ადგილას 50%, მაგრამ, არანაკლებ, 1 ოთახი ყოველი ასეთი ჯგუფიდან მისაწვდომი უნდა იყოს;
  3. თუ ტუალეტის ოთახში ან სააბაზანო ოთახში არ არის ერთზე მეტი პისუარი, ის შეიძლება არ იყოს მისაწვდომი;
  4. ტუალეტები, რომლებიც წარმოადგენს სარეანიმაციო განყოფილების ან ინტენსიური თერაპიის განყოფილების პაციენტების საძინებელი ოთახების ნაწილს, მისაწვდომობას არ საჭიროებს;
  5. თუ ტუალეტის მოწყობილობებს ძირითადად ბავშვები იყენებენ, აუცილებელი მისაწვდომი უნიტაზები, მრავალნაკვეთურიანი ტუალეტები და ხელსაბანი ნიჟარები დასაშვებია მოეწყოს მისაწვდომობის ეროვნულ სტანდარტებში ბავშვებისთვის განკუთვნილ მოწყობილობებთან დაკავშირებული დებულებების შესაბამისად.“
  1. 1109.2 .1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1109.2.1 საოჯახო ან სხვისი დახმარებით გამოსაყენებელი ტუალეტისა და სააბაზანო ოთახები. თავშეყრისა და სავაჭრო დანიშნულების დაკავებულობებში, საოჯახო და სხვისი დახმარებით გამოსაყენებელი მისაწვდომი ტუალეტის ოთახი უნდა განთავსდეს იმ შემთხვევაში, თუ ჯამურად საჭიროა ექვსი ან მეტი უნიტაზი ქალებისა და მამაკაცებისთვის. შერეული დაკავებულობების შემცველ შენობებში მხოლოდ თავშეყრის ან სავაჭრო დაკავებულობისთვის აუცილებელი უნიტაზების მიხედვით განისაზღვრება, რამდენი საოჯახო და სხვისი დახმარებით გამოსაყენებელი ტუალეტის ოთახია საჭირო. რეკრეაციულ საშუალებებში, სადაც სააბაზანო ოთახები განსხვავებული სქესისთვის ცალ-ცალკეა, უნდა მოეწყოს საოჯახო და სხვისი დახმარებით გამოსაყენებელი მისაწვდომი ტუალეტის ოთახი. საოჯახო და სხვისი დახმარებით გამოსაყენებელი ტუალეტის ოთახსა და სააბაზანო ოთახში მდებარე მოწყობილობები გაითვალისწინება დაკავებულობაში დასაყენებელი მოწყობილობების რაოდენობის განსაზღვრის დროს.

გამონაკლისი: თუ რომელიმე სქესისთვის განკუთვნილ სააბაზანო ოთახში მხოლოდ ერთი შხაპი ან აბაზანაა, საოჯახო და სხვისი დახმარებით გამოსაყენებელი სააბაზანო ოთახი საჭირო არ არის.“

 

  1. 1109.2.1.3  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1109.2.1.3 საოჯახო და სხვისი დახმარებით გამოსაყენებელი სააბაზანო ოთახები. საოჯახო და სხვისი დახმარებით გამოსაყენებელ სააბაზანო ოთახებში უნდა იყოს მხოლოდ ერთი საშხაპე ან აბაზანა. საოჯახო და სხვისი დახმარებით გამოსაყენებელ სააბაზანო ოთახებში ასევე უნდა იყოს ერთი უნიტაზი და ერთი ნიჟარა. თუ ცალკეული სქესისთვის განკუთვნილ სააბაზანო ოთახებს აქვს სასაწყობე საშუალებები, საოჯახო და სხვისი დახმარებით გამოსაყენებელი სააბაზანოების სათავსები მისაწვდომი უნდა იყოს.“.

  1. 1109.2 .1.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1109.2.1.4 მდებარეობა. საოჯახო და სხვისი დახმარებით გამოსაყენებელი ტუალეტის ოთახები და სააბაზანო ოთახები უნდა განლაგდეს მისაწვდომ სვლაგეზზე. საოჯახო და სხვისი დახმარებით გამოსაყენებელი ტუალეტის ოთახები დასაშვებია განლაგდეს ცალკეული სქესისთვის განკუთვნილი ტუალეტის ოთახებისგან, არაუმეტეს, ერთი სართულით ზემოთ ან ქვემოთ. ცალკეული სქესისთვის განკუთვნილი ნებისმიერი ტუალეტის ოთახიდან საოჯახო და სხვისი დახმარებით გამოსაყენებელ ტუალეტის ოთახამდე მისაწვდომი სვლა-გზა არ უნდა აღემატებოდეს 150 მ-ს.“.

  1. 1109.2 .1.5 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1109.2.1.5 აკრძალული ადგილი. მგზავრების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილ საშუალებებსა და აეროპორტებში ცალკეული სქესისთვის განკუთვნილი ტუალეტის ოთახიდან საოჯახო და სხვისი დახმარებით გამოსაყენებელ ტუალეტამდე მისასველი სვლაგეზი არ უნდა გადიოდეს უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტების გავლით.“.

  1. 1109.2 .1.6 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1109.2.1.6 იატაკის თავისუფალი სივრცე. თუ კარები იღება საოჯახო და სხვისი დახმარებით გამოსაყენებელი ტუალეტის ან სააბაზანო ოთახების მხარეს, ოთახში კარის ფრთის სამოძრაო სივრცის მიღმა უნდა იყოს, არანაკლებ, 76 სმ × 1.2 მ თავისუფალი ფართობი.“.

  1. 1109.2 .2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1109.2.2 უნიტაზიანი ნაკვეთური. თუ ტუალეტის ოთახებში ან სააბაზანო ოთახებში მოთავსებულია უნიტაზიანი ნაკვეთურები, ეტლისთვის გაითვალისწინება, სულ მცირე, ერთი ნაკვეთური. თუ ტუალეტის ან სააბაზანო ოთახებში მოთავსებულია უნიტაზისა და პისუარის ექვსი ან მეტი კომბინირებული საერთო ნაკვეთური, ეტლისთვის განკუთვნილ ნაკვეთურთან ერთად უნდა არსებობდეს ამბულატორიისთვის მისაწვდომი, სულ მცირე, ერთი უნიტაზიანი ნაკვეთური. ეტლისა და ამბულატორიული მისაწვდომი ნაკვეთურები უნდა შეესაბამებოდეს მისაწვდომობის ეროვნულ სტანდარტებს.“.

  1. 1109.2 .3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1109.2.3 ხელსაბანი ნიჟარები. ხელსაბანი ნიჟარების, სულ მცირე, 5%, მაგრამ, არანაკლებ, ერთი ხელსაბანი ნიჟარა მისაწვდომი უნდა იყოს. სადაც ტუალეტის ოთახში ან სააბაზანო ოთახში ხელსაბანი ნიჟარების საერთო რაოდენობა ექვსი ან მეტია, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების შესაბამისი, სულ მცირე, ერთი ხელსაბანი ნიჟარა, რომელთან მიწვდომის დიაპაზონი უფრო დიდია.“.

  1. 1109.7 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1109.7 ლიფტები. მისაწვდომ სვლაგეზზე მდებარე სამგზავრო ლიფტები მისაწვდომი უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და უნდა აკმაყოფილებდეს მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტებისდა ამ წესების მე-17 თავის მოთხოვნებს.“.

  1. 1109.8 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1109.8 ბაქან-ლიფტები. ახალ მშენებლობაში დასაშვებია, ბაქან-ლიფტები იყოს აუცილებელი მისაწვდომი სვლაგეზის ნაწილი. ისინი უნდა განთავსდეს 1-10 პუნქტებში მითითებულ ადგილებში. ბაქან-ლიფტები უნდა აკმაყოფილებდეს  „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტებს“ და ASME A18.1-ის შესაბამისად უნდა დააყენონ:

  1. მისაწვდომ სვლაგეზზე წარმოდგენის შესასრულებელ ფართობთან და გამომსვლელის ტრიბუნებთან,  ჯგუფის დაკავებულობებში;
  2. მისაწვდომ სვლაგეზზე 1108.2.2 – 1108.2.5 ქვეთავების შესაბამისად მოწყობილ ეტლის სივრცესთან;
  3. მისაწვდომ სვლაგეზზე ფართო საზოგადოებისთვის დახურულ სივრცეებთან, სადაც დაკავებულობის დატვირთვა არ აღემატება ხუთს;
  4. მისაწვდომ სვლაგეზზე საცხოვრებელი ან საძინებელი ერთეულების საზღვრებში;
  5. მისაწვდომ სვლაგეზზე, რომელიც შენობის გარეთ მდებარე სასადილო ტერასებზე (ბაქნებზე) ეტლისთვის გამოყოფილ სივრცესთან მისადგომია -5 ჯგუფის დაკავებულობებში, სადაც სასადილო ტერასებიდან (ბაქნებიდან) გასასვლელი საშუალებები გადის საზოგადოებრივ გზაზე;
  6. მისაწვდომ სვლაგეზზე ნაფიც მსაჯულთა დასაჯდომებთან და მოწმის ჩვენების მიცემის ადგილებთან; სასამართლო სხდომის დარბაზის შემაღლებულ ადგილებთან, მათ შორის, მოსამართლეების დასაჯდომებთან, მდივნებისთვის განკუთვნილ ადგილებთან, ბოქაულებისათვის განკუთვნილ ადგილებთან, მდივნების მოადგილეებისთვის განკუთვნილ ადგილებთან და სასამართლო რეპორტიორებისთვის განკუთვნილ ადგილებთან; ასევე, დადაბლებულ ფართობებზე;
  7. მისაწვდომ სვლაგეზზე ატრაქციონებში ჩასაჯდომ-გადმოსასვლელ ფართობებთან;
  8. მისაწვდომ სვლაგეზზე სათამაშო კომპონენტებთან ან რბილ სათამაშო ნაგებობებთან;
  9. მისაწვდომ სვლაგეზზე გუნდის ან მოთამაშეების დასაჯდომებთან, რომლებიც სასპორტო საქმიანობის ფართობებს ემსახურება;
  10. მისაწვდომ სვლაგეზზე, სადაც მიწის ნაკვეთის შეზღუდული პირობებიდან გამომდინარე ტექნიკურად შეუძლებელია პანდუსების ან ლიფტების მოწყობა.“
  1. 1109.9 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1109.9 საწყობი. იქ, სადაც დამაგრებული ან ჩაშენებული სასაწყობო ელემენტები, მაგ., კარადები, ქურთუკების საკიდები, თაროები, სამედიცინო კარადები, ბარგის/ნივთების შესანახი კარადები, საკუჭნაოები და უჯრები განლაგებულია აუცილებელ მისაწვდომ სივრცეებში, თითოეული ტიპის, სულ მცირე, 5 %, მაგრამ ერთი ამგვარი კარადა მაინც მისაწვდომი უნდა იყოს.“.

  1. 1109.9.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1109.9.1 თანაბარუფლებიანობა. მისაწვდომ საშუალებებში და სივრცეებთან უნდა მოეწყოს ისეთივე სასაწყობო ელემენტები, როგორიც უზრუნველყოფილია მსგავსი ტიპის საშუალებებსა და სივრცეებში, რომლებიც არ არის მისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.“.

  1. 1109.9.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1109.9.2 თაროები და ვიტრინები. თვითმომსახურების დროს გამოსაყენებელი თაროები და ვიტრინები უნდა მოთავსდეს მისაწვდომ სვლაგეზზე. არ არის აუცილებელი, ასეთი თაროები და ვიტრინები აკმაყოფილებდეს დებულებებს, რომლებიც ეხება მისაწვდომობის დიაპაზონს.“.

  1. 1109.10 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1109.10 ამოცნობადი გამაფრთხილებლები. მგზავრების გადამყვანი ბაქნის კიდეებთან, სადაც წარმოიქმნება ჩავარდნის საფრთხე  და არ არის დაცული ჯებირებით ან მოაჯირებით, უნდა მოეწყოს ამოცნობადი გამაფრთხილებლები.

გამონაკლისი: ამოცნობადი გამაფრთხილებლები აუცილებელი არ არის მოეწყოს ავტობუსის გაჩერებებთან.“.

  1. 1109.12 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1109.12 მომსახურე საშუალებები. მომსახურე საშუალებები უნდა უზრუნველყოფდეს მისაწვდომ მოწყობილობებს 1109.12.1 – 1109.12.5 ქვეთავების შესაბამისად.“.

  1. 1109.12.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1109.12.1 ტანსაცმლის გამოსაცვლელი, ტანსაცმლის გასასინჯი/მოსაზომებელი და ნივთების შესანახი ოთახები. თუ მოწყობილია ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახები, ტანსაცმლის გასასინჯი/მოსაზომებელი ოთახები და ნივთების შესანახი ოთახები, სულ მცირე  5 %, მაგრამ, არანაკლებ, ერთი თითოეული ტიპის ოთახი თითოეულ ჯგუფში უნდა იყოს  მისაწვდომი.“.

  1. 1109.12.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1109.12.2 სალაროებთან მისადგომი გასავლელი. სადაც  მოწყობილია სალაროებთან მისადგომი გასავლელები, სალაროებთან მისაწვდომი საშუალებები უნდა მოეწყოს 1109.12.2 ცხრილის შესაბამისად. სადაც სალაროებთან მისადგომი გასავლელი ასრულებს სხვადასხვა ფუნქციას, სალაროს, სულ მცირე, ერთი მისაწვდომი გასავლელი უზრუნველყოფილი უნდა იყოს თითოეული ფუნქციისთვის. თუ სალაროებთან მისადგომი გასავლელი ასრულებს სხვადასხვა ფუნქციას, სალაროების მისაწვდომი გასავლელი უნდა მოეწყოს 1109.12.2 ცხრილის შესაბამისად. სადაც სალაროების რიგები განაწილებულია მთელ შენობაში ან მისაწვდომ საშუალებებში, სალაროებთან მისაწვდომი გასავლელები ასევე უნდა გადანაწილდეს. ტრანსპორტის საკონტროლო მოწყობილობა, დამცავი მოწყობილობები და ტურნიკეტები, რომლებიც მდებარეობს სალაროებთან მისაწვდომ გასავლელებში ან ზოლებში, უნდა იყოს მისაწვდომი.“.

  1. 1109.12.2 ქვეპუნქტის  ცხრილი 1109.12.2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ცხრილი 1109.12.2

სალაროებთან მისაწვდომი გასავლელები

ყველა ტიპის სალაროსთან მისაწვდომი გასავლელის რაოდენობა ჯამში

თითოეული ფუნქციის სალაროსთან მისადგომი გასავლელებიდან, მისაწვდომი გასავლელების მინიმალური რაოდენობა

1 - 4

1

5 - 8

2

9 - 15

3

15-ის ზემოთ

3, დამატებული 20%, დამატებითი გასავლელებიდან

“.

  1. 1109.12.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1109.12.3 სავაჭრო პუნქტები და მომსახურების დახლები. სადაც დახლები განკუთვნილია სავაჭროდ ან საქონლისა თუ მომსახურების გასანაწილებლად, თითოეული ტიპის, სულ მცირე, ერთი დახლი უნდა იყოს მისაწვდომი. თუ ასეთი დახლები განაწილებულია მთელ შენობაში ან მისაწვდომ საშუალებებში, მისაწვდომი დახლები ასევე უნდა გადანაწილდეს.“.

  1. 1109.12.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1109.12.4 საკვების გასაცემი დახლის ზოლები. საკვების გასაცემი დახლის ზოლები მისაწვდომი უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სადაც მოწყობილია თვითმომსახურებისთვის განკუთვნილი თაროები, თითოეული ტიპის 50%, მაგრამ სულ მცირე ერთი თარო მისაწვდომი უნდა იყოს.“.

  1. 1109.12.5 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1109.12.5 რიგები ან მოსაცდელი ზოლები. რიგები ან მოსაცდელი ზოლები, რომლებიც ემსახურება მისაწვდომ დახლებს ან სალაროებთან მისაწვდომ გასავლელებს,  მისაწვდომი უნდა იყოს.“.

  1. 1109.13 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1109.13 მაკონტროლებლები, სამართავი მექანიზმები და კავეული. დამკავებლის მიერ გამოსაყენებელი მაკონტროლებლები, სამართავი მექანიზმები და კავეული, მათ შორის, განათებისა და განიავების მაკონტროლებლები, ასევე, დენსართები, რომლებიც მისაწვდომ სივრცეებში მდებარეობს, მისაწვდომი სვლაგეზების გასწვრივ ან წარმოადგენს მისაწვდომი ელემენტების ნაწილებს, მისაწვდომი უნდა იყოს.

გამონაკლისი:

  1. სამართავი ნაწილები, რომელთაც მხოლოდ მომსახურე ან მომვლელი პერსონალი იყენებს, არ არის აუცილებელი, მისაწვდომი იყოს;
  2. სპეციალური გამოყენების ელექტრო ან საკომუნიკაციო კოლოფები არ არის აუცილებელი, მისაწვდომი იყოს;
  3. სადაც სამზარეულოს სამუშაო ზედაპირის ზემოთ დაყენებულია ორი ან მეტი დენსართი, რომელთაც არ ყოფს ნიჟარა ან რაიმე მოწყობილობა, ერთი დენსართი  შეიძლება არ იყოს მისაწვდომი;
  4. იატაკის დენსართები  შეიძლება არ იყოს მისაწვდომი;
  5. გათბობის, განიავებისა და კონდიცირების სისტემის დიფუზორები არ არის აუცილებელი, მისაწვდომი იყოს;
  6. გარდა განათების ჩამრთველებისა, თუ ერთი ელემენტისთვის რამდენიმე მაკონტროლებელია უზრუნველყოფილი, თითო სივრცეში თითო მაკონტროლებელი არ არის აუცილებელი, მისაწვდომი იყოს;
  7. აუზების, სპასა და ცხელი აბაზანების შემომზღუდავების კედლებსა და ღობეებში დატანებულ მისადგომ კარებსა ან ჭიშკრებს, არაუმეტეს, 1,4 მ და, არანაკლებ, 1,2 მ სიმაღლეზე მოპირკეთებული იატაკის ან მიწის დონიდან უნდა ჰქონდეს ელემენტების სამართავები, რომლებიც აღებს საკეტს, თუ თვითჩამკეტი მექანიზმები თავად არ იღება გასაღებით, ელექტრო გამღებით ან კოდით.“
  1. 1109.13.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1109.13.1 გასაღები ფანჯრები. თუ ოთახში არის გასაღები ფანჯრები, რომლებიც მისაწვდომი უნდა იყოს 1107.5.1.1, 1107.5.2.1, 1107.5.3.1, 1107.5.4, 1107.6.1.1, 1107.6.2.2.1 და 1107.6.4.1 ქვეთავების მიხედვით, თითოეულ ოთახში, სულ მცირე, ერთი ფანჯარა მისაწვდომი უნდა იყოს. ასევე მისაწვდომი უნდა იყოს თითოეული აუცილებელი გასაღები ფანჯარა.

გამონაკლისი: გასაღები ფანჯრები არ მოითხოვება სააბაზანო ოთახებში ან სამზარეულოებში.“.

  1. 1109.15 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1109.15 გასართობი და სასპორტო საშუალებები. მოწყობილობები გასართობ და სასპორტო საშუალებებში უნდა მოეწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მისაწვდომად, 1109.15.1 – 1109.15.4 ქვეთავების შესაბამისად.“.

  1. 1109.15.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1109.15.1 საშუალებები, რომლებიც ერთ შენობას ემსახურება. -2 და -3 ჯგუფის დაკავებულობებში, სადაც გასართობი საშუალებები ემსახურება ერთ შენობას, რომელიც მოიცავს „ა“ და „ბ“ ტიპის ერთეულებს, თითოეული ტიპის 25%, მაგრამ არანაკლებ, ერთი გასართობი საშუალება უნდა იყოს მისაწვდომი. თითოეული ტიპის ნებისმიერი გასართობი საშუალება გათვალისწინებული უნდა იყოს მისაწვდომი საშუალებების საერთო რაოდენობის გამოთვლისას.“.

  1. 1109.15.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1109.15.2 საშუალებები, რომლებიც რამდენიმე შენობას ემსახურება. -2 და -3 ჯგუფის დაკავებულობებში, სადაც რეკრეაციული საშუალებები ემსახურება ერთ შენობას, რომელიც მოიცავს „ა“ და „ბ“ ტიპის  ერთეულებს, თითოეული ტიპის საშუალების 25%, მაგრამ, არანაკლებ, ერთი გასართობი საშუალება უნდა იყოს მისაწვდომი. თითოეული ტიპის მისაწვდომი რეკრეაციული საშუალების საერთო რაოდენობის გამოთვლისას უნდა გავითვალისწინოთ მიწის ნაკვეთზე მდებარე თითოეული შენობის მომსახურე თითოეული ტიპის რეკრეაციული საშუალება.“.

  1. 1109.15.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1109.15.3 სხვა დაკავებულობები. ყველა გასართობი და სასპორტო საშუალება, რომელიც არაა განსაზღვრული 1109.15.1 ან 1109.15.2 ქვეთავებში, უნდა იყოს მისაწვდომი.“.

  1. 1109.15.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1109.15.4 გასართობ და სასპორტო საშუალებებთან დაკავშირებული გამონაკლისები. მისაწვდომ გასართობ და სასპორტო საშუალებებთან ამ თავის მოთხოვნები არ გამოიყენება ამ ქვეთავში განსაზღვრული ხარისხით.“.

  1. 1109.15.4.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1109.15.4.4 შემაღლებული ფართობები მსაჯების, ჟიურისა და შეფასებისთვის. შემაღლებული ნაგებობები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ სასპორტო თამაშების შესაფასებლად, არ საჭიროებს მისაწვდომობას.“.

  1. 1109.15.4.5 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1109.15.4.5 წყალში ჩასახტომი ტრამპლინები და პლატფორმები. ტრამპლინები და პლატფორმები არ საჭიროებს მისაწვდომობას.“.

  1. 1110.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1110.1 ნიშნები. მისაწვდომობის საერთაშორისო სიმბოლო მისაწვდომ ელემენტებთან უნდა განთავსდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ადგილებში:

  1. 1106.1 ქვეთავში მოთხოვნილი მისაწვდომი ავტოსადგომი სივრცეები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ავტოსადგომი სივრცეების საერთო რაოდენობა ოთხი ან ნაკლებია;
  2. სატრანსპორტო საშუალებების მგზავრებით დატვირთვა-დაცლის ზონები;
  3. მისაწვდომი ოთახები, სადაც ერთ ადგილზეა დაჯგუფებული ერთადგილიანი ტუალეტის ან სააბაზანო ოთახები;
  4. მისაწვდომი შესასვლელები, თუ ყველა შესასვლელი მისაწვდომი არ არის;
  5. სალაროებთან მისადგომი გასავლელები, სადაც ყველა გასავლელი მისაწვდომი არ არის. ნიშანი უნდა ეკიდოს სალაროებთან მისადგომი გასავლელების თავზე, სალაროებთან მისადგომი გასავლელების  ნომრების ან ტიპის აღმნიშვნელ ნიშანთან ერთად;
  6. საოჯახო ან სხვისი დახმარებით გამოსაყენებელი ტუალეტისა და სააბაზანო ოთახები;
  7. ტანსაცმლის გამოსაცვლელი, ტანსაცმლის გასასინჯი/მოსაზომებელი და ნივთების შესანახი ოთახები, სადაც ყველა ასეთი ოთახი არ არის მისაწვდომი.
  8. 1007.9 ქვეთავის შესაბამისად მოწყობილი  მისაწვდომი თავშესაფრის ფართობები;
  9. 1007.9 ქვეთავის შესაბამისად მოწყობილი გარე ფართობები სხვისი დახმარებით თავდასაღწევად.“
  1. 1110.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1110.2 მიმართულების აღმნიშვნელი ნიშნები. მიმართულების აღმნიშვნელი ნიშნები, რომლებიც მიუთითებს სვლაგეზს უახლოესი მისაწვდომი ელემენტისკენ, უნდა განთავსდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ადგილებში. ამ მიმართულების აღმნიშვნელ ნიშნებზე დატანილი უნდა იყოს მისაწვდომობის საერთაშორისო სიმბოლო:

  1. შენობის არამისაწვდომი შესასვლელები;
  2. არამისაწვდომი საჯარო ტუალეტისა და სააბაზანო საშუალებები;
  3. ლიფტები, რომლებიც არ ემსახურება მისაწვდომ სვლაგეზს;
  4. თითოეული სქესისთვის განკუთვნილ ტუალეტისა და აბაზანის ოთახთან განთავსებული ნიშანი უნდა მიანიშნებდეს საოჯახო ან სხვისი დახმარებით გამოსაყენებელი ტუალეტის ან სააბაზანო უახლოესი ოთახის მდებარეობას, თუ ისინი მოწყობილია 1109.2.1 ქვეთავის შესაბამისად;
  5. გასასვლელებთან და გასასვლელის გზა-კიბეებთან, რომლებიც ემსახურება აუცილებელ მისაწვდომ სივრცეს, მაგრამ არ წარმოადგენს აღიარებულ გასასვლელ საშუალებას, ნიშანი უნდა განთავსდეს 1007.10 ქვეთავის შესაბამისად.“
  1. 1110.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1110.3 სხვა ნიშნები. მისაწვდომობის აღმნიშვნელი სპეციალური ნიშნები შემდეგნაირად უნდა განთავსდეს:

  1. 1108.2.7 ქვეთავის შესაბამისად მოწყობილ თავშეყრის თითოეულ ფართობზე უნდა განთავსდეს ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ მოსმენის დამხმარე სისტემები ხელმისაწვდომია;

გამონაკლისი: ნიშნების მოთავსება თავშეყრის ყველა ფართობთან საჭირო არ არის, თუ ბილეთების სალაროებსა და სარკმელებზე მითითებულია, რომ მოსმენის დამხმარე აპარატურა ხელმისაწვდომია.

  1. თავშესაფრის ფართობის, სხვისი დახმარებით თავდასაღწევი გარე ფართობის,  გასასვლელის გზა-კიბის, გასასვლელი გზისა და შენობიდან გამოსასვლელის ყველა კართან ნიშანი უნდა განთავსდეს 1011.4 ქვეთავის შესაბამისად;
  2. თავშესაფრის ფართობებთან ნიშანი 1007.11 ქვეთავის შესაბამისად უნდა განთავსდეს;
  3. სხვისი დახმარებით თავდასაღწევ გარე  ფართობთან ნიშანი 1007.11 ქვეთავის შესაბამისად უნდა განთავსდეს;
  4. ორმხრივი კავშირის სისტემასთან, ნიშანი 1007.8.2 ქვეთავის შესაბამისად უნდა განთავსდეს;
  5. შიგა გასასვლელის გზა-კიბეებისა და პანდუსების საზღვრებში ნიშანი 1022.9 ქვეთავის შესაბამისად უნდა განთავსდეს.“
  1. 1110.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1110.4 მოძრავი/ცვალებადი შეტყობინების (VMS) ნიშნები. 1110.4.1 და 1110.4.2 ქვეთავებში მითითებულ ადგილებში განთავსებული ნიშნები, რომელზეც ინფორმაცია მოძრავი/ცვალებადია, უნდა აკმაყოფილებდეს ამგვარი (VMS)  ნიშნებისთვის მისაწვდომობის ეროვნულ სტანდარტებში განსაზღვრულ მოთხოვნებს.“.

  1. 1110.4.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1110.4.1 ტრანსპორტის მომსახურე საშუალებები. ტრანსპორტის მომსახურე საშუალებებში განთავსებული მოძრავი/ცვალებადი შეტყობინების (VMS)  ნიშნები, რომლებზეც გამოდის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ინფორმაციები, უნდა აკმაყოფილებდეს 1110.4 ქვეთავის მოთხოვნებს.“.

  1. 1110.4.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1110.4.2 საგანგებო ვითარების თავშესაფრები. საგანგებო ვითარების თავშესაფრებში განთავსებული მოძრავი/ცვალებადი შეტყობინების (VMS)  ნიშნები, რომლებზეც გამოდის საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციები, უნდა აკმაყოფილებდეს 1110.4 ქვეთავის მოთხოვნებს.

გამონაკლისი: სადაც მოძრავ/ცვალებად შეტყობინების (VMS) ნიშნებზე გამოტანილი ინფორმაცია ხმოვანი შეტყობინების ფორმითაც მიეწოდება, არ არის აუცილებელი შეესაბამებოდეს მისაწვდომობის ეროვნულ სტანდარტებს.“.

  1. 1208.2 ქვეპუნქტის პირველი გამონაკლისი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთ და ორ ერთეულიან (ბინიან) საცხოვრებლებში, ცენტრიდან, არანაკლებ, 1,2 მ-ით დაშორებული და ჭერის აუცილებელი სიმაღლის ქვემოთ 15 სმ-ზე მეტად არ უნდა იყოს ჩამოწეული კოჭები ან მთავარი კოჭები; “.

  1. 1602.1 ცხრილის სც-3 ჯგუფის დაკავებულობის ნაწილში, აღწერილობის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„ერთ და ორ ერთეულიანი (ბინიანი) საცხოვრებლები.“.

  1. 1708.7.7.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1708.7.7.1 დაგეგმარება და დაყენება. ორმხრივი საკომუნიკაციო სისტემა როგორც ხმოვან, ისე მხედველობით სიგნალებს უნდა გამოსცემდეს. იგი „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“მოთხოვნების შესაბამისად უნდა დააგეგმარონ და დააყენონ.“.

  1. 1708.7.7.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1708.7.7.2 ინსტრუქციები. ორმხრივი საკომუნიკაციო სისტემის გამოყენების ინსტრუქციები, სადგურის მდებარეობასთან ერთად, მუდმივად უნდა იყოს გამოკრული თითოეულ სადგურთან. ნიშნები „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ მხედველობით სიმბოლოებთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისად უნდა დამზადდეს.“.

  1. 2111.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2111.2 მისაწვდომი საშუალებების მოვლა. საშუალება, რომელიც აშენებულია ან გადაკეთებულია მისაწვდომობისთვის, ასეთად უნდა შენარჩუნდეს და იყოს მოვლილი დაკავებულობის განმავლობაში.“.

  1. 2111.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2111.3 გამოყენების ზღვარი. არსებული მისაწვდომი საშუალებების გადაკეთება არ გულისხმობს იმაზე მეტი მისაწვდომობის მოთხოვნას, ვიდრე ახალი მშენებლობისთვისაა საჭირო. გადაკეთება არ უნდა იწვევდეს მისაწვდომი საშუალების ან მისი ნაწილის მისაწვდომობის შესუსტებას ან შესუსტების ეფექტს.“.

  1. 2111.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2111.4 დაკავებულობის შეცვლა. თუ იცვლება არსებული შენობების ჯგუფი ან დაკავებულობა, ისინი უნდა შეესაბამებოდეს ამ ქვეთავს.

გამონაკლისი: ამ წესების 1107-ე ქვეთავში მოთხოვნილი, ტიპის საცხოვრებელი ან საძინებელი ერთეულების მოწყობა საჭირო არ არის არსებულ შენობებსა და მისაწვდომ საშუალებებში, თუ დაკავებულობის შეცვლას იწვევს გადაკეთება, რომელიც შენობის მთლიანი ფართობის 50%-ს ან ნაკლებს მოიცავს.“.

  1. 2111.4.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2111.4.1 დაკავებულობის ნაწილობრივი შეცვლა. თუ შენობის ნაწილში დაკავებულობა იცვლება ახალი დაკავებულობის ჯგუფით, ნებისმიერი გადაკეთება უნდა განხორციელდეს 2111.6, 2111.7 და 2111.8 ქვეთავების შესაბამისად.“.

  1. 2111.4.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2111.4.2 დაკავებულობის მთლიანად შეცვლა. თუ შენობის დაკავებულობა მთლიანად იცვლება, შენობა უნდა შეესაბამებოდეს 2111.4.1 ქვეთავს და უნდა ჰქონდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა მისაწვდომი საშუალება:

  1. შენობაში შესასვლელებიდან, სულ მცირე, ერთი მისაწვდომი უნდა იყოს;
  2. შენობის მისაწვდომი შესასვლელიდან ძირითადი ფუნქციით გამოყენებული ფართობებისკენ უნდა მიდიოდეს, სულ მცირე, ერთი მისაწვდომი სვლაგეზი;
  3. 1110-ე ქვეთავის შესაბამისი ნიშანთა სისტემა;
  4. ავტოსადგომების არსებობისას, უნდა იყოს მისაწვდომი ავტოსადგომი;
  5. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრთა დატვირთვის ზონების არსებობისას, სულ მცირე, ერთი ზონა მისაწვდომი უნდა იყოს;
  6. სულ მცირე, ერთი მისაწვდომი სვლაგეზი, რომელიც მისაწვდომ ავტოსადგომსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრთა დატვირთვის მისაწვდომ ზონასა და მისაწვდომ შესასვლელს აკავშირებს.

თუ ტექნიკურად შეუძლებელია, ჯგუფის ან დაკავებულობის შეცვლისას დაკმაყოფილდეს ახალი სამშენებლო სტანდარტების რომელიმე მოთხოვნა, ზემოთ ჩამოთვლილი  პუნქტები მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული ტექნიკური შესაძლებლობის ფარგლებში.

გამონაკლისი: 1-6 პუნქტებში ჩამოთვლილი მისაწვდომი საშუალებები ტიპის ერთეულებთან მისაწვდომ სვალეგზზე საჭირო არ არის.“

  1. 2111.6 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2111.6 გადაკეთებები. გადაკეთებული მისაწვდომი საშუალება მე-11 თავს უნდა შეესაბამებოდეს, თუ ტექნიკურად შესაძლებელია. თუ ამ ქვეთავთან შესაბამისობა ტექნიკურად შეუძლებელია, გადაკეთებისას მისაწვდომობა, ტექნიკური შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი.

გამონაკლისი:

  1. გადაკეთებული ელემენტი ან სივრცე შეიძლება არ იყოს მისაწვდომ სვლაგეზზე, თუ ამას არ მოითხოვს 2111.7 ქვეთავი;
  2. მე-10 თავში მოთხოვნილი მისაწვდომი გასასვლელი საშუალებები არსებულ მისაწვდომ საშუალებებში აუცილებელი არ არის;
  3. სც-2 ჯგუფის საზღვრებში მდებარე კერძო საკუთრებაში არსებული ტიპის საცხოვრებელი ერთეულების გადაკეთებისას, დასაშვებია ტიპის საცხოვრებელი ერთეულებისთვის განსაზღვრული დებულებების გამოიყენება;
  4. ამ წესების 1107-ე ქვეთავში მოთხოვნილი, ბ ტიპის საცხოვრებელი ან საძინებელი ერთეულების მოწყობა საჭირო არ არის არსებულ შენობებსა და მისაწვდომ საშუალებებში, თუ დაკავებულობის შეცვლას იწვევს გადაკეთება, რომელიც შენობის მთლიანი ფართობის 50%-ს ან ნაკლებს მოიცავს.“.
  1. 2111.7 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2111.7 გადაკეთება, რომელიც ზემოქმედებს მთავარი ფუნქციით გამოყენებულ ფართობებზე. თუ გადაკეთება ზემოქმედებს მთავარი ფუნქციით გამოყენებული ფართობის მისაწვდომობაზე ან მოიცავს მთავარი ფუნქციით გამოყენებულ ფართობს, მთავარი ფუნქციით გამოყენებულ ფართობს უნდა უდგებოდეს მისაწვდომი სვლაგეზი. მთავარი ფუნქციით გამოყენებულ ფართობთან მისაწვდომ სვლაგეზზე ტუალეტის ოთახები ან წყლის დასალევი შადრევნები უნდა მოეწყოს, რომლებიც მთავარი ფუნქციით გამოყენებულ ფართობს მოემსახურება.

გამონაკლისები:

  1. მისაწვდომი სვლაგეზის მოსაწყობად საჭირო ხარჯები მთავარი ფუნქციით გამოყენებულ ფართობის გადაკეთების ხარჯების 20%-ს არ უნდა აღემატებოდეს;
  2. ეს დებულება არ ეხება მხოლოდ ფანჯრების, კავეულის, სამართავი მოწყობილობების, ელექტროსადენებისა და ნიშნების გადაკეთებას;
  3. ეს დებულება არ ეხება მხოლოდ მექანიკური სისტემების, ელექტროსისტემების გადაკეთებას, ხანძრისგან დაცვის სისტემების დაყენებას ან გადაკეთებას, ასევე, საშიში ნივთიერებების გაუვნებელყოფას;
  4. ეს დებულება არ ეხება გადაკეთებას, რომლის მიზანი არსებული მისაწვდომი საშუალებების  ხარისხის გაზრდაა;
  5. ეს დებულება არ ეხება ტიპის საცხოვრებელი და საძინებელი ერთეულების გადაკეთებულ ფართობებს.“.
  1. 2111.8 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2111.8 გადაკეთებები. 2111.8.1 – 2111.8.14 ქვეთავების დებულებები ეხება არსებულ შენობებსა და მისაწვდომ საშუალებებში განხორციელებულ გადაკეთებებს.“.

  1. 2111.8.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2111.8.1 შესასვლელები. მისაწვდომი შესასვლელები 1105-ე ქვეთავის შესაბამისად უნდა მოეწყოს.

გამონაკლისი: თუ გადაკეთებისას შესასვლელის გადაკეთებაც ხდება და მისაწვდომ საშუალებებს მისაწვდომი შესასვლელი აქვს, გადაკეთებული შესასვლელი შეიძლება არ იყოს მისაწვდომი, თუ ამას არ მოითხოვს 2111.7 ქვეთავი. საჭიროა 1110-ე ქვეთავის შესაბამისი ნიშნების განთავსება.“.

  1. 2111.8.3ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2111.8.3 ბაქან-ლიფტები. მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების შესაბამისი ეტლისათვის განკუთვნილი ბაქან-ლიფტები, რომლებიც ASTM A18.1-ის მიხედვითაა დაყენებული, დასაშვებია იყოს მისაწვდომი სვლაგეზის კომპონენტი/ნაწილი.“.

  1. 2111.8.5 ქვეპუნქტი და ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2111.8.5 პანდუსები. თუ შეზღუდული სივრცე 1010.2 ქვეთავში ნებადართულზე მკვეთრ დახრას მოითხოვს, არსებულ ნაგებობებში მდებარე ან არსებულ ნაგებობებთან მისადგომი პანდუსების დახრა 2111.8.5 ცხრილს უნდა შეესაბამებოდეს.

ცხრილი 2111.8.5

პანდუსები

დახრა

მაქსიმალური ამაღლება

1:10-ზე მკვეთრი, მაგრამ არაუმეტეს 1:8

75 მმ

1:12-ზე მკვეთრი, მაგრამ არაუმეტეს 1:10

150 მმ

 

  1. 2111.8.7 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2111.8.7 მისაწვდომი საცხოვრებელი ან საძინებელი ერთეულები. თუ გადაკეთების ან მიშენება-დაშენების სამუშაოები დწ-1, დწ-2, დწ-3, -1, -2 ან -4 ჯგუფის საცხოვრებელ ან საძინებელ ერთეულებში წარმოებს, მისაწვდომი ერთეულებისათვის განკუთვნილი 1107-ე ქვეთავის მოთხოვნები, მხოლოდ იმ სივრცეებს ეხება, რომლებზეც გადაკეთება ან მიშენება-დაშენება ხდება.“.

  1. 2111.8.8 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2111.8.8 ა ტიპის საცხოვრებელი ან საძინებელი ერთეულები. თუ გადაკეთება ან მიშენება-დაშენება 20-ზე მეტ -2 ჯგუფის საცხოვრებელ ან საძინებელ ერთეულს ეხება, ტიპის ერთეულებისათვის განკუთვნილი 1107-ე ქვეთავის მოთხოვნები, მხოლოდ იმ სივრცეებს ეხება, რომლებზეც გადაკეთება ან მიშენება-დაშენება ხდება.“.

  1. 2111.8.9 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2111.8.9 ბ ტიპის საცხოვრებელი ან საძინებელი ერთეულები. თუ მიშენება-დაშენება ოთხ ან ოთხზე  მეტ დწ-1, დწ-2, -1, -2, -3 ან -4 ჯგუფის საცხოვრებელ ან საძინებელ ერთეულს ეხება, ტიპის ერთეულებისათვის განკუთვნილი 1107-ე ქვეთავის მოთხოვნები, მხოლოდ იმ სივრცეებს ეხება, რომლებზეც მიშენება-დაშენება ხდება. თუ დწ-1, დწ-2, -1, -2, -3 ან -4 ჯგუფის საცხოვრებელ ან საძინებელ ერთეულს გადაკეთება ეხება და სადაც გადასაკეთებელი ფართობი მთლიანი ფართობის 50%-ზე მეტია, 1107-ე ქვეთავის მოთხოვნები ტიპის ერთეულებთან მიმართებაში ეხება მხოლოდ იმ სივრცეებს რომლებიც გადაკეთდება.

  1. 2111.8.10 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2111.8.10 ნაფიც მსაჯულთა დასაჯდომები და მოწმეთა ტრიბუნები. სადაც მისაწვდომობისათვის მოწყობილი პანდუსი ან ლიფტის მისადგომი ზღუდავს ან იჭრება გასასვლელ საშუალებებში, გადაკეთებისას ეტლის მისაწვდომი სივრცეების მოწყობა ნაფიც მსაჯულთა ამაღლებულ დასაჯდომებთან ან მოწმეთა ტრიბუნებთან აუცილებელი არ არის და ისინი შეიძლება ამ სივრცეების მიღმა განთავსდეს.“.

  1. 2111.8.11 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2111.8.11 ტუალეტის ოთახები. თუ ტექნიკურად შეუძლებელია არსებული ტუალეტისა და სააბაზანო ოთახების გადაკეთება ისე, რომ მისაწვდომი გახდეს, დასაშვებია 1109.2.1 ქვეთავის შესაბამისი საოჯახო ან სხვისი დახმარებით გამოსაყენებელი ტუალეტის ან სააბაზანო ოთახების განთავსება. საოჯახო ან სხვისი დახმარებით გამოსაყენებელი ტუალეტის ოთახები იმავე სართულსა და ფართობზე უნდა განთავსდეს, რომელზეც არსებული ტუალეტის ან სააბაზანო ოთახებია.“.

  1. 2111.8.12 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2111.8.12 ტანსაცმლის გასასინჯი, გამოსაცვლელი და შესანახი ოთახები. თუ ტექნიკურად შეუძლებელია ტანსაცმლის გასასინჯი, გამოსაცვლელი და შესანახი მისაწვდომი ოთახების მოწყობა მსგავსი ტიპის ოთახებთან ერთად, ერთი მისაწვდომი ოთახი უნდა მოეწყოს იმავე დონეზე. სხვადასხვა სქესისთვის განკუთვნილი ოთახების არსებობისას თითოეული სქესისთვის მისაწვდომი ოთახი უნდა მოეწყოს. თითოეული სქესისთვის განკუთვნილი ოთახები საჭირო არ არის, თუ მოწყობილია ორივე სქესისთვის განკუთვნილი ოთახები.“.

  1. 2111.8.13 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2111.8.13 საწვავის გამანაწილებლები. დასაშვებია, საწვავის გამანაწილებლების ელემენტების სამართავები, საავტომობილო გზის ზედაპირიდან, არაუმეტეს, 1370 მმ სიმაღლეზე მდებარეობდეს, თუ საწვავის გამანაწილებლები არსებულ ბორდიურებზეა განთავსებული.“.

  1. 2111.8.14 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2111.8.14 ზღურბლი. გზა-კარებთან ზღურბლების სიმაღლე არაუმეტეს 20 მმ უნდა იყოს. ზღურბლები ორივე მხარეს დახრილი უნდა იყოს.“.

  1. 2111.9 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2111.9 ისტორიული შენობები. ეს დებულებები ისტორიულ ნაგებობებს ეხება, რომლებშიც ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში, განზრახულია გადაკეთების სამუშოები ან იცვლება დაკავებულობა. თუ მისაწვდომი სვლაგეზების, შესასვლელების ან ტუალეტის ოთახების მოწყობით ნაგებობისთვის მინიჭებული ისტორიული ღირებულება უფასურდება ან საფრთხე ექმნება და აღნიშნულს ადასტურებს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო, დასაშვებია 2111.9.1 – 2111.9.4 ქვეთავებში განსაზღვრული ალტერნატიული საშუალებების გამოყენება.

გამონაკლისი: ისტორიულ შენობებში საჭირო არ არის 1107-ე ქვეთავში მოთხოვნილი ბ ტიპის საცხოვრებელი ან საძინებელი ერთეულების მოწყობა.“

  1. 2111.9.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2111.9.1 ადგილზე შესასვლელები. ადგილზე/მიწის ნაკვეთზე შესასვლელიდან მისაწვდომ შესასვლელამდე, სულ მცირე, ერთი მისაწვდომი სვლაგეზი უნდა მოეწყოს.“.

  1. 2111.9.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2111.9.2 მრავალდონიანი შენობები და მისაწვდომი საშუალებები. მისაწვდომი შესასვლელიდან საზოგადოებრივ სივრცეებამდე მისაწვდომი შესასვლელის დონეზე მისაწვდომი სვლაგეზი უნდა მოეწყოს.“.

  1. 2111.9.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2111.9.3 შესასვლელები. სულ მცირე, ერთი მთავარი შესასვლელი მისაწვდომი უნდა იყოს.

გამონაკლისი:

  1. თუ არ ხერხდება მთავარი შესასვლელის გადაკეთება მისაწვდომად, არასაზოგადოებრივი მისაწვდომი სივრცე უნდა მოეწყოს, რომელიც ღია იქნება ყოველთვის, როდესაც შენობა დაკავებულია;

ან

  1. თუ არ ხერხდება მთავარი შესასვლელის გადაკეთება მისაწვდომად, ჩაკეტილი მისაწვდომი შესასვლელი უნდა მოეწყოს, აღჭურვილი შეტყობინების ან დისტანციური მონიტორინგის სისტემით.

მთავარ შესასვლელთან და მისაწვდომ შესასვლელთან 1110-ე ქვეთავის შესაბამისი ნიშნები უნდა განთავსდეს.“.

  1. 2111.9.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2111.9.4 ტუალეტისა და სააბაზანოს მისაწვდომი საშუალებები. ტუალეტის ოთახებიდან, სულ მცირე, ერთი საოჯახო ან სხვისი დახმარებით გამოსაყენებელი მისაწვდომი ტუალეტის ოთახი უნდა იყოს, რომელიც შეესაბამება 1109.2.1 ქვეთავს.“.

 

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის პირველი მარტიდან.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია