„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/535
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 09/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016682
1-1/535
09/12/2020
ვებგვერდი, 10/12/2020
040030000.22.024.016682
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება  №1-1/535

2020 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 14/04/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040300000.22.024.016059) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული აქტების, უსაფრთხოების მითითების მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას დამრღვევ პირთა მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;“;

ბ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) საძებნ-სამაშველო მომსახურების ზედამხედველობა და კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაცია;“;

გ) „ჰ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ1“ ქვეპუნქტი:

„ჰ1) სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვები დონის განსაზღვრაში მონაწილეობა და მისი მონიტორინგი; ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება, საფრთხეების იდენტიფიცირება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის საფუძველზე, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა.“

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს და ხარისხის და უსაფრთხოების მართვის სისტემას.“

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა, პერსონალი და სამუშაო გარემო

1. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი;

ბ ) აეროდრომების და აეროპორტების დეპარტამენტი;

გ) სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტი;

დ) საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის დეპარტამენტი;

ე) გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტი;

ვ) საავიაციო უშიშროების დეპარტამენტი;

ზ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

თ) საფინანსო-ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი;

ი) ხარისხის მართვის დეპარტამენტი;

კ) უპილოტო საჰაერო სისტემების და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი;

ლ) სამართალშემოქმედების, საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროკავშირის რეგულაციების დანერგვის დეპარტამენტი.

2. სააგენტოს თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელების მიზნით უნდა ჰყავდეს საკმარისი რაოდენობის კვალიფიციური, გამოცდილი და კომპეტენტური თანამშრომელი/პერსონალი.

3. სააგენტოს სამუშაო გარემო, სულ მცირე, მოიცავს:

ა) შესაბამის საოფისე ფართს;

ბ) საოფისე აღჭურვილობას (კომპიუტერებისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებების ჩათვლით);

გ) სატრანსპორტო საშუალებებს;

დ) პერსონალის უსაფრთხოების/დამცავ საშუალებებს;

ე) ინსპექტირებისთვის საჭირო ხელსაწყოებს და აღჭურვილობას;

ვ) პერსონალისთვის ხელმისაწვდომ ტექნიკურ ბიბლიოთეკას და პერსონალის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის მიღების, კონტროლისა და განაწილების უზრუნველყოფის სხვა საშუალებებს.

4. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს მისი ფუნქციების ჯეროვან შესრულებაზე გავლენის მქონე მნიშვნელოვანი ცვლილებების იდენტიფიცირებისა და მართვის პროცესი; “.

4. მე-5 მუხლის „ა“, „ბ“ „გ“ „დ“, „ე“, „ვ“, „თ“ „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი – საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის საქმიანობაზე ზედამხედველობა და სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება; საავიაციო სამუშაოების შესრულების უფლებამოსილების მინიჭების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება, საავიაციო სამუშაოების შესრულების ზედამხედველობა; კომპლექსური საჰაერო ხომალდით საკუთარი მიზნებისთვის ექსპლუატაციის ზედამხედველობა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; კომპეტენციის ფარგლებში, ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების, გაუქმების და საკვალიფიკაციო აღნიშვნის გაცემის პროცესის წარმართვა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა და სამოქალაქო საჰაერო ხომალდის მარშრუტზე ეკიპაჟის საფრენოსნო და მეთოდური შემოწმება; კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული ავიასპეციალისტის მოწმობისა და საკვალიფიკაციო აღნიშვნის აღიარების პროცესის წარმართვა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების და ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) სერტიფიცირების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; სასწავლო პროგრამის და სახელმძღვანელოების შეთანხმება, მასწავლებლის მოწმობის გაცემის პროცესის წარმართვა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; სხვა ქვეყნის სასწავლო დაწესებულების და საწაფის აღიარების პროცესის წარმართვა, დასკვნის მომზადება და შესაბამისი რეესტრის წარმოება; ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების პროცესის წარმართვა, შესაბამისი დასკვნის მომზადება, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა და რეესტრის წარმოება; კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; აეროპორტში საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმება (მათ შორის, უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმება (SAFA/RAMP); ავიასაწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება; კომპეტენციის ფარგლებში, საჰაერო სივრცეში ფრენის წესების შესრულებაზე ზედამხედველობა, საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების და უსაფრთხოების მითითების პროექტების მომზადება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა; უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების შემუშავება, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვები დონის განსაზღვრაში მონაწილეობა და მონიტორინგი; ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი, სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესში მონაწილეობა, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;

ბ) აეროდრომების და აეროპორტების დეპარტამენტი – აეროდრომის და ვერტოდრომის სერტიფიცირების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება, მის საქმიანობაზე ზედამხედველობა; საქართველოს სამოქალაქო აეროდრომების რაიონის განსაზღვრა; აეროდრომების და ვერტოდრომების აღრიცხვა და საფრენი მოედნების რეგისტრაცია; აეროდრომის შუქტექნიკური სისტემის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; საწვავგასამართი საწარმოს სერტიფიცირების პროცესის წარმართვა და დასკვნის მომზადება, ზედამხედველობა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; საწვავგასამართი საწარმოს ტექნიკური პერსონალის მოწმობის გაცემის პროცესის წარმართვა, შესაბამისი დასკვნის მომზადება, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა, შესაბამისი რეესტრის წარმოება; კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო პროგრამების შეთანხმება; აეროდრომისა და ვერტოდრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება; საწარმოში დაგეგმილი ცვლილებების შეთანხმება; კომპეტენციის ფარგლებში, საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება; კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების, სახელმძღვანელო მასალის და უსაფრთხოების მითითების პროექტების მომზადება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა; უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების შემუშავება, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვები დონის განსაზღვრაში მონაწილეობა და მონიტორინგი; ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი, სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესში მონაწილეობა, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;

გ) სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტი – სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება, მის საქმიანობაზე ზედამხედველობა, სერტიფიცირებული საწარმოს სააერნაოსნო მომსახურების გამწევად დანიშვნის პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა; სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების/სისტემების აღიარების პროცესის წარმართვა და დასკვნის მომზადება; საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურების სახეების განსაზღვრაში მონაწილეობა; საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის, სააერნაოსნო ტექნიკური საშუალებების მომსახურების განმახორციელებელი ტექნიკური პერსონალი, საავიაციო მეტეოროლოგიური პერსონალის, ფრენის პროცედურების დიზაინერის, კარტოგრაფის და ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურებაში ჩართული პერსონალის მომზადებისა და კვალიფიკაციის შენარჩუნების ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სფეროში, საძებნ-სამაშველო მომსახურების ზედამხედველობა კომპეტენციის ფარგლებში და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაცია; საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის და კლასიფიკაციის შემუშავებაში მონაწილეობა; საჰაერო სივრცის ორგანიზების და საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების ზედამხედველობა; ფრენის პროცედურების განხილვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; საავიაციო რუკების პროექტების შეთანხმება, ფრენის პროცედურების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტის შედგენასა და გამოქვეყნებაზე ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება და სააგენტოს მიერ მომზადებული ჰაერსანაოსნო ინფორმაციის ვალიდაცია/ვერიფიკაცია; კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება, მის საქმიანობაზე ზედამხედველობა; უცხო ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების აღიარების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო პროგრამების შეთანხმება; კომპეტენციის ფარგლებში, ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემის საკვალიფიკაციო აღნიშვნის გაცემის პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; მასწავლებლის მოწმობის გაცემის პროცესის წარმართვა; სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული მოწმობის აღიარების პროცესის წარმართვა; სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს უსაფრთხოების და ხარისხის მართვის სისტემის, მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში დაგეგმილი ცვლილებების შეთანხმება; კომპეტენციის ფარგლებში, საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების, და უსაფრთხოების მითითების პროექტების მომზადება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა; უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების შემუშავება, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვები დონის განსაზღვრაში მონაწილეობა და მონიტორინგი; ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი, სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესში მონაწილეობა, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; სააერნაოსნო მომსახურების სფეროს მონიტორინგი და მისი ფუნქციონირების შესახებ, ასევე ერთიანი ევროპული ცის (SES) და ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების გენერალური გეგმის (ATM MasterPlan) დანერგვის შესახებ ანგარიშების შედგენა/შედგენის კოორდინირება/შეთანხმება და შესაბამისი (ICAO, EC, EASA, EUROCONTROL) ორგანიზაციებისთვის წარდგენა; საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტის საქმიანობის ადმინისტრირება და ორგანიზაციული მხარდაჭერა; კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების შესრულებაზე ზედამხედველობა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;

დ) საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის დეპარტამენტი – სამოქალაქო საჰაერო ხომალდის სახელმწიფო რეგისტრაცია და შესაბამისი რეესტრის წარმოება; საჰაერო ხომალდის ფრენისათვის ვარგისობის დადგენა და სათანადო საბორტო დოკუმენტაციის გაცემა; ავიასაწარმოს მიერ საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა; საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს და ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დასკვნის მომზადება, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; საქართველოს აეროპორტებში საქართველოს და უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ბაქანზე ინსპექტირება (SAFA/RAMP); უცხო ქვეყნის მიერ გაცემული საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის ან მისი ანალოგიური დოკუმენტის აღიარების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება; კომპეტენციის ფარგლებში, საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება; კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების და უსაფრთხოების მითითების პროექტების მომზადება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა; უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების შემუშავება, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვები დონის განსაზღვრაში მონაწილეობა და მონიტორინგი; ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი, სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესში მონაწილეობა, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება; საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებზე მოდიფიკაცია/რემონტების ჩასატარებლად, საჰაერო ხომალდის ტიპის სერტიფიკატის მფლობელის სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლების, ან ამ სახელმწიფოს მიერ საჰაერო ხომალდის დამპროექტებელი სერტიფიცირებული ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული მონაცემების შეთანხმება; კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების პროცესის წარმართვა, შესაბამისი დასკვნის მომზადება და მის საქმიანობაზე ზედამხედველობა; უცხო ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების აღიარების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; სასწავლო პროგრამების შეთანხმება; კომპეტენციის ფარგლებში ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემის პროცესის წარმართვა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; სხვა სახელმწიფოების მიერ გაცემული მოწმობის აღიარების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;

ე) გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტი – საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველის საერთაშორისო ბაზარზე დაშვების, უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველის საქართველოს ავიაბაზარზე დაშვების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; ავიაგადამზიდველის არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის პროცესის წარმართვა, დასკვნის მომზადება და შესაბამისი რეესტრის წარმოება; საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვის გაცემის პროცესის წარმართვა და დასკვნის მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; საჰაერო ტრანსპორტზე გადაყვანა-გადაზიდვის სტატისტიკური მონაცემების დამუშავების და მათი ანალიზის უზრუნველყოფა; საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების დანიშვნისა და ფრენის სიხშირეების განაწილებისას აუქციონის ჩატარების უზრუნველყოფა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; სანავიგაციო სეზონების მიხედვით, ავიაგადამზიდველის ფრენის განრიგის დამტკიცება; საავიაციო სატვირთო ტერმინალის სერტიფიცირების პროცესის წარმართვა, დასკვნის მომზადება და შესაბამისის რეესტრის წარმოება; სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ზედამხედველობა და სახიფათო ტვირთების სამოქალაქო საჰაერო ხომალდით გადაზიდვის აკრძალვისაგან გათავისუფლება; საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შეთანხმება, საერთაშორისო ხელშეკრულებით და/ან საქართველოსა და უცხო სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმებული დოკუმენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში; საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება-განხილვაში მონაწილეობა; საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემასა და დახმარების აღმოჩენისთვის დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა; საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენისთვის დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; კომპეტენციის გარგლებში, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო პროგრამების შეთანხმება, ინსტრუქტორის მოწმობის გაცემა; კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა.

ვ) საავიაციო უშიშროების დეპარტამენტი – საავიაციო საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა; სამოქალაქო ავიაციის სფეროში მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილების მიზნით ავისაწარმოების საქმიანობის მუდმივი ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამების შეთანხმება; ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის წლიური გეგმების შეთანხმება; აეროპორტების კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი პიროვნების და სააგენტოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მუდმივი საშვის გაცემის პროცესის წარმართვა; საავიაციო უშიშროების სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; სამოქალაქო ავიაციის სფეროში მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების რისკის შეფასება და რისკის შეფასების საფუძველზე სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში საფრთხის დონის განსაზღვრა; მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს საჭირო ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული სახელმწიფოებისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისათვის; კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბისთვის კონსულტაციის გაწევა; კომპეტენციის ფარგლებში, სპეციალური რეისების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა; საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების ტიპების, ტექნიკური და მუშა მახასიათებლების, აღმოჩენის მინიმალური პარამეტრების, ტექნიკური მოწყობილობების ტექნიკური და მუშა მახასიათებლების განსაზღვრა; საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობებისა და მათი სატესტო ობიექტების ავიასაწარმოს მიერ შესყიდვის შეთანხმება; კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო პროგრამების შეთანხმება, საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის სერტიფიცირების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; მასწავლებლის მოწმობის გაცემის პროცესის წარმართვა; კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა.

თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი – სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების ორგანიზება და კოორდინაცია; საავიაციო სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების დელეგაციების მიღება, შეხვედრების ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტების შედგენა-შენახვა; საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობა – სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, სააგენტოს წლიური ანგარიშებისა და შესაბამის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება; სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა, თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე მასალების მომზადება, სააგენტოს თანამშრომელთა მომზადება/გადამზადების პროგრამების მართვა და კოორდინაცია; თანამშრომლების შიდა და გარე სასწავლო კურსებზე დასწრების დაგეგმვა და ორგანიზება; სააგენტოს საქმისწარმოების უზრუნველყოფა საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად; სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სააგენტოში შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, აგრეთვე, საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი, კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების დადგენილ ვადაში ჩამოწერა; კორესპონდენციის დროულად მიწოდება; საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ქსელის საშუალებების ექსპლუატაცია, კორესპონდენციის მიღება/გაგზავნა; საარქივო მასალების შენახვა, არქივის წარმოება;

კ) ხარისხის მართვის დეპარტამენტი – სააგენტოს მიერ განსაზღვრული ხარისხის, შრომის, ინფორმაციული უსაფრთხოების და ფრენის უსაფრთხოების პოლიტიკის შესრულების უზრუნველყოფა; სააგენტოში მიმდინარე ძირითადი და დამხმარე პროცესების შესაბამისი პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა; სააგენტოს წლიური სამოქმედო გეგმის და სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის კონსოლიდაცია; სააგენტოს სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი; სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესის ინიცირება და მისი ზედამხედველობა; სააგენტოს მართვის სისტემის, სააგენტოში წარმოებული ძირითადი პროცესებისა და მათი რელევანტური პროცედურების მოქმედ ეროვნულ და საერთაშორისო საავიაციო სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი; მოქმედ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებელი ღონისძიებების დაგეგმვა და რეგულარული განხორციელება; სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისობის მონიტორინგის შედეგების წარდგენა, გამოვლენილი შეუსაბამობების გამოსასწორებელი და პრევენციული ღონისძიებების განხორციელების კონტროლი; ინფორმაციული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელობისათვის;ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა და მისი ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შიდაუწყებრივი დოკუმენტაციის შემუშავება; ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათზე რეაგირების მონიტორინგი; ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ანგარიშგება; საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, შეტყობინებების სტატისტიკური ანალიზი, დამუშავება და წლიური ანგარიშის მომზადება, შეტყობინებების მონაცემთა ბაზის წარმოება, შეტყობინების შესახებ მონაცემების გაცვლა სხვა ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებასთან და საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან, ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობა, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით, შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვა და მართვა; კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა.

ლ) უპილოტო საჰაერო სისტემების და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი – უპილოტო საჰაერო სისტემების რეგისტრაცია, რეგისტრაციის მოწმობის გაცემა, მოქმედების ვადის გაგრძელება, გაუქმება და შესაბამისი რეესტრის წარმოება; უპილოტო საჰაერო სისტემების ექსპლუატანტის რეგისტრაცია, მოქმედების ვადის გაგრძელება, გაუქმება და შესაბამისი რეესტრის წარმოება; უპილოტო საჰაერო სისტემის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემის პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; უპილოტო საჰაერო სისტემის ექსპლუატაციაზე თანხმობის (ავტორიზაცია) გაცემა, მასში ცვლილებების შეტანა, გაუქმება; დისტანციური პილოტის შესაბამისი კატეგორიის მოწმობის გაცემა, გამოცვლა, მოქმედების ვადის გაგრძელება, განახლება, საკვალიფიკაციო აღნიშვნის მინიჭება და შესაბამისი რეესტრის წარმოება; ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების და უპილოტო საჰაერო სისტემების ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა; ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემა, სერტიფიკატში ცვლილებების შეტანა, მოქმედების ვადის გაგრძელება, შეზღუდვა, შეჩერება, აღდგენა და გაუქმება, შესაბამისი რეესტრის წარმოება; არაკომპლექსური საჰაერო ხომალდის საკუთარი მიზნებისთვის ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების, და უსაფრთხოების მითითების პროექტების მომზადება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების ანალიზი; უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების შემუშავება, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვები დონის განსაზღვრაში მონაწილეობა და მონიტორინგი; ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი, სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესში მონაწილეობა, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის მომზადება, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა, უცხო ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების აღიარების პროცესის წარმართვა, სასწავლო პროგრამების შეთანხმება; კომპეტენციის ფარგლებში, ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემის და სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული მოწმობის აღიარების პროცესის წარმართვა, შესაბამისი რეესტრის წარმოება; კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა