დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 170 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/12/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/12/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 28/12/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.22.034.017096 |
170
10/12/2020
ვებგვერდი, 14/12/2020
010240060.22.034.017096
„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
|
„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით (სსმ, 02/07/2007წ., №94, მუხ.1012) დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის III7 თავი:
„თავი III7
დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების გაწევის თაობაზე სააგენტოსათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის მეშვეობით მიმართვა
მუხლი 1716
1. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის (შემდგომში - ერთიანი მომსახურების ცენტრი) მეშვეობით სააგენტოს მიმართოს შემდეგი მომსახურებების გაწევის თაობაზე:
ა) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;
ბ) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა;
გ) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემა;
დ) მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემა;
ე) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა;
ვ) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა;
ზ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა;
თ) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესახებ ცნობის გაცემა.
2. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს ერთიანი მომსახურების ცენტრის მეშვეობით სააგენტოს მიმართოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ − „ი“, ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების დაჩქარებული წესით გაწევის თაობაზე.
3. მომსახურების გაწევის თაობაზე სააგენტოსათვის ერთიანი მომსახურების ცენტრის მეშვეობით მიმართვის უფლება აქვს ამ წესით განსაზღვრული მომსახურების გაწევის მოთხოვნის მქონე დაინტერესებულ პირს.
4. ერთიანი მომსახურების ცენტრის მეშვეობით სააგენტოსთვის მიმართვის შემდეგ, სააგენტო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მომსახურებას ახორციელებს ამ წესის შესაბამისად.
5. ამ თავით განსაზღვრული ცალკეული საკითხების (მათ შორის ინფორმაციის გაცვლასთან, მომსახურების გაწევის პროცესში მიღებული პერსონალური ინფორმაციის დაცვასთან, მომსახურების საფასურის გადახდასთან დაკავშირებული და სხვა საკითხების) დეტალურად მოწესრიგების მიზნით ერთიანი მომსახურების ცენტრსა და სააგენტოს შორის შესაძლებელია დაიდოს ხელშეკრულება (შეთანხმება).
მუხლი 1717
1. ამ თავით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას სააგენტო უზრუნველყოფს:
ა) ერთიანი მომსახურების ცენტრის მიერ დაინტერესებული პირის განცხადების მიღებისა და კომპიუტერული პროგრამის ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით სააგენტოსათვის შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოწოდების საფუძველზე, შესაბამისი მომსახურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნის, ასევე მომსახურების გაწევისას შესრულებული დოკუმენტების (მათ შორის ცნობის) ერთიანი მომსახურების ცენტრისათვის გადაგზავნას კომპიუტერული პროგრამის ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით (გარდა ამ თვით განსაზღვრული შემთხვევებისა);
გ) ერთიანი მომსახურების ცენტრის მომარაგებას შესაბამისი ცნობის ბლანკებით;
დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას, რაც აუცილებელია დაინტერესებული პირებისათვის მომსახურების გაწევისათვის.
2. ამ თავით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად, ერთიანი მომსახურების ცენტრსა და სააგენტოს შორის კავშირი ხორციელდება ამ მიზნით შექმნილი სააგენტოს სპეციალური კომპიუტერული პროგრამის (შემდგომში – კომპიუტერული პროგრამა) საშუალებით. დაინტერესებული პირის მიერ, ერთიანი მომსახურების ცენტრის მეშვეობით, მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების ელექტრონული სახით სააგენტოსათვის წარდგენისათვის, ასევე სააგენტოს მიერ ერთიანი მომსახურების ცენტრისთვის დოკუმენტების ელექტრონული სახით გადაგზავნისათვის, გარდა კომპიუტერული პროგრამისა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ელექტრონული კომუნიკაციის სხვა დაცული საშუალება (შემდგომში - ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალება).
3. ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას, სააგენტო დაინტერესებულ პირთან კომუნიკაციას ახორციელებს კომპიუტერული პროგრამის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით, ერთიანი მომსახურების ცენტრისათვის შესაბამისი ინფორმაციის/ელექტრონული დოკუმენტის გადაგზავნის გზით. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მხრიდან დაინტერესებულ პირთან კომუნიკაციისათვის ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კომუნიკაციის სხვა საშუალება (მოკლეტექსტური შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა, ფოსტა და ა.შ).
მუხლი 1718
1. დაინტერესებული პირის მიერ 1716 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის თაობაზე სააგენტოსათვის ერთიანი მომსახურების ცენტრის მეშვეობით მიმართვის შემთხვევაში, ერთიანი მომსახურების ცენტრი უზრუნველყოფს:
ა) დაინტერესებული პირის ინფორმირებას მოთხოვნილი მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების, წარმოსადგენი დოკუმენტების, გადასახდელი მომსახურების საფასურების ოდენობის, ასევე, მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ;
ბ) მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადების შემტანი დაინტერესებული პირის იდენტიფიკაციას;
გ) დაინტერესებული პირის მიერ მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტების ვიზუალურ დათვალიერებას, ხოლო დათვალიერების შედეგად დოკუმენტებში ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების შესაძლო გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათის შეცვლის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში - შესაბამისი ინფორმაციის სააგენტოსათვის მიწოდებას;
დ) საჭიროების შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ მასთან წარდგენილი განცხადებისა და სხვა დოკუმენტების, ასევე სააგენტოს მოთხოვნით დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტის სააგენტოსათვის კომპიუტერული პროგრამის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალების მეშვეობით დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 1 საათისა, დადგენილი წესით გაგზავნას;
ე) სააგენტოს მიერ კომპიუტერული პროგრამის ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით მისთვის გაგზავნილი ინფორმაციის/ელექტრონული დოკუმენტის დაინტერესებული პირისათვის გაცნობას/გადაცემას, დაინტერესებული პირის მოთხოვნის ან ამ თავით განსაზღვრულ შემთხვევებში ელექტრონული დოკუმენტის ამობეჭდვას, ამონაბეჭდის დადგენილი წესით დამოწმებას ან/და დადასტურებასა და დაინტერესებული პირისათვის გადაცემას. ასევე ინფორმაციის/ელექტრონული დოკუმენტის დაინტერესებული პირისთვის გაცნობის/გადაცემის თაობაზე, დაუყოვნებლივ, (მაგრამ არაუგვიანეს 1 საათისა) სააგენტოს ინფორმირებას;
ვ) დაინტერესებული პირის მიერ მატერიალური ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტების შენახვასა და ერთი კალენდარული თვის განმავლობაში სააგენტოსთვის გადაცემას;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელებას.
2. ამ თავით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ერთიანი მომსახურების ცენტრი უფლებამოსილია დადგენილი წესითა და მოცულობით დაამუშავოს (შეაგროვოს, გამოიყენოს, შეინახოს, გაანადგუროს და ა.შ) დაინტერსებული პირის პერსონალური მონაცემები, ასევე მონაცემთა ბაზებიდან მიიღოს პირის იდენტიფიცირებისათვის, განცხადების მისაღებად და სააგენტოს მიერ ელექტრონული ან მატერიალური ფორმით შესრულებული დოკუმენტის გასაცემად საჭირო სხვა ინფორმაცია.
3. თუ ერთიანი მომსახურების ცენტრი ვერ უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ მისთვის გადაგზავნილი დოკუმენტების დაინტერესებული პირისათვის ადგილზე გაცნობას/გადაცემას (დოკუმენტების მიღებაზე უარის თქმის ან სხვა მიზეზის გამო), იგი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ (მაგრამ არა უგვიანეს 1 სამუშაო დღისა), კომპიუტერული პროგრამის საშუალებით აცნობოს სააგენტოს. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ დოკუმენტების დაინტერესებული პირისათვის გაცნობა ხორციელდება ელექტრონული ფორმით, განცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან მატერიალური ფორმით, ფოსტის მეშვეობით დაინტერესებული პირის რეგისტრაციის ან განცხადებაში მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე დოკუმენტის გაგზავნის გზით.
4. ერთიანი მომსახურების ცენტრი უფლებამოსილია პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით დაამოწმოს ან/და დაადასტუროს, დაინტერსებული პირისათვის გადასაცემად, სააგენტოს მიერ მისთვის კომპიუტერული პროგრამის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით მიწოდებული ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდი. ერთიანი მომსახურების ცენტრის მიერ დამოწმებული ან/და დადასტურებული ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდი არის ელექტრონული დოკუმენტის ასლი და მას ელექტრონული დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.
5. დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების გაწევისათვის, ერთიანი მომსახურების ცენტრის მეშვეობით წარდგენილი მატერიალური დოკუმენტის ელექტრონულ ასლს ორიგინალის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს, თუ ის ერთიანი მომსახურების ცენტრის მიერ დამოწმებული ან/და დადასტურებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმის გზით.
მუხლი 1719
1. ერთიანი მომსახურების ცენტრის მეშვეობით 1716 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად, სააგენტოსათვის მიმართვისას დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს განცხადება და მოთხოვნილი მომსახურების გაწევისათვის ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დოკუმენტები. დოკუმენტების ერთიანი მომსახურების ცენტრთან წარდგენა ხორციელდება მატერიალური სახით, გარდა საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა, რომლის წარმოდგენაც დასაშვებია ასევე ელექტრონული სახით.
2. დაინტერესებული პირის მომართვის შემდეგ, ერთიანი მომსახურების ცენტრის უფლებამოსილი პირი კომპიუტერულ პროგრამაში ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებაში ტვირთავს მატერიალური ფორმით წარმოდგენილ დოკუმენტაციას და ავსებს კომპიუტერული პროგრამის შესაბამის ველებს.
3. სააგენტოში 1716 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადებისა და შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ერთიანი მომსახურების ცენტრის მიერ დაინტერესებული პირის განცხადების მიღებისა და კომპიუტერული პროგრამის საშუალებით სააგენტოსათვის მოწოდების საფუძველზე.
4. ერთიანი მომსახურების ცენტრი დაინტერესებული პირის განცხადებას არ გზავნის სააგენტოში განსახილველად და აღნიშნულის თაობაზე აცნობებს დაინტერესებულ პირს, თუ:
ა) მომსახურების გაწევას ითხოვს არაუფლებამოსილი პირი;
ბ) დაინტერესებული პირი არ უზრუნველყოფს განცხადების წარმოდგენას;
გ) დაინტერესებული პირის მიერ არ არის გადახდილი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურების საფასური და მოსაკრებელი;
დ) ვერ ხორციელდება დაინტერესებული პირის იდენტიფიცირება;
ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოება.
მუხლი 1720
1. თუ დაინტერესებული წარდგენილი დოკუმენტები ან ინფორმაცია არ მოიცავს მომსახურების გაწევისათვის საჭირო სრულყოფილ მონაცემებს, სააგენტოს უფლება აქვს დაზუსტების მიზნით ერთიანი მომსახურების ცენტრის მეშვეობით, დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტო დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს დროს, რომლის განმავლობაშიც მან უნდა უზრუნველყოს დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენა.
3. თუ სააგენტოს მოთხოვნიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, დაინტერესებული პირი მოთხოვნილ ინფორმაციას/დოკუმენტაციას სააგენტოში წარადგენს ერთიანი მომსახურების ცენტრის მეშვეობით.
4. თუ სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაინტერესებული პირი დადგენილი წესით არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია, მომსახურების გაწევის თაობაზე მიღებული განცხადება დატოვოს განუხილველად.
5. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს:
ა) დოკუმენტების ელექტრონული სახით წარდგენა ერთიანი მომსახურების ცენტრის მეშვეობით;
ბ) დოკუმენტების მატერიალური სახით წარდგენა სააგენტოში;
გ) საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო გარემოების დადგენის მიზნით, სააგენტოში გამოცხადება.
6. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყება დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოს მოთხოვნის სრულყოფილად შესრულების შემდგომ.
მუხლი 1721
1. დაინტერესებული პირის განცხადება არ დაკმაყოფილდება ან დარჩება განუხილველი, თუ:
ა) დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი;
ბ) დაინტერესებული პირი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს სააგენტოს ამ წესის 1720 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნას;
გ) გადახდილი არ არის მომსახურების საფასური;
დ) მომსახურების გაწევის თაობაზე სააგენტოს მიმართა არაუფლებამოსილმა პირმა;
ე) ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ ხორციელდება მომსახურების გაწევა;
ვ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები.
2. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს დაინტერესებულ პირისათვის მომსახურების გაწევაზე უარის თქმის ან განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი, სააგენტო დადგენილი წესით გასცემს 1716 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს (შემდგომში - შესაბამისი ცნობა), რომელიც დაინტერესებულ პირს შესაძლებელია გადაეცეს:
ა) ერთიანი მომსახურების ცენტრის მეშვეობით;
ბ) სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში;
გ) ფოსტის მეშვეობით.
3. მიუხედავად ცნობის გადაცემის/გაგზავნის საშუალებისა, შესაბამისი ცნობა გადაეცემა/ჰბარდება უშუალოდ დაინტერესებულ პირს.
4. შესაბამისი ცნობის გადაცემის/გაგზავნის კონკრეტული საშუალების გამოყენების თაობაზე უნდა მიეთითოს დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მომსახურების გაწევის თაობაზე წარდგენილ განცხადებაში ან/და დაინტერესებული პირის ზეპირი მითითების საფუძველზე, ერთიანი მომსახურების ცენტრის მიერ კომპიუტერულ პროგრამაში.
მუხლი 1722
1. ამ წესის 1721 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტო შესაბამის ცნობას კომპიუტერული პროგრამის საშუალებით უგზავნის ერთიანი მომსახურების ცენტრს, რომელიც ამობეჭდავს და დაამოწმებს/დაადასტურებს მას ამ წესის 1718 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად და გადასცემს დაინტერესებულ პირს.
2. ამ წესის 1721 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საშუალების შერჩევის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ განცხადებაში ან მისი ზეპირი მითითების საფუძველზე, ერთიანი მომსახურების ცენტრის მიერ კომპიუტერულ პროგრამაში უნდა მიეთითოს სააგენტოს ის სტრუქტურული ერთეული, რომლიდანაც დაინტერესებული პირი უზრუნველყოფს ცნობის გატანას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი ვალდებულია ცნობის მისაღებად სააგენტოს შესაბამის სტრუქტურურლ ერთეულში გამოცხადდეს არაუგვიანეს ცნობის დამზადებიდან 15 კალენდარული დღისა. აღნიშნულ ვადაში სააგენტოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დოკუმენტი ექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილი წესით განადგურებას, ხოლო მომსახურება ჩაითვლება გაწეულად.
3. ამ წესის 1721 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ განცხადებაში ან მისი ზეპირი მითითების საფუძველზე, ერთიანი მომსახურების ცენტრის კომპიუტერულ პროგრამაში უნდა მიეთითოს სააგენტოს ის სტრუქტურული ერთეული, რომლიდანაც, ფოსტის მეშვეობით შესაბამისი ცნობის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი უზრუნველყოფს მის გამოტანას (შემდგომში - შესაბამისი სტრუქტურული ერთეული).
მუხლი 1723
1. ამ თავით გათვალისწინებული მიზნებისათვის ფოსტის მეშვეობით ცნობა იგზავნება განცხადებაში ან/და კომპიუტერულ პროგრამაში მითითებულ მისამართზე, დაინტერესებული პირისა და სააგენტოს მიერ შეთანხმებულ დროს, მაგრამ არაუგვიანეს მომსახურების დასრულებიდან მე-5 სამუშაო დღისა.
2. გზავნილის ადრესატისათვის გადასაცემად საჭირო კომუნიკაციის დამყარების მიზნით სააგენტო უზრუნველყოფს განცხადებაში ან/და კომპიუტერულ პროგრამაში მითითებული მისამართის, დროისა და დაინტერესებული პირის ტელეფონის ნომრის შესახებ ინფორმაციის საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირისათვის გადაცემას. აღნიშნულის თაობაზე პირს ეცნობება წინასწარ.
3. ფოსტის მეშვეობით ცნობა იგზავნება ერთჯერადად. ცნობის დაინტერესებული პირისათვის ფოსტის მეშვეობით ჩაუბარებლობის შემთხვევაში (მიუხედავად ჩაუბარებლობის მიზეზისა), ცნობა ბრუნდება სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში. აღნიშნული ინფორმაცია დაინტერესებულ პირს შესაძლებელია გაეგზავნოს მის მიერ განცხადებაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე, მოკლეტექსტური შეტყობინების მეშვეობით.
4. ფოსტის მეშვეობით ცნობის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი ვალდებულია ცნობის მისაღებად გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, არაუგვიანეს ცნობის დამზადებიდან 15 კალენდარული დღისა. აღნიშნულ ვადაში სააგენტოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დოკუმენტი ექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილი წესით განადგურებას, ხოლო მომსახურება ჩაითვლება გაწეულად.
5. საფოსტო მომსახურების ხარჯი ეკისრება დაინტერესებულ პირს. შესაბამისი ცნობის დაინტერესებული პირისათვის ჩაუბარებლების შემთხვევაში საფოსტო ხარჯი დაინტერესებულ პირს არ უბრუნდება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები