ოზონდამშლელი ნივთიერებების 2021 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ

ოზონდამშლელი ნივთიერებების 2021 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-1172
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 16/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 20/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016651
2-1172
16/12/2020
ვებგვერდი, 16/12/2020
360160000.22.023.016651
ოზონდამშლელი ნივთიერებების 2021 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-1172

2020 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ოზონდამშლელი ნივთიერებების 2021 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს  კანონის 381 მუხლის მე-5 პუნქტის და „ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ივნისის №266 დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:


მუხლი 1

დამტკიცდეს 2021 წლის საიმპორტო წლიური კვოტა შემდეგი ოზონდამშლელი ნივთიერებისთვის: ქლორდიფტორმეთანი (CHF2Cl, HCFC-22) – 47,00 მეტრული ტონა.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 20 დეკემბრიდან.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი