დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 22 |
დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 08/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/12/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.140.016438 |
|
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №35 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/12/2019წ. 190020020.35.140.016411) კერძოდ, შეიცვალოს: დადგენილების 1-ლი; მე-2; მე-3; მე-4; მე-5; მე-7 მუხლები; მე-8 მუხლის 1-ლი აბზაცი და ა) ქვეპუნქტი; მე-9 მუხლი; მე-11 მუხლის 1-ლი; მე-4; მე-5 და მე-6 პუნქტები; ასევე მე-12 და მე-20 მუხლები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით. |
,,მუხლი 1. ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. ასპინძის მუნიციპალიტეტის შემოსავლები განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 11 337,4 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 4. ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 4 025,8 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 5. ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის გრანტები 6 861,6 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 7. ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ხარჯები 4 329,2 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 8. ასპინძის მუნისიპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 7 810,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7 810,5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:`
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია
მუხლი 11. ასპინძის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტები 1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციაასპინძის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია (ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების და ხიდების რეაბილიტაცია), მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია, ასპინძის ქუჩების გარე განათების მთლიანად დასრულება და არსებული ქსელის მოვლა-პატრონობა, ასევე დასუფთავების ღონისძიებები, სარწყავი არხების მშენებლობა-რეაბილიტაცია, აგრეთვე საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 7 560,3 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ–ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ჩატარება. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 655,8 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობადასპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში განაგრძობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 512,0 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
სოციალური უზრუნველყოფვა პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებების უზრუნველყოფას. მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო კვებითა და ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, სხვა სოციალური პროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
6. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება. ამავე პრიორიტეტიდან ფინანსდება ისეთი ხარჯები, როგორებიცაა სარეზრვო ფონდი, მუნიციპალიტეტის ვალდებულებების (სესხები, სასამართლო გადაწყვეტილებები) მომსახურება. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება. აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: თანამდებობრივი სარგო, პრემია, დანამატი და სხვა. ასევე, მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, სესხის მომსახურებას და ვალების დაფარვის ხარჯებს. ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შექმნილი სარეზერვო ფონდი შეადგენს 24,3 ათასი ლარს და მისი განკარგვა ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად. შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღწერა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება, ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება.
მუხლი 12. პრიორიტეტების /პროგრამების/ ქვეპროგრამების მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტებით/პროგრამებით/ქვეპროგრამებით მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები ინფორმაციული სახით წარმოდგენილია ბიუჯეტზე თანდართულ პროგრამული ბიუჯეტის დანართში. ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები ორგანიზაციულ ჭრილში
მუხლი 20. სარეზერვო ფონდი 2020 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 24,3 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებითანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები