„სამხედრო მომზადებისა და განათლების განმახორციელებელ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 7 ივნისის №435 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო მომზადებისა და განათლების განმახორციელებელ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 7 ივნისის №435 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 111
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 08/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 24/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 120260000.22.026.016853
111
08/12/2020
ვებგვერდი, 10/12/2020
120260000.22.026.016853
„სამხედრო მომზადებისა და განათლების განმახორციელებელ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 7 ივნისის №435 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
„სამხედრო მომზადებისა და განათლების განმახორციელებელ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 7 ივნისის №435 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება  №111

2020 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

,,სამხედრო მომზადებისა და განათლების განმახორციელებელ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 7 ივნისის №435 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,სამხედრო მომზადებისა და განათლების განმახორციელებელ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 7 ივნისის №435 ბრძანებით (ვებგვერდი, 110613020, 13/06/2011; სარეგისტრაციო კოდი: 120260000.22.026.016054) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სამეურვეო საბჭოების არჩევნების დღეს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ნიშნავს ლიცეუმის კურატორი - საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე (შემდგომში - ლიცეუმის კურატორი). კენჭისყრა იმართება არჩევნების (კენჭისყრის) დღის 10 საათიდან 16 საათამდე.“.

2.  27- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საარჩევნო ბიულეტენის ფორმა მტკიცდება ლიცეუმის კურატორის ბრძანებით. დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ:

ა) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის ბეჭდითა და საარჩევნო ბიულეტენზე ხელმომწერი კომისიის ორივე წევრის ხელმოწერით;

ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა;

გ) ხმა მიცემულია იმ სუბიექტის სასარგებლოდ, რომელიც არ შედის საარჩევნო ყუთის შესაბამის კანდიდატთა, აგრეთვე მშობლის შესაბამისი საფეხურის კანდიდატთა კატეგორიაში.“.

3. 28- მუხლის:

მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ნიმუშს ამტკიცებს ლიცეუმის კურატორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება:

ა) ლიცეუმის სახელწოდება/ნომერი და მისამართი;

ბ) არჩევნების დასახელება;

გ) კენჭისყრის ტური და თარიღი;

დ) ამომრჩეველთა სიაში მითითებული მასწავლებლებისა და კადეტთა მშობლების (პრინციპით: ,,ერთი კადეტი – ერთი ხმა”) რაოდენობები ცალ-ცალკე;

ე) კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველი მასწავლებლებისა და მშობლების რაოდენობები ცალ-ცალკე;

ვ) არჩევნების მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების მიხედვით);

ზ) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

თ) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ი) გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

კ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ლ) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა;

მ) ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა (საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობების ჯამი);

ნ) ოქმის შედგენის თარიღი და დრო;

ო) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში ,,განსხვავებული აზრი’’ და ხელს აწერს მას).“;

მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. საარჩევნო კომისია, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე, განკარგულებით ამტკიცებს შემაჯამებელ ოქმს. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ განკარგულების ნიმუშს ამტკიცებს ლიცეუმის კურატორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. განკარგულება მიიღება საარჩევნო კომისიის დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა და მას ხელს აწერს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. განკარგულება დგება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რაოდენობის ეგზემპლარად და ეგზავნება ამავე პუნქტით დადგენილ სუბიექტებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან ერთად.“;

) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. ამ დებულების 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით სარდლობისათვის ბიულეტენების გადაცემის შემთხვევაში კოორდინატორი ამოწმებს/იკვლევს საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების დასაბუთებულობას, საარჩევნო კომისიაში წარდგენილ საჩივრებს და დამკვირვებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. კოორდინატორი ასევე უფლებამოსილია მოითხოვოს საარჩევნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებები. აღნიშნული შემოწმება/გამოკვლევის შედეგად კოორდინატორი იღებს გადაწყვეტილებას ბიულეტენების დათვლის შესახებ ან შუამდგომლობს ლიცეუმის კურატორის წინაშე არჩევნების ჩაშლილად გამოცხადებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე.“.

4. 34- მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ქვეკომისიის მიერ კონკრეტულ საჩივარზე მომზადებული დასკვნა წარედგინება კომისიას, რომელიც იღებს შემაჯამებელ დასკვნას და სამინისტროში საჩივრის შეტანიდან 15 დღის ვადაში შუამდგომლობს ლიცეუმის კურატორის წინაშე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით.

ა) საჩივრის მიღებაზე/განხილვაზე უარის თქმის თაობაზე;

ბ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;

გ) საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი შედეგების ძალაში დატოვებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციის თაობაზე;

დ) კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულების გაუქმების, საარჩევნო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად კენჭისყრის ახალი შედეგების დამტკიცებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციის თაობაზე;

ე) არჩევნების შედეგების (კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულება) ბათილად ცნობის და ხელახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე, თუ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევამ არსებითი გავლენა იქონია არჩევნების საბოლოო შედეგებზე.“.

5. 35- მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სამეურვეო საბჭოს წევრების სარეგისტრაციო მონაცემების ნუსხას და რეესტრის ფორმას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამტკიცებს ლიცეუმის კურატორი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 24 ნოემბრიდან.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი