„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 167
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.017093
167
10/12/2020
ვებგვერდი, 11/12/2020
140030000.22.034.017093
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №167

2020 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140030000.22.034.016264) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-14 მუხლის:

ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სამინისტროს ყოფილი მოსამსახურე, გამოსაცდელი ვადით დანიშვნამდე, შესაბამისი მოთხოვნით, შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და სასაზღვრო პოლიციის მონიტორინგის, ინსპექტირებისა და შიდა უსაფრთხოების სამმართველოში.“;

ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით თანამდებობაზე მიღებამდე, შესაბამისი მოთხოვნით, შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და სასაზღვრო პოლიციის მონიტორინგის, ინსპექტირებისა და შიდა უსაფრთხოების სამმართველოში.“.

2. მე-20 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალური კონკურსის სახეებია:

ა) ღია სპეციალური კონკურსი;

ბ) შიდა სპეციალური კონკურსი.“.

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11-13 პუნქტები:

„11. ღია სპეციალური კონკურსი ტარდება სასაზღვრო პოლიციაში მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე სახელმწიფო სპეციალური წოდებით მისაღები პირებისთვის, გარდა ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა, აგრეთვე ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ღია სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

12. შიდა სპეციალური კონკურსი ტარდება ამ წესის 262 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

13. პოლიციელად მისაღებ კანდიდატს არჩევს სასაზღვრო პოლიციის ადამიანური რესურსების მართვის ერთეული და სპეციალური საკონკურსო კომისია, რომელიც ამოწმებს კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ფიზიკურ მომზადებას, განათლებასა და საქმიან თვისებებს.“.

3. 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სპეციალური შემოწმების დაწყების შესახებ – თუ კანდიდატს, მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, გავლილი აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება და ამგვარი შემოწმებიდან არ არის გასული ერთი წელი;“.

4. 261 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 262 მუხლი:

„მუხლი 262 . შიდა სპეციალური კონკურსი

1. სასაზღვრო პოლიცია უფლებამოსილია გამოაცხადოს შიდა სპეციალური კონკურსი სასაზღვრო პოლიციაში არსებული ვაკანტური თანამდებობის (გარდა უფროსი მესაზღვრისა და მესაზღვრის თანამდებობებისა) დასაკავებლად, სასაზღვრო პოლიციის მასშტაბით და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს.

2. შიდა სპეციალურ კონკურსში მონაწილე კანდიდატი, ექვემდებარება ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მხოლოდ იმ ეტაპების გავლას, რომელიც მას არ გაუვლია მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და მოცულობით.

3. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული შიდა სპეციალური კონკურსი მოიცავს იმავე ეტაპებსა და წესებს, რასაც სასაზღვრო პოლიციაში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ამ წესით არის დადგენილი.

4. შიდა სპეციალური კონკურსის ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, მიიღება გადაწყვეტილება კანდიდატის სპეციალური წოდებით ან საჯარო მოხელედ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.

5. შიდა სპეციალური კონკურსი ჩაითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება/აპლიკაცია, ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა შიდა კონკურსის ეტაპები ან მონაწილე კანდიდატმა უარი განაცხადა შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნაზე.

6. შიდა სპეციალური კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია თავსდება სამინისტროს შიდა საინფორმაციო პორტალზე.“.

5. 27-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე თანამდებობაზე დაწინაურებამდე (ქვეგანყოფილების უფროსად და უფრო მაღალ თანამდებობაზე) შესაბამისი მოთხოვნით, შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და სასაზღვრო პოლიციის მონიტორინგის, ინსპექტირებისა და შიდა უსაფრთხოების სამმართველოში, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თანაბარ თანამდებობაზე გადაადგილების შემთხვევაში, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე მოწმდება სასაზღვრო პოლიციის მონიტორინგის, ინსპექტირებისა და შიდა უსაფრთხოების სამმართველოში.“.

6. 33-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. 2 დღეზე მეტი ვადით კადრების განკარგულებაში მყოფი პოლიციელი და საჯარო მოხელე ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნამდე, შესაბამისი მოთხოვნით, შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და სასაზღვრო პოლიციის მონიტორინგის, ინსპექტირებისა და შიდა უსაფრთხოების სამმართველოში.“.

7. 54-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მორიგი სპეციალური წოდების მინიჭებამდე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე, შესაბამისი მოთხოვნით, შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და სასაზღვრო პოლიციის მონიტორინგის, ინსპექტირებისა და შიდა უსაფრთხოების სამმართველოში.“.

8. 56-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭებამდე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე, შესაბამისი მოთხოვნით, შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და სასაზღვრო პოლიციის მონიტორინგის, ინსპექტირებისა და შიდა უსაფრთხოების სამმართველოში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური