„ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №469 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 735
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.022458
735
04/12/2020
ვებგვერდი, 07/12/2020
010220020.10.003.022458
„ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №469 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №735

2020 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №469 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №469 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/09/2018, 010220020.10.003.020785) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის  29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ა) გრიგოლ ლილუაშვილი − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – კომისიის თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი – კომისიის წევრი;

გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრი – კომისიის წევრი;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი კომისიის წევრი;

ე) საქართველოს იუსტიციის მინისტრი – კომისიის წევრი;

ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – კომისიის წევრი;

ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი კომისიის წევრი;

თ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – კომისიის წევრი;

ი) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი – კომისიის წევრი;

კ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – კომისიის წევრი;

ლ) საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის წევრი;

მ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი –კომისიის წევრი;

ნ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კომისიის წევრი;

ო) საქართველოს გენერალური პროკურორი − კომისიის წევრი;

პ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი – კომისიის წევრი;

ჟ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი – კომისიის წევრი;

რ) სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი −  კომისიის წევრი;

ს) სსიპ – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარ – კომისიის წევრი;

ტ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტის) უფროსი – კომისიის წევრი;

უ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი – კომისიის წევრი (კომისიის მდივანი);

ფ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი – კომისიის წევრი.“.

2. 11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. კომისიის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა ეთხოვოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.“.  

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. კომისიის წევრის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს მისი მოვალეობის შემსრულებელი ან/და შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების მქონე მოადგილე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია