დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/12/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/12/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.129.016364 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 აგვისტოს №14 დადგენილებაში (სსმ 01/09/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.129.016354) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების“ პირველი მუხლის პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას; უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფას; დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარებას“. ბ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. სამსახურის ფუნქციებია: ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური რესურსების მობილიზება, მოსახლეობის სოციალური დაცვის მიზნით პროგრამების მომზადება და განხორციელება; ბ) ადგილობრივი სოციალური პროგრამების განხორციელებისას, კანონით განსაზღვრულ ბენეფიციარებისათვის გათვალისწინებული სარგებლის შესახებ მონაცემების შეგროვება და დამუშავება, სამინისტროსა და სააგენტოსთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გ) უსახლკარო ოჯახების/პირების რეგისტრაცია და თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით პროცედურების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; დ) სახელმწიფო და ადგილობრივი სოციალური პროგრამების კოორდინირებული განხორციელების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში; ე) სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველთა იდენტიფიცირების ხელშეწყობა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად მიზნობრივი პროგრამების შემუშავება/განხორცეილება; ვ) სოციალურ სფეროში თვითმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების და შესაბამისი სამინისტროების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულების განხორციელება/ხელშეწყობა; ზ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში; თ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში; ი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება; კ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ლ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია; მ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნა; ნ) ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის და ერთიანი ბაზის წარმოება; ო) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიური იდენტიფიცირება, მათი საჭიროებების განსაზღვრასა და შეფასებას, პრობლემის იდენტიფიცირებას და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდებას; პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურებებში ჩართვა და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსათვის დაუყოვნებლივ შეტყობინება; ჟ) ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირება და მასზე შესაბამისი რეაგირება; რ) ბენეფიციარებისათვის შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება და მათში ჩართვის ხელშეწყობა; ს) მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა; ტ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სოციალური მუშაობის ჩატარება; უ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსით“ დადგენილი დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარება; ფ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორცილება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები