„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 722
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.022444
722
03/12/2020
ვებგვერდი, 03/12/2020
470000000.10.003.022444
„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №722

2020 წლის 3 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2019, 470000000.10.003.021688) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №20 დანართის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა“):

 1. მე-3 მუხლის:

ა) „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) საკარანტინე სივრცეების ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მეშვეობით მართვასა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას, მათ შორის: პერსონალით (ექიმი, ექთანი, სტუდენტი),  სამედიცინო დანიშნულების საგნებით, პირადი დაცვის საშუალებებით, მედიკამენტებით (გარდა აჭარის ა/რ ტერიტორიაზე არსებული საკარანტინე სივრცეებისა, რომელთა სამედიცინო პერსონალით და  სამედიცინო დანიშნულების საგნებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა განხორციელდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან);“;

ბ) „გ.ბ“ ქვეპუნქტის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შენიშვნა: ამ პუნქტით განსაზღვრული COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევის დიაგნოსტიკა, ამ პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანების ამოქმედების შემდეგ, განხორციელდეს ამ პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“.

2.  მე-9 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. მე-3 მუხლის „გ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს დაწესებულებაში დასაქმებული იმ პერსონალის (რეანიმატოლოგი, ინფექციონისტი, თერაპევტი და სხვა ექიმი სპეციალისტი, უმცროსი ექიმი, ექთანი, სანიტარი) დამატებითი  ანაზღაურება (საშუალო ხელფასის არანაკლებ 50%-ისა), რომელიც ჩართულია ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების მართვაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 20 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია