„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №653 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №653 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 721
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022443
721
03/12/2020
ვებგვერდი, 03/12/2020
470230000.10.003.022443
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №653 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №721

2020 წლის 3 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №653 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №653 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2019, 470230000.10.003.021673) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის“:

1. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის:

ა.ა) სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება);

ა.ბ) ობიექტის ელექტროსისტემის გადამცემ ქსელთან მიერთების მომსახურების ღირებულების ანაზღაურება;“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 53 125.7 ათასი ლარით:

 

კომპონენტის დასახელება

ღირებულება (ათასი ლარი)

1

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის:

563.3

 

1.1. სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება)

422.4

 

1.2. ობიექტის ელექტროსისტემის გადამცემ ქსელთან მიერთების მომსახურების ღირებულების ანაზღაურება

140.9

2

სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:

11 852.9

 

2.1. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფებში ახალი ოფისების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა

50.0

 

2.2. სპეციალიზებული ავტომანქანების (45 ერთეული მაღალი გამავლობის (მინივენის ტიპი), 15 ერთეული მაღალი გამავლობისა და 4 ერთეული საშუალო გამავლობის რეანიმობილი) შესყიდვა

11 802.9

3

პირველადი ჯანდაცვის ცენტრების აღჭურვა

6 230.0

4

პროგრამის ადმინისტრირება

387.0

5

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ − სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ 2019 წელს შესყიდული 80 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების  ანაზღაურება (ნაწილობრივი)

3 397.0

6

NordDRG Grouper-პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა და დამატებული ღირებულების გადასახადი

237.7

7

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საიჯარო გადასახადი

407.8

8

შპს „აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ ფუნქციონირებისათვის სარეაბილიტაციო ინვენტარის შესყიდვა

50.0

9

COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, სამედიცინო დაწესებულებათა აღჭურვა/რეაბილიტაცია

30 000.0

 

სულ:

53 125.7.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია