დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/12/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/12/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.169.016468 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 27.12.2019 წ, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.169.016445) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართ 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამა“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსების წყაროა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გათვალისწინებულია 605 800 (ექვსას ხუთი ათას რვაასი) ლარი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით დანართის შესაბამისად (დანართი დადგენილებას თან ერთვის). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამის ბიუჯეტი
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები