„საგადახდო სისტემის ოპერატორის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 12 ოქტომბრის №92/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 210/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 03/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 200090000.18.011.016523
210/04
03/12/2020
ვებგვერდი, 04/12/2020
200090000.18.011.016523
„საგადახდო სისტემის ოპერატორის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 12 ოქტომბრის №92/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №210/04

2020 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საგადახდო სისტემის ოპერატორის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 12 ოქტომბრის №92/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საგადახდო სისტემის ოპერატორის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 12 ოქტომბრის №92/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 19/10/2012; ს/კ: 200090000.18.011.016081) დამტკიცებული წესის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები:

 „9. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მათ შორის, საგანგებო/საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, ასევე ეპიდემიის/პანდემიის დროს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, დროებით შეაჩეროს ოპერატორად რეგისტრაციისათვის ეროვნულ ბანკში პირის მიერ წარსადგენი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღება.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება შეჩერების საფუძველი და ვადა. სამართლებრივი აქტი ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.”.

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე საგადახდო სისტემის ოპერატორად რეგისტრაციისთვის პირის მიერ წარდგენილი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განიხილება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვადებისა და პირობების შესაბამისად.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე