„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის №29/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის №29/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 207/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 03/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 02/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 200090000.18.011.016526
207/04
03/12/2020
ვებგვერდი, 04/12/2020
200090000.18.011.016526
„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის №29/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №207/04

2020 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის №29/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28  თებერვლის №29/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 28/02/2017; ს/კ: 200090000.18.011.016223) დამტკიცებული წესის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 და მე-16 პუნქტები:

„15. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მათ შორის, საგანგებო/საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, ასევე ეპიდემიის/პანდემიის დროს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, დროებით შეაჩეროს პროვაიდერად რეგისტრაციისათვის ეროვნულ ბანკში პირის მიერ წარსადგენი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღება.

16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება შეჩერების საფუძველი და ვადა. სამართლებრივი აქტი ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.”.

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციისთვის პირის მიერ წარდგენილი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განიხილება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვადებისა და პირობების შესაბამისად.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე