„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 35155
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 27/11/2020
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016597
35155
27/11/2020
ვებგვერდი, 03/12/2020
000000000.00.00.016597
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №35155

2020 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):

ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) საერთო გარანტიის წარდგენის უფლების მინიჭებისათვის პირის განცხადების განხილვას, მის შესახებ მონაცემების დამუშავება-ანალიზს, შესაბამისი პირობების შემოწმებას/მონიტორინგს და საერთო გარანტიის წარდგენის უფლების მინიჭებას, მინიჭებაზე უარის თქმას, ამ უფლების შეჩერებას/გაუქმებას;“;

ბ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) იღებს გადაწყვეტილებას საერთო გარანტიის წარდგენის უფლების მინიჭების, მინიჭებაზე უარის თქმის, ამ უფლების შეჩერების ან/და გაუქმების შესახებ;“;

გ) 22-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) საერთო გარანტიის წარდგენის უფლების მინიჭებისათვის პირის განცხადების განხილვა-ანალიზი, მის შესახებ მონაცემების დამუშავება, შესაბამისი პირობების შემოწმება, მონიტორინგი და საერთო გარანტიის წარდგენის უფლების მინიჭების, მინიჭებაზე უარის თქმის, ამ უფლების შეჩერების ან/და გაუქმებისათვის შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი                                                                         ლევან კაკავა