„ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 31 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 01/12/2020
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 040090000.32.057.016337
13
01/12/2020
ვებგვერდი, 03/12/2020
040090000.32.057.016337
„ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 31 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №13

2020 წლის 1 დეკემბერი

ქ. ბათუმი

„ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 31 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 31 ივლისის №7 დადგენილებაში (სსმ, 06/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 040090000.32.057.016331) და დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ინვესტორებს, რომლებსაც 2020 წლის 1 მარტიდან წარმოეშობათ საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება და მიმართავენ სამინისტროს, შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე მიეცემათ დამატებითი ვადა საპრივატიზებო საფასურის გადასახდელად 2020 წლის 20 დეკემბრამდე და გათავისუფლდებიან აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოსაგან. ამასთან, შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ინვესტორები გათავისუფლდებიან 2020 წლის 1 მარტიდან 31 მაისის ჩათვლით სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო ინვესტორის მიერ მითითებულ ვადაში სარგებლობის საფასურის სრულად ან ნაწილობრივ გადახდის შემთხვევაში, ინვესტორი გათავისუფლდება სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან გადახდილი თანხის ოდენობით, საშეღავათო ვადის გასვლის შემდგომ პერიოდში. ასევე, ინვესტორები თავისუფლდებიან 2020 წლის დეკემბრის, 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების სარგებლობის საფასურის გადახდისაგან სამინისტროსადმი მიმართვისა და შესაბამისი აქტის გაფორმების შემდეგ. ამასთან, მოსარგებლეებს არსებულ დავალიანებების (სარგებლობის საფასური/დარიცხული პირგასამტეხლო ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადასახდელად მიეცემათ ვადა 2021 წლის 1 ივლისამდე. ინვესტორებს, რომლებსაც ფაქტობრივად გადახდილი აქვთ დეკემბრის თვის სარგებლობის საფასური/საფასურის ნაწილი, ჩაეთვალოთ 2021 წლის სარგებლობის საფასურის ანგარიშში. ამასთან, გადახდილი სარგებლობის საფასური არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე