დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს “ელექტროიზოლიტის” აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს"ელექტროიზოლიტი" |
| მიღების თარიღი | 02/12/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/12/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
განცხადება
სს „ელექტროიზოლიტის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ |
2020 წლის 28 დეკემბერს 13:00 საათზე ქ. თბილისში, ქსნის ქუჩა №35-ში მოწვეულია სს „ელექტროიზოლიტის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით:
საზოგადოების აქციონერთა მორიგი საერთო კრების სააღრიცხვო დღეა 2020 წლის 28 დეკემბერი საზოგადოების აქციონერთა მორიგი საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დრო – 2020 წლის 28 დეკემბერი 12:00 საათი. საზოგადოების აქციონერთა მორიგი საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა საერთო კრების ჩატარების ადგილის მისამართზე. საზოგადოების აქციონერთა მორიგი საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს დღის წესრიგის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის, ასევე გადაწყვეტილებისათვის საჭირო რეკომენდაციების მიღება შეუძლიათ სს „ელექტროიზოლიტის“ სამეთვალყურეო საბჭოში ან დირექციაში, 2020 წლის 07 დეკემბრიდან 2020 წლის 15 დეკემბრამდე, ყოველ სამუშაო დღეს 12-00 საათიდან 14-00 საათამდე, მისამართზე ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა №35. კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილეობის უფლება სს „ელექტროიზოლიტის“ რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორის“ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74ა ან სს „ელექტროიზოლიტის“ მისამართზე: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა №35. სააქციო საზოგადოება „ელექტროიზოლიტის“ დირექტორი თამაზ ქამხაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები