დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამის და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 3 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/12/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/12/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.162.016533 |
|
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამის და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 3 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამის და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 3 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/01/2020, 010250050.35.162.016519) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის (18 წლამდე) –225 ლარი (საახალწლო კალათი --125 ლარი, სააღდგომო კალათი--100 ლარი);“ 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „დ) უდედმამო ბავშვებისათვის (18 წლამდე) –225 ლარი (საახალწლო კალათი --125 ლარი, სააღდგომო კალათი--100 ლარი);“ 3) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „კ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მცხოვრები ოჯახები –225 ლარი (საახალწლო კალათი --125 ლარი, სააღდგომო კალათი--100 ლარი);“ 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №2
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამის ბიუჯეტი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები