დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მოედნის სახელდების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/11/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/12/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.114.016005 |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №53
2020 წლის 27 ნოემბერი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მოედნის სახელდების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების თანახმად,
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში დუმბაძის ქუჩაზე მდებარე უსახელო მოედანს ეწოდოს ბენია ჩხიკვიშვილის სახელი (საკადასტრო ნახაზი თან ერთვის).
მუხლი 2.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3.
განკარგულების გასაჩივრება შეიძლება 1 თვის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მისამართზე: ჭავჭავაძის ქ. N4.
მუხლი 4 .
განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ზაალ მამალაძე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო -
საკრებულოს თავმჯდომარე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები