დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჩოხატაურის სამუსიკო სკოლისთვის (მისამართი: დაბა ჩოხატაური, მარის ქ. N1) ფილიმონ ქორიძის სახელის მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/11/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/12/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.114.016004 |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №52
202 წლის 27 ნოემბერი
ჩოხატაურის სამუსიკო სკოლისთვის (მისამართი: დაბა ჩოხატაური, მარის ქ. N1) ფილიმონ ქორიძის სახელის მინიჭების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების თანახმად,
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლას (მისამართი: დაბა ჩოხატაური, მარის ქ. N1; ს/კ - 28.01.22.276) მიენიჭოს ფილიმონ ქორიძის სახელი.
მუხლი 2.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3.
განკარგულების გასაჩივრება შეიძლება 1 თვის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მისამართზე: ჭავჭავაძის ქ. N4.
მუხლი 4 .
განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ზაალ მამალაძე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო -
საკრებულოს თავმჯდომარე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები