დაბა ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩაზე მდებარე კინოს სახლისთვის (საკადასტრო კოდით 28.01.22.551) სულიკო ჟღენტის სახელის მინიჭების თაობაზე

დაბა ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩაზე მდებარე კინოს სახლისთვის (საკადასტრო კოდით 28.01.22.551) სულიკო ჟღენტის სახელის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/11/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.114.016003
51
27/11/2020
ვებგვერდი, 03/12/2020
000000000.00.114.016003
დაბა ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩაზე მდებარე კინოს სახლისთვის (საკადასტრო კოდით 28.01.22.551) სულიკო ჟღენტის სახელის მინიჭების თაობაზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №51 

2020 წლის 27 ნოემბერი

დაბა ჩოხატაური

 

დაბა ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩაზე მდებარე კინოს სახლისთვის  (საკადასტრო კოდით 28.01.22.551) სულიკო ჟღენტის სახელის მინიჭების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების თანახმად, ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1.

დაბა ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩაზე მდებარე კინოს სახლს  (საკადასტრო კოდით 28.01.22.551) მიენიჭოს სულიკო ჟღენტის სახელი.

მუხლი 2.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3.

განკარგულების გასაჩივრება შეიძლება 1 თვის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მისამართზე:  ჭავჭავაძის ქ. №4.

მუხლი 4.

განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

ზაალ მამალაძე