დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეასთვის (მისამართი: დაბა ჩოხატაური, გურიის ქ. N1) ედმონდ კალანდაძის სახელის მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/11/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/12/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.114.016002 |
|
თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეასთვის (მისამართი: დაბა ჩოხატაური, გურიის ქ. №1) ედმონდ კალანდაძის სახელის მინიჭების თაობაზე |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების თანახმად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეას (მისამართი: დაბა ჩოხატაური, გურიის ქ. №1; ს/კ - 28.01.21.078.01.501) მიენიჭოს ედმონდ კალანდაძის სახელი. მუხლი 2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3. განკარგულების გასაჩივრება შეიძლება 1 თვის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მისამართზე: ჭავჭავაძის ქ. №4. მუხლი 4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები