ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე „ზემოურეკის ქუჩის“ სახელის მინიჭების შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე „ზემოურეკის ქუჩის“ სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/11/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.113.016017
58
27/11/2020
ვებგვერდი, 03/12/2020
000000000.00.113.016017
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე „ზემოურეკის ქუჩის“ სახელის მინიჭების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №58

2020 წლის 27 ნოემბერი

ქ. ოზურგეთი

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე „ზემოურეკის ქუჩის“ სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე №16-ე ქუჩას ეწოდოს, „ზემოურეკის ქუჩა“ თანდართული რუკის თანახმად.

მუხლი 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. ოზურგეთი, ი.სიორიძის ქ. №14).

მუხლი 4. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                    დავით დარჩია