დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
“საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №959 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 114/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
მიღების თარიღი | 03/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/12/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 270030000.22.022.017973 |
|
„საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №959 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 05 ივლისის №3024-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს №174/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის“ 111 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №959 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 11/10/2007; სარეგისტრაციო კოდი 270.030.000.22.022.010.977) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების“ მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობები შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულების კატეგორია და: ა) შრომითი ხელშეკრულების სარეგისტრაციო ნომერი, მისი დადების თარიღი და ადგილი; ბ) ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულების მხარეთა შესახებ; გ) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა; დ) შრომითი ხელშეკრულების მხარეთა უფლებები და მოვალეობები, მათ შორის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს №174/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის“ 111 მუხლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტებით დადგენილი ფუნქციები, ამავე პუნქტებით დადგენილი წესით; ე) სამუშაო დრო და დასვენების დრო; ვ) სამუშაო ადგილი; ზ) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე ან აღწერილობა; თ) შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი; ი) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი; კ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა, ანაზღაურებისგარეშე შვებულების ხანგრძლივობა და ამ შვებულებების მიცემის წესი; ლ) მხარეთა პასუხისმგებლობის წესი; მ) დამსაქმებლისა და დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი; ნ) შრომითი ხელშეკრულების ეგზემპლართა რაოდენობა; ო) შრომით ხელშეკრულებაზე ხელმომწერი მხარეების რეკვიზიტები; პ) სხვა დამატებითი პირობები, რომელთა გათვალისწინება არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები