„საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 12 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 62
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 26/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 300280020.16.009.016413
62
26/11/2020
ვებგვერდი, 03/12/2020
300280020.16.009.016413
„საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 12 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №62

2020 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 12 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, აგრეთვე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 12 დეკემბრის №34 დადგენილების (სარეგისტრაციო კოდი: 300280020.16.009.016235) პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დანაკარგები ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში

 საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემ ქსელებში (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატების ქსელებში) ელექტროენერგიის ჯამური ნორმატიული დანაკარგი, ქსელში სრული მიღებიდან, განისაზღვროს – 1.76 %, მათ შორის:

ა) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ქსელში – 1.34 %;

ბ) სს „საქრუსენერგოს“ ქსელში – 0.21 %;

გ) შპს „ენერგოტრანსის“ ქსელში – 0.21 %.

მუხლი 2. დანაკარგები ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში

ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელებში ნორმატიული დანაკარგის ოდენობა ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების მიხედვით განისაზღვროს:

ა) ელექტროენერგიის ჯამური ნორმატიული დანაკარგი სს „ენერგო–პრო ჯორჯიას“ ქსელში, გამანაწილებელ ქსელში მიღებიდან – 9.8 %, მათ შორის:

· 110(35) კვ ძაბვის საფეხურისათვის – 1.90 %;

· 10(6) კვ ძაბვის საფეხურისათვის – 5.62 %;

· 0.4 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 2.28 %.

ბ) ელექტროენერგიის ჯამური ნორმატიული დანაკარგი სს „თელასის“ ქსელში, გამანაწილებელ ქსელში მიღებიდან – 4.81 %, მათ შორის:

· 110(35) კვ ძაბვის საფეხურისათვის – 1.01 %;

· 10(6) კვ ძაბვის საფეხურისათვის – 2.41 % ;

· 0.4 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 1.39 %.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგოჩა შონია