დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მეზვრიანთკარში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის, შესახვევებისა და ჩიხებისთვის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/11/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/12/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.152.016010 |
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება N35
2020 წლის 27 ნოემბერი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მეზვრიანთკარში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის, შესახვევებისა და ჩიხებისთვის სახელის მინიჭების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მეზვრიანთკარში მდებარე უსახელო ქუჩებს მიენიჭოს სახელი დანართი 1-ის და თანდართული რუკის შესაბამისად.
2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნდეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.
5. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამრთი: ქ.მცხეთა,სამხედროს ქუჩა N 17).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი
დანართი 1 სოფელ მეზვრიანთკარისსახელდებული ქუჩების სახელების ჩამონათვალი:
მე-5 ქუჩა,
მე-6 ქუჩა,
მე-6 ქუჩის I ჩიხი,
მე-7 ქუჩა,
მე-8 ქუჩა,
მე-8 ქუჩის I ჩიხი,
მე-8 ქუჩის II ჩიხი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები