„სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 709
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.022438
709
27/11/2020
ვებგვერდი, 01/12/2020
300160070.10.003.022438
„სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №709

2020 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/11/2015, 300160070.10.003.018953) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ დანართის („სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) დასაშვები მაქსიმალური ზღვარი​(​​​1)“) მე-8 ნაწილის:

1. 22-ე მინიშნება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„(22) ვრცელდება თევზის სახეობებზე, გარდა ღვიძლისა – სეს ესნ კოდით CN 0302 91 000 00. მშრალი (გამომშრალი), განზავებული, გადამუშავებული და შედგენილი სურსათისათვის გამოყენებული უნდა იქნეს ამ დადგენილების მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.“.

2. 31-ე მინიშნება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„(​31) გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართის 5.11 პუნქტით განსაზღვრული პროდუქტებისა, მაქსიმალური ზღვარი დადგენილ უნდა იქნეს „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით (სეს ესნ) განსაზღვრული შემდეგი პროდუქტების მიმართ:

- ცოცხალი თევზი (სეს ესნ კოდი 0301);

- თევზი ახალი და გაცივებული (სეს ესნ კოდი 0302), გარდა თევზის ფილესი და თევზის სხვა პროდუქტებისა (სეს ესნ კოდი 0304);

- თევზი გაყინული (სეს ესნ კოდი 0303), გარდა თევზის ფილესი და თევზის სხვა პროდუქტებისა (სეს ესნ კოდი 0304);

- თევზის ფილე და თევზის სხვა პროდუქტები, გატარებული ხორცის ჩათვლით, ახალი, გაცივებული ან გაყინული (სეს ესნ კოდი 0302);

- თევზი გამომშრალი, მარილიანი ან მარილწყალში, შებოლილი, თევზის ფქვილი, მსხვილი და წვრილი დაფქვის სიმსხოთი, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის (სეს ესნ კოდი 0305);

- კიბოსნაირები ჯავშნით ან ჯავშნის გარეშე, ცოცხალი, ახალი, გაყინული, გაცივებული, გამომშრალი, დამარილებული ან მარილწყალში,  კიბოსნაირები ჯავშნით, ორთქლში ან წყალში მოხარშული, ან  გაუცივებელი, გაუყინავი, არაგამომშრალი, არადამარილებული, არამარილწყალში, კიბოსნაირების ფქვილი, მსხვილი და წვრილი დაფქვის სიმსხოთი, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის (სეს ესნ კოდი 0306);

- მოლუსკები ნიჟარით ან ნიჟარის გარეშე, ახალი, ცოცხალი, გაყინული, გამომშრალი, დამარილებული ან მარილწყალში, კიბოსნაირებისაგან და მოლუსკებისაგან  განსხვავებული წყლის სხვა უხერხემლოები – ცოცხალი, ახალი, გაცივებული, გაყინული, გამომშრალი, დამარილებული ან მარილწყალში. კიბოსნაირების  ფქვილი, მსხვილი და წვრილი დაფქვის სიმსხოთი, გარდა ფქვილისა, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის (სეს ესნ კოდი 0307);

- წყალმცენარეები (სეს ესნ კოდი 1212 21 000 00).

თევზის ცხიმი და ზეთი, მათი ფრაქციები, რაფინირებული და არარაფინირებული, რომელთა ქიმიური შემადგენლობა არ არის შეცვლილი, მათ შორის:

- თევზის ღვიძლის ცხიმი და მისი ფრაქციები (სეს ესნ კოდი 1504 10);

- თევზის ცხიმი და ზეთი,  მათი ფრაქციები (სეს ესნ კოდი 1504 20), გარდა თევზის ღვიძლის ცხიმისა (სეს ესნ კოდი 1504 10).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 დეკემბრიდან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია