დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 712 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 27/11/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/11/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 340020000.10.003.022434 |
|
„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №337 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/06/2018, 340020000.10.003.020652) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესის“ მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:
„4. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში არსებობს ბაზარზე სერტიფიცირებული თესლის განთავსებასთან დაკავშირებით დროებითი სირთულეები (საფრთხე ექმნება სასურსათო უსაფრთხოებას), სერტიფიცირების ორგანომ შესაძლებელია, გასცეს სერტიფიკატი და ბაზარზე დაშვებულ იქნეს თესლი (გარდა საბაზისო თესლისა), რომელიც არ აკმაყოფილებს თესლის მინიმალური აღმოცენებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და აღნიშნულის შესახებ უნდა გაკეთდეს სპეციალური მითითება შესაბამის ეტიკეტზე. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სათესლე მასალაზე გაცემულ სერტიფიკატში ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ მონაცემებთან ერთად, რომელთა მიმართებითაც ტარდება შესაბამისობის შეფასება, ასევე უნდა მიეთითოს: ა) მოსალოდნელი მინიმალური აღმოცენების უნარი; ბ) სირთულის არსებობის შესახებ დოკუმენტური დასაბუთება; გ) ბაზარზე განთავსების არეალი, სადაც ასეთი სირთულე არსებობს.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი ივნისიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები