დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 704 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 27/11/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/11/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/12/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.022425 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2011, 340170000.10.003.016167) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესისა და პირობების“:
1. მე-5 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. იმ შემთხვევაში, თუ ერთი წლის განმავლობაში ერთი და იმავე საწარმოდან იმპორტირებულ ვეტერინარიულ კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქტში ორჯერ აღმოჩნდება სალმონელა (Salmonella) ან/და ლისტერია მონოციტოგენეზი, ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამ პროდუქტის მწარმოებელი საწარმოდან ერთი წლის განმავლობაში ჩერდება „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ იმ სასაქონლო პოზიციის ყველა ქვესუბპოზიციით განსაზღვრული პროდუქტის იმპორტი, რომელშიც შედის ზემოაღნიშნული პროდუქტი. ეროვნული სააგენტო მიღებული გადაწყვეტილების შესახებ შემოსავლების სამსახურს ატყობინებს 24 საათის განმავლობაში. ამასთან, ეროვნული სააგენტო გადაწყვეტილებას იმპორტის აკრძალვის შესახებ ატყობინებს შესაბამისი ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს. ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ იმპორტის ნებართვა გაიცემა ამ წესის შესაბამისად.“. 2. დანართი №1, დანართი №2 და დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №1 ვეტერინარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია ტრანზიტის დროს
შენიშვნა: ნებართვა არ ესაჭიროება ლაბორატორიული, სასწავლო და სამეცნიერო მიზნით განკუთვნილ ცხოველებს და საკვლევ მასალას. დანართი №2 ვეტერინარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია იმპორტის დროს
შენიშვნა: 1. ნებართვა არ ესაჭიროება ლაბორატორიული, სასწავლო და სამეცნიერო მიზნით განკუთვნილ ცხოველებს და საკვლევ მასალას. 2. 30-ე ჯგუფიდან ნებართვა გაიცემა მხოლოდ ვეტერინარიული დანიშნულების პროდუქციაზე, ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ვეტერინარიული სერტიფიკატის, ჯანმრთელობის სერტიფიკატის ან ანალიზის დოკუმენტის ასლის საფუძველზე. დანართი №3 ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქცია იმპორტის დროს
“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 დეკემბრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები