დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 110 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/12/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/12/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.026.016852 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 24-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 241 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 241 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საკონტრაქტო (პროფესიული), კადრის სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს მაღალმთიან რეგიონში სამსახურისათვის მიეცემათ ყოველთვიური დანამატი 250 ლარის ოდენობით.". 2. №7 დანართის: ა) მე-6 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; ბ) მე-8 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; გ) მე-10 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; დ) მე-11 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“. 3. №13 დანართის: ა) 3.2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; ბ) 3.4 გრაფა ამოღებულ იქნეს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი დეკემბრიდან. ამასთან, ამ ბრძანების მე-3 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 17 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები