დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ “ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/11/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/12/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.141.016321 |
|
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ “ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.141.016237) შეტანილი შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების დანართს დაემატოს თავი VI 1 შემდეგი შინაარსით: „თავი VI 1. ახალქალაქის მერიის მიერ პესონალური მონაცემთა დამუშავება კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორცილებისას მუხლი 291. ახალქალაქის მერიის მიერ პერსონალური მონაცემთა დამუშავება 1. ახალქალაქის მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის: სოციალური დახმარების, ჯანმრთველობის დაცვის,სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის,სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების,ადამიანური რესურსების მართვის და სხვა მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან პერსონალური მონაცემები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება: ა) სახელი; ბ) გვარი; გ) პირადი ნომერი; დ) დაბადების თარიღი; ე) სქესი; ვ) მოქალაქეობა; ზ) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ; თ) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ; ი) ფოტოსურათი; 3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. ახალქალაქის მერია ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა. ამ მუხლის მიზნებისთვის ახალქალაქის მერია მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები