“საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის კრიტერიუმების დადგენის შესახებ”

  • Word
“საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის კრიტერიუმების დადგენის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 7/2000
დოკუმენტის მიმღები ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 12/01/2000
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 14/01/2000
სარეგისტრაციო კოდი 010.008.004.048
  • Word
7/2000
12/01/2000
სსმ, 3, 14/01/2000
010.008.004.048
“საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის კრიტერიუმების დადგენის შესახებ”
ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი              010.008.004.048

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №7/2000

2000 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის კრიტერიუმების დადგენის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-10, მე-16 და საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა” ქვეპუნქტიდან გამომდინარე,

საქართველოს ცენტრალური სააჩევნო კომისია ადგენს:

1. უარი ეთქვას საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს რეგისტრაციაში გატარებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიის დადგენილი წესით შემოწმების შედეგად წარდგენა დადასტურებული არ არის არანაკლებ 50000 ამომრჩევლის ხელმოწერით;

ბ) საინიციატივო ჯგუფში  50 ამომრჩეველზე ნაკლებია;

გ) წარდგენის შესახებ განცხადებაში მითითებული არ არის:

გ.ა) კანდიდატის სახელი და გვარი;

გ.ბ) დაბადების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი);

გ.გ) პროფესია (საქმიანობა) და თანამდებობა (უმუშევართათვის მიეთითოს უმუშევარი”);

გ.დ) სამუშაო ადგილი, მისამართი და ტელეფონის (ფაქსის) ნომერი;

გ.ე) პარტიულობა (უპარტიოთათვის მიეთითოს  უპარტიო”);

გ.ვ) საქართველოში ცხოვრების ვადა (მიეთითოს, უცხოვრია თუ არა საქართველოში არანაკლებ 15 წლისა, მათ შორის, ბოლო 2 წელი);

გ.ზ) რწმუნებულის ვინაობა (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი), საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და პირადი ნომერი ან ყოფილი საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტის სერია და ნომერი. მისამართი, ტელეფონის (ფაქსის) ნომერი);

გ.თ) საინიციატივო ჯგუფის წევრთა სახელი და გვარი, დაბადების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი), საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და პირადი ნომერი ან ყოფილი საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტის სერია და ნომერი, ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი. ასეთ შემთხვევაში ეს პირი წარმდგენებში არ გაითვალისწინება;

დ) განცხადებას არ ერთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი წესით გაფორმებული კანდიდატის წერილობითი თანხმობა კენჭისყრაზე;

ე) პრეზიდენტობის კანდიდატს წერილობითი თანხმობა მიცემული აქვს ორ ან მეტ წარდგინებაზე;

ვ) განცხადებას არ ერთვის კანდიდატის დაბადების მოწმობის ასლი;

ზ) განცხადებას ხელს არ აწერს პარტიის ხელმძღვანელი პირი (პირები) ან საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი და არა აქვს თარიღი (წელი, თვე, რიცხვი). პარტიის მიერ კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებას არ ერთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროში პარტიის რეგისტრაციის მოწმობის ასლი;

თ) მხარდამჭერთა სიაში მხარდამჭერის ხელმოწერისა და ვინაობის შეუსაბამობაა;

ი) წარდგენილია 35 წლის ასაკს მიუღწეველი კანდიდატი.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                       ჯუმბერ ლომინაძე