დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 184 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 26/11/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/12/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310050000.54.066.016206 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებაში (სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე www.matsne.gov.ge 01/12/2018 310050000.54.066.016140) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ წესით განსაზღვრულ ინსპექტირებას (საინსპექციო შემოწმებას) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები.“. 2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ინსპექტორი უზრუნველყოფს: ა) სააგენტოს და ინსპექტირების ობიექტს ინსპექტირების შედეგების ანგარიშით; ბ) სააგენტოს იმ მტკიცებულებით, რომელიც საჭიროა ინსპექტირების შემდგომი ქმედებების გასატარებლად.“. 3. მე-9 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ – „უ“ ქვეპუნქტები: „ს) უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემა; ტ) უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატანტი; უ) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი.“; ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“–„მ“ და „ტ“–„უ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ობიექტებზე: ბ.ა) საწარმოს მართვის (მათ შორის, უსაფრთხოების, საავიაციო უშიშროების და ხარისხის) სისტემას და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციას; ბ.ბ) ტექნიკური საშუალებების/ინფრასტრუქტურის მდგომარეობას; ბ.გ) საწარმოს მიერ გაწეულ მომსახურებაში ჩართული პირების კომპეტენციას/კვალიფიკაციას; ბ.დ) სამუშაო დოკუმენტაციას, პროცესებსა და პროცედურებს;“ 4. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „დ) ექსპლუატანტები, რომლებიც ახორციელებენ: დ.ა) საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას და საავიაციო სამუშაოებს ინსპექტირება ხორციელდება – როგორც წესი, კვარტალში ერთხელ, მაგრამ არანაკლებ 6 თვეში ერთხელ; დ.ბ) საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას საკუთარი მიზნებისთვის ინსპექტირება ხორციელდება – 12 თვეში ერთხელ;“ ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები: „ლ) უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატანტების ინსპექტირება, რომლებიც ახორციელებენ ექსპლუატაციას სპეციფიკურ კატეგორიაში – არანაკლებ 12 თვეში ერთხელ; მ) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების ინსპექტირება – არანაკლებ 12 თვეში ერთხელ;“. 5. მე-12 მუხლის: ა) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. ინსპექტირებისას SAFA-ს ინსპექტორმა მოქმედად უნდა მიიჩნიოს „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მონაწილე სხვა სახელმწიფოებს შორის კონვენციის 83 bis მუხლის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სახელმწიფოს მიერ გაცემული ავიასპეციალისტის, საჰაერო ხომალდის ვარგისობის ან/და რადიოსადგურის მოწმობები.“. 6. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები