„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17 - ს
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 25/11/2020
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240010.30.060.016066
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
17 - ს
25/11/2020
ვებგვერდი, 30/11/2020
010240010.30.060.016066
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

კანონი

 

 

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი N20 - ვებგვერდი, 20.12.2021 წ.
 

მუხლი 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), ვებგვერდი, 27/03/2020; სარეგისტრაციო კოდი: 010240010.30.060.016060) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. 25-ე მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს სამინისტროს (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის) გამგებლობაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას.“.

2. 26-ე მუხლის  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სამინისტროს (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის) საქვეუწყებო დაწესებულების დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს მთავრობა შესაბამისი მინისტრის წარდგინებით.“.

3. 27-ე მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 27. სამინისტროს (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის) საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელსა და მის მოადგილეებს, შესაბამისი მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე. სამინისტროს (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის) საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი ინიშნება შესაბამისი მინისტრის უფლებამოსილების ვადით, ხოლო სამინისტროს (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის) საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილე ინიშნება ამავე საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით.“.

4. 30-ე მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მინისტრი ზედამხედველობს სამინისტროს (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის) სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის) მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას. მინისტრი ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების სამართლებრივ აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება კანონმდებლობას.“.

5. 32-ე მუხლის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, აგრეთვე სამინისტროს (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის) მმართველობის სფეროში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებებს შორის წყვეტს მინისტრი.“.


მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე

 

 

25 ნოემბერი 2020 წ.

ქ. თბილისი

N17 - ს