„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 204/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 26/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016520
204/04
26/11/2020
ვებგვერდი, 27/11/2020
220090000.18.011.016520
„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №204/04

2020 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 110408016, 12/04/2011; ს/კ: 220090000.18.011.016025) დამტკიცებული ინსტრუქციის  მე-10 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ანგარიშის გასახსნელად საჭირო დოკუმენტები (გარდა სამართლებრივი აქტებისა და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ წარმოებული იურიდიული პირების ოფიციალურ რეესტრზე პირდაპირი წვდომით მოპოვებული დოკუმენტისა) ბანკს წარედგინება ორიგინალის ან შესაბამისი წესით დამოწმებული ასლის სახით, ან:

ა) ამ ინსტრუქციის 81 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იმ შუამავლის/მესამე პირის უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერით დამოწმებული ასლები, რომელსაც ეყრდნობა კომერციული ბანკი პირის იდენტიფიკაციისას/ვინაობის გადამოწმებისას;

ბ) ამ ინსტრუქციის 81 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკის უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერით დამოწმებული ასლები;

გ) ამ ინსტრუქციის 8​1 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომერციული ბანკისათვის ანგარიშის გახსნის თაობაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით გაგზავნილი ელექტრონული მიმართვა დამოწმებული უნდა იყოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ;

დ) ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი ინფორმაცია და ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია, ბანკის მიერ განსაზღვრული ფორმით.“.

2. 13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

​„13. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის წევრ-სახელმწიფოში გამოცემული დოკუმენტი (გარდა სამართლებრივი აქტისა და სხვა იურისდიქციის მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ წარმოებული იურიდიული პირების ოფიციალურ რეესტრზე პირდაპირი წვდომით მოპოვებული დოკუმენტისა) ბანკს წარედგინება აპოსტილით დამოწმებული სახით, ხოლო  „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის 1993 წლის კონვენციის წევრ-სახელმწიფოში, ასევე იმ სახელმწიფოში, რომელთანაც საქართველოს გაფორმებული აქვს დოკუმენტების გამარტივებული წესით წარდგენის თაობაზე შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულება გამოცემული დოკუმენტი (გარდა სამართლებრივი აქტისა და სხვა იურისდიქციის მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ წარმოებული იურიდიული პირების ოფიციალურ რეესტრზე პირდაპირი წვდომით მოპოვებული დოკუმენტისა) – ნოტარიულად დამოწმებული ასლის ან ორიგინალის სახით. ყველა სხვა შემთხვევაში უცხო ქვეყანაში გამოცემული დოკუმენტი (გარდა სამართლებრივი აქტისა და სხვა იურისდიქციის მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ წარმოებული იურიდიული პირების ოფიციალურ რეესტრზე პირდაპირი წვდომით მოპოვებული დოკუმენტისა) ბანკს წარედგინება ლეგალიზებული სახით.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე