„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/11/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016518
28
25/11/2020
ვებგვერდი, 27/11/2020
190020020.35.158.016518
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2020 წლის 25 ნოემბერი

ქ. ბოლნისი

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020  წლის  20 იანვრის  №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 23/01/2020,  190020020.35.158.016492) დამტკიცებულ  დანართი №1-ის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. გათბობის სეზონის დასაწყისში ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც არ მიეწოდება ბუნებრივი გაზი, ერთჯერადი ფულადი დახმარება  250 (ორასორმაცდაათი) ლარის ოდენობით  გაეწევათ:

ა) სოციალურად დაუცველ (65 000-მდე სარეიტინგო ქულა) მარტოხელა პესიონერებს;

ბ) სოციალურად დაუცველ (65 000-მდე სარეიტინგო ქულა) შშმ პირების ოჯახებს;

გ) სოციალურად დაუცველ (65 000-მდე სარეიტინგო ქულა) მრავალშვილიან (სამი და მეტი არასრულწლოვანი) ოჯახებს.

1.1 ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ბენეფიციარებს,  გათბობის სეზონის დასაწყისში ბოლნისის მუნიციპალიტეტის იმ ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც მიეწოდება  ბუნებრივი გაზი, ერთჯერადი ფულადი დახმარება გაეწევათ 200 (ორასი) ლარის ოდენობით.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოვენებისთანავე და გავრცელეს  2020 წლის 25 ნოებრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთერთობებზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი