„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური და ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/11/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016396
18
25/11/2020
ვებგვერდი, 27/11/2020
010250020.35.156.016396
„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური და ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დმანისის მუნიციპალიტეტი
 
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №18

2020 წლის 25 ნოემბერი

ქ. დმანისი

„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური და ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური და ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრი №37დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/12/2017; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.156.016285) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური და ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრი №37 დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

მუხლი 1.

დამტკიცდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური და ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულება“ (დანართი №1);

2. „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური და ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების“  მე-18 მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ანგარიშვალდებულია დმანისის მუნიციპალიტეტის მერის და მერიის ჯანმრთელობის, სოციალური და ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსის წინაშე“;

3. დადგენილება  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ოქრიაშვილი