„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქმიანობისა და თანამშრომლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №1062 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 161
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.034.017088
161
03/12/2020
ვებგვერდი, 04/12/2020
010340000.22.034.017088
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქმიანობისა და თანამშრომლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №1062 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №161

2020 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქმიანობისა და თანამშრომლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №1062 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქმიანობისა და თანამშრომლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №1062 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/12/2014, 010340000.22.034.016403) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის:

ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გენერალურ პროკურორს;

დ) გენერალური პროკურორის მოადგილეს;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს;“;

გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსს;“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თავს არიდებენ სასჯელის მოხდას ან გაიქცნენ პენიტენციური დაწესებულებიდან;“.

3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბრალდებულზე ან მსჯავრდებულზე დაკავებისა და ექსტრადიციის მიზნით საერთაშორისო ძებნის გამოცხადებისათვის ბიუროს შუამდგომლობასთან ერთად ეგზავნება ამ წესის 21-ე მუხლით გათვალისწინებული მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია. ბრალდებულზე ან მსჯავრდებულზე დაკავებისა და ექსტრადიციის მიზნით, საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ მოთხოვნას უნდა დაერთოს საქართველოს გენერალური პროკურორის, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის ან მათ მიერ უფლებამოსილი პროკურორის შუამდგომლობა საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ.“.

4. მე-13 მუხლის პირველი - მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბიურო საერთაშორისო ძებნაში მყოფი ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩენის ან დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისას, გზავნილისათვის მინიჭებული გრიფის შესაბამისად, მაგრამ არაუგვიანეს 3 დღისა, აცნობებს საქართველოს გენერალური პროკურატურის შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფს/თანამდებობის პირს და საჭიროების შემთხვევაში საქმისმწარმოებელ ორგანოს/თანამდებობის პირს.

2. მას შემდეგ, რაც საქართველოს გენერალური პროკურატურიდან წარდგენილ იქნება დოკუმენტი თანხმობაზე, რომ საერთაშორისო ძებნილის ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა გაიგზავნება დადგენილი წესის შესაბამისად, ბიურო აღნიშნულის შესახებ დოკუმენტის მიღებიდან 3 დღის განმავლობაში აცნობებს იმ უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროს, სადაც დაკავებულია საერთაშორისო ძებნილი.

3. იმისათვის, რომ დაკავებული საერთაშორისო ძებნილი არ იქნეს გათავისუფლებული, ოპერატიულობის თვალსაზრისით, საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და პირის საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდებისათვის საჭირო დოკუმენტაცია შესაძლოა მიეწოდოს ბიუროს, ინტერპოლის საკომუნიკაციო ქსელით ძებნილის დამკავებელი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოსათვის გადასაგზავნად.

4. უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოდან გადმოგზავნილ გადაწყვეტილებას ძებნილი პირის გადმოცემის შესახებ ბიურო გზავნილისათვის მინიჭებული გრიფის შესაბამისად, მაგრამ არაუგვიანეს 3 დღისა, აწვდის საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

5. საქართველოს გენერალურ პროკურატურას ბიუროს მეშვეობით შეუძლია შეათანხმოს ძებნილი პირის გადმოცემის პროცედურები უცხო ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან.“.

5. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს გენერალური პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს ბიუროს გენერალური სამდივნოს მეშვეობით წითელი ცირკულარის გამოცემის შესახებ, როდესაც პირი იძებნება დაკავებისა და ექსტრადიციის მიზნით. ლურჯი, მწვანე, ყვითელი, შავი, ნარინჯისფერი და იასამნისფერი ცირკულარების გამოცემის მოთხოვნა ასევე შეუძლია სხვა საქმის მწარმოებელ უფლებამოსილ ორგანოს/თანამდებობის პირს.“.

6. 28-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქმის მწარმოებელ ორგანოსა და ძებნის ინიციატორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს შორის ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნების შესახებ შეთანხმება და დოკუმენტაციის მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს ბიუროს მეშვეობით.“.

7. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 31. ინფორმაციული უზრუნველყოფა ბიუროს მიერ უცხო ქვეყნებთან სამართლებრივი ურთიერთდახმარებისათვის

1. ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების, ასევე პირის ექსტრადიციის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობების გასაგზავნად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინტერპოლის საკომუნიკაციო ქსელი.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შუამდგომლობის მიღების შემთხვევაში ბიურო წერილისათვის მიცემული გრიფის შესაბამის ვადაში ახორციელებს აღნიშნული დოკუმენტაციის გადაგზავნას იმ უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროსათვის, რომელსაც საქართველოს გენერალური პროკურატურა მიმართავს შუამდგომლობით სამართლებრივი დახმარების შესახებ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ შუამდგომლობაზე უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროდან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, ბიურო გზავნილისათვის მინიჭებული გრიფის შესაბამისად, მაგრამ არაუგვიანეს 3 დღისა, აცნობებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური