“საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნების ძირითად საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”

  • Word
“საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნების ძირითად საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 4/2000
დოკუმენტის მიმღები ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 12/01/2000
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 14/01/2000
სარეგისტრაციო კოდი 010.008.004.045
  • Word
4/2000
12/01/2000
სსმ, 3, 14/01/2000
010.008.004.045
“საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნების ძირითად საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”
ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი              010.008.004.045

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №4/2000

2000 წლის  12 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნების ძირითადი საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნების ძირითად ღონისძიებათა შემდეგი გრაფიკი:

1. არა უგვიანეს 11 თებერვლისა:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ თანხის ჩარიცხვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე.

2. არა უგვიანეს 14 იანვრისა:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო ოლქების შექმნა.

3. არა უგვიანეს 14 თებერვლისა:

ა) სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ საარჩევნო კომისიებისათვის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა (მათ შორის მათიც, ვისაც არჩევნების დღეს უსრულდება 18 წელი) სიების გადაცემა;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის დევნილთა სიის გადაცემა;

გ) საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საარჩევნო უბნების შექმნა ან დაზუსტება, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში – ამ დადგენილების მე-13 პუნქტის შესაბამისად.

4. არა უგვიანეს 19 თებერვლისა:

ა) ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენა;

ბ) საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით საარჩევნო უბნების ნომრების, მათი საზღვრების და ხმის მისაცემი შენობების მისამართების გამოქვეყნება.

5. არა უადრეს 20 იანვრისა და არა უგვიანეს 19 თებერავლისა:

პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით განცხადების წარდგენა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

6. არა უგვიანეს 22 თებერვლისა:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოყოფილი თანხის ჩარიცხვა საოლქო საარჩევნო კომისიების ანგარიშზე.

7. არა უგვიანეს 24 თებერვლისა:

ა) საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებისა და მათი წევრების დანიშვნა;

ბ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პრეზიდენტობის ერთი კანდიდატისათვის ნებაყოფლობითი შეწირულობის მაქსიმალური ოდენობისა და ცალკეული შეწირულობის ზღვრული ოდენობის განსაზღვრა.

8. არა უგვიანეს 29 თებერვლისა:

პარტიის, ამომრჩეველთა ჯგუფის რწმუნებულის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერ 50000 ამომრჩეველთა სიის წარდგენა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

9. არა უგვიანეს 10 მარტისა:

ა) ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაციაში გატარება;

ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩეველთა სიის გამოქვეყნება;

გ) პრესის, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის წარმომადგენელთა აკრედიტაციის, აგრეთვე საზოგადოებრივ გაერთიანებათა თითო წარმომადგენლის რეგისტრაციისათვის განცხადების წარდგენა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

10. პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 6 დღისა:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატთა სიის, მათი ბიოგრაფიული მონაცემებისა და საარჩევნო პროგრამების გამოქვეყნება.

11. არა უგვიანეს 20 მარტისა:

ა) ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული პრეტენზიების მიღება საუბნო საარჩევნო კომისიებში;

ბ) მხარდამჭერთა სიების განადგურება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ.

12. არა უგვიანეს 30 მარტისა:

ა) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩეველთა შესწორებული სიის გამოქვეყნება;

ბ) საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

13. არა უგვიანეს 4 აპრილისა:

გამონაკლის შემთხვევებში საარჩევნო უბნის შექმნა.

14. არა უგვიანეს 6 აპრილისა:

საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩეველთათის კენჭისყრის დროისა და ადგილის შეტყობინება.

15. არა უგვიანეს 7 აპრილისა:

საარჩევნო კომისიის სხდომებზე და ხმის მისაცემ შენობაში დასწრების უფლების მქონე პირთა მიერ შესაბამისი კომისიების ინფორმირება ამის შესახებ.

16. არა უგვიანეს 8 აპრილისა (18 საათამდე):

ა) პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ თავისი კანდიდატურის მოხსნა;

ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა მიზეზთა გამო ცალკეულ ამომრჩეველთა მიერ ადგილსამყოფლის მიხედვით არჩევნებში მონაწილეორბის მისაღებად საუბნო საარჩევნო კომისიის ინფორმირება.

17. 9 აპრილს – საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღეს (07 საათიდან 20 საათამდე):

კენჭისყრის მოწყობა.

18. არა უგვიანეს 10 აპრილისა:

საოლქო საარჩევნო კომისიისათვის საჩივრის წარდგენა საარჩევნო უბანში არჩევნების შესახებ კანონის დარღვევის თაობაზე.

19. არა უგვიანეს 11 აპრილისა:

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჩივრის განხილვა.

20. არა უგვიანეს 12 აპრილისა:

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსულ საჩივარზე თავისი მოსაზრების წარდგენა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

21. არა უგვიანეს 14 აპრილისა:

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ოქმის პირველი ცალისა და გამოუყენებელი ბიულეტენების გადაგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

22. არა უგვიანეს 29 აპრილისა:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება.

23. არა უგვიანეს 4 მაისისა:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების გამოქვეყნება ოფიციალური მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.

24. არა უგვიანეს 4 ივნისისა;

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის ხარჯების ფაქტობრივი ოდენობის წარდგენა დასამატკიცებლად.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                             ჯუმბერ ლომინაძე