სს „სიხარულის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

სს „სიხარულის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ს.ს "სიხარული"
მიღების თარიღი 20/11/2020
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/11/2020
სარეგისტრაციო კოდი
0
20/11/2020
ვებგვერდი, 25/11/2020
სს „სიხარულის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
ს.ს "სიხარული"
                 
სს  „სიხარულის“ (ს/ნ 208143203) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

2020 წლის 20 ნოემბერი


სს „სიხარულის“ (ს/ნ 208143203) დირექტორი იწვევს საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2020 წლის 21 დეკემბერს დღის 14:00 საათზე, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ისნის რაიონი, კაიროს ქ. (გრ. ლორთქიფანიძის) №19.

 

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი:

1. სს „სიხარულის“ რეორგანიზაცია (გამოყოფა);

2. სს „სიხარულის“ წესდების ცვლილება;

3. სხვადასხვა.

დღის წესრიგის საკითხის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „სიხარულის“ დირექტორთან მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ისნის რაიონი, კაიროს ქ. №19, ტელ.: +995 551-22-81-11.

დღის წესრიგში დამატებითი საკითხის შეტანა შესაძლებელია იმ პირობით, თუ ამის შესახებ აქციონერები წერილობით (დასამატებელი საკითხის ზუსტი ფორმულირების აღნიშვნით) აცნობებენ სს „სიხარულის“ დირექტორს წინამდებარე განცხადების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) დღის ვადაში.

აქციონერს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კრების მუშაობაში უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით (სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით).

აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარებამდე 10 (ათი) დღის განმავლობაში, აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში თავისი მონაწილეობის უფლება საზოგადოების ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“ (ს/კ 205156374) მისამართზე: ქ. თბილისი, მოსაშვილის ქ. №11, მე-7 სართული, ტელ.: 222-53-51; 225-15-60.

სს „სიხარულის“ დირექტორი:                                         თევდორე კარიაული