დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 157 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/11/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/11/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.148.016021 |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №157
2020 წლის 13 ნოემბერი
ქალაქი გორი
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივაა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტის – ქუჩისათვის 1992 წელს ქ. ცხინვალის მისადგომებთან გმირულად დაღუპული ვახტანგ გორგასალის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვებული კაპიტნის გიორგი ხახუტაშვილის სახელის მინიჭება. ქუჩის მონაკვეთის სავარაუდო სიგრძე 754.22 მეტრი. საწყისი კოორდინატები: X432443.83 Y-4661060.34 და საბოლოო კოორდინატები X432892.56 Y-4661666.56; ჩრდილოეთი მდებარეობს მიწის ნაკვეთები 66.53.16.093, 66.53.16.065, 66.53.16.476, 66.53.16.107; სამხრეთით მდებარეობს 66.53.16.538, 66.53.16.149, 66.53.16.087, 66.53.16.097, 66.53.16.105, 66.53.16.052; აღმოსავლეთით არსებული შიდა საუბნო გზები: დასავლეთი არსებული შიდა საუბნო გზები.
გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნითგეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2020 წლის 15 ოქტომბრის N21 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის N239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების. შესაბამისად:
1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს - ქუჩას რომლის აღწერაა: ქუჩის მონაკვეთის სავარაუდო სიგრძე 754.22 მეტრი. საწყისი კოორდინატები: X-432443.83 Y-4661060.34 და საბოლოო კოორდინატები X432892.56 Y-4661666.56; ჩრდილოეთი მდებარეობს მიწის ნაკვეთები 66.53.16.093, 66.53.16.065, 66.53.16.476, 66.53.16.107; სამხრეთით მდებარეობს 66.53.16.538, 66.53.16.149, 66.53.16.087, 66.53.16.097, 66.53.16.105, 66.5316.052; აღმოსავლეთით არსებული შიდა საუბნო გზები; დასავლეთი არსებული შიდა საუბნო გზები. – ეწოდოს გიორგი ხახუტაშვილის სახელი.
2. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში,სარჩელის წარდგენის გზითგორის რაიონულ სასამართლოში(მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ. N630).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები